ჩემნაირი ყოფილხარ

ნორვეგია კია, მაგრამ არაა ისეთი სიცივეები რო გაიყინო.
მაშინ დაიწყე ოპერის თეატრიდან, სანაპიროზეა ვაგზალთან ახლოს (ადვილად მიაგნებ), გადადი ვაგზლისკენ და კარლ იოჰანის ქუჩას გაყევი მეფის სასახლემდე, ეგაა ცენტრალური ქუჩა, სეირნობა-სეირნობით გაივლი ამ მანძილს 1 საათში. მერე შეგიძლია (სანამ დღის შუქი იქნება) ტრანსპორტით წახვიდე "ვიგელანდის" პარკამდე, ძალიან მაგარია, იქაც შეგიძლია 1 საათი ისეირნო (უფასოა) და მერე იქიდან წახვიდე ბიგდოის კუნძულზე (ისევ ტრანსპორტით, ახლოსაა) და ნახავ მუზეუმებს (სურვილის შემთხვევაში).
ჭამა ყველგან ძვირია და ესე კონკრეტულად ვერ გირჩევ სად ჯობია.
ჩვენ სახლში გეახლებით ხოლმე და ნაჭამი გავდივართ

გზა და გზა თუ შეგცივდა, შეგიძლია ნებისმიერ მაღაზიაში შეხვიდე და გათბები, კი არა და დაგცხება
This post has been edited by spider77 on 23 Jan 2019, 15:33