ladusha2უნივერსიტეტი უფასოა, საცხოვრებლად 1000 ევრო გინდა თვეში. 1-წლიან ვიზას როცა იღებ, დაახლოებით 10-11 ათასი ევრო უნდა ანახო ანგარიშზე.
სტუდენტს შეუძლია კვირაში 20 საათი მუშაობა, სამუშაოს შოვნა არც ისე ადვილია და ნორვეგიულის ცოდნა მნიშვნელოვანია.
ბაკალავრზე ნაკლებადაა ინგლისურენოვანი პროგრამები, მაგისტრატურაზე მეტია. მოხვედრა იმის მიხედვითაა რთული ამ მარტივი, როგორი CV და ნიშნები გყავს.
ვანო-გეჯაძემაისის ბოლოდან ივლისის შუა რიცხვებამდეა ყველაზე კარგი, თუ თხილამურებზე სრიალი არ გინდა მაინცდამაინც. სასტუმრო და ბინა მოგწერე რამდენიცაა.
1-კვირიანი სამგზავრო ბარათი 240 კრონი
კვება თუ შენით იყიდი პროდუქტებს და მოამზადებ, დღეში 100 კრონი
აქ არ შედის სასმელი, რომელიც საკმაოდ ძვირია - ყველაზე იაფი ლუდი 25 კრონი
მუზეუმი 150 კრონი
ფასტ ფუდი ერთი შესვლა 100 კრონი
რესტორანი მინიმუმ 200. მინიმუმ.
პაბში ლუდი 80 კრონი კარგ შემთხვევაში
კოქტეილი 100-დან
ეს ყველაფერი 10-ზე გაყავი და მაგდენი ევროა
პლიუს შოპინგი და სუვენირებიც თუ გინდა, მიამატე

ბრენდული მაღაზიები იგივე ღირს, რაც სხვა ქვეყნებში. ბრელოკები, მაგნიტები და ეგეთი ხარა-ხურა 40-50 კრონი.