სახელმწიფო დროშა:
გერბი:
ნორვეგია, ოფიციალურად ნორვეგიის სამეფო (ნორვ. Kongeriket Norge, ახალ ნორვეგიულად Kongeriket Noreg) — ქვეყანა ჩრდილოეთ ევროპაში, სკანდინავიის ნახევარკუნძულზე. უკავია ნახევარკუნძულის დასავლეთი ნაწილი, ასევე კუნძული იან-მაიენი და არქტიკული არქიპელაგი შპიცბერგენი. ნორვეგიის საერთო ფართობია 385,252 კვადრატული კილომეტრი, მოსახლეობა – 4.8 მილიონი კაცი. არის ერთ-ერთი ყველაზე ნაკლები სიმჭიდროვით დასახლებული ქვეყანა ევროპაში. ქვეყანას აღმოსავლეთით ესაზღვრება შვედეთი; უკიდურესად ჩრდილოეთით მდებარე რეგიონი ესაზღვრება ფინეთსა და რუსეთს; მასსა და დანიას შორია მდებარეობს სკაგერაკის სრუტე. დედაქალაქია ოსლო.
ოფიციალური - ნორვეგიის სამეფო. ეროვნული - Kongeriket Norge. სახელწოდება პრანორვეგიულ ენაზე Norvegr ნიშნავს ”ჩრდილოეთის გზას”, თანამედროვე ნორვეგიულში იგი მიღებულია ძირებიდან northr და rike, რომლის მნიშვნელობაა "ჩრდილოეთის სამეფო".
გეოგრაფია ქვეყანა მდებარეობს ჩრდილოეთ ევროპაში, სკანდინავიის ნახევარკუნძულზე. ფართობი - 324.220 კვ.კმ. ნორვეგიის საზღვაო სანაპირო ღრმადაა დაკბილული მცირე ზომის ყურეებით, რომლებსაც ფიორდებს უწოდებენ. ისინი ქმნიან ზღვის ტალღებისგან დაცულ ბუნებრივ ნავმისადგომებს. უმაღლესი მწვერვალი - გალჰოპინგენი (2,496 მ).
სახელმწიფო ნორვეგიის იურისდიქცია ვრცელდება აგრეთვე რამდენიმე კუნძულზე, როგორებიცაა:სვალბარდის არქიპელაგი, (ქართულად უფრო ცნობილია, როგორც შპიცბერგენის არქიპელაგი) ბუვეს კუნძული, იან მაიენი.
სახელმწიფო სისტემა - კონსტიტუციური მონარქია.
სახელმწიფოს მეთაური - მეფე (შლეზვიგ-ჰოლშტაინ-ზონდერბურგ-გლიუქსბურგების დინასტიიდან): ჰოკონ VII (1905-1957), ოლაფ V (1957-1991), ჰარალდ V (HARALD V, 1991-დან).
მთავრობის მეთაური - პრემიერ-მინისტრი იენს სტოლტენბერგი Jens Stoltenberg (2005).
საკანონმდებლო ორგანო - სტორთინგი, შედგება ორი პალატისაგან - ლაგთინგი (45 წევრი) და ოდელსთინგი (124 წევრი).
დემოგრაფია მოსახლეობა - 4,805,437 (2009), მათ შორის 96,7% ნორვეგიელები, 0,7% საამები. სახელმწიფო ენა - ნორვეგიული. რელიგია - ლუთერანობა. დედაქალაქი - ოსლო (791 ათასი). ქალაქები - ბერგენი (211), სტავანგერი (169), ტრონჰეიმი (144).
ეკონომიკა რესურსები - ნავთი, სპილენძი, ბუნებრივი აირი, პირიტი, ნიკელი, რკინის მადანი, თუთია, ტყვია, თევზი, საშენი ხე-ტყე, ჰიდროენერგია. ექსპორტი - ნავთობი და ნავთობპროდუქტები, ბუნებრივი გაზი, გემები, თევზეული. ერთობლივი ეროვნული პროდუქტი - 159 მლრდ $. ეროვნული შემოსავალი ერთ სულზე - 31.250 $. ვალუტა - ნორვეგიული კრონა (NOK).
ისტორია ნორვეგიის ისტორია.
1905 წელს ნორვეგიამ აღიდგინა დამოუკიდებლობა გაწყვიტა რა უნია შვედეთთან. რეფერენდუმმა განსაზღვრა მმართველობის ფორმა - მონარქია. მეფედ მოიწვიეს დანიის პრინცი კარლი, რომელმაც მიიღო სახელი ჰოკონ VII.
ძალიან დიდი ინფოა ვიკიპედიაშ ასე რომ სულ ვერ დავტევ დასაკოპირებლად და სრული ვერსია იხილეთ ამ ბმულზე:
http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%9C%E1%...%83%98%E1%83%90ღირსშესანიშნაობანინორდფიორდის ხეობა მყინვარის მოლურჯო ყინულის ფენა ტყიან ხეობამდე აღწევს ნორდფიორდის გულში, სადაც მრავლადაა ტბები, მთები და ფიორდები. ეს განსხვავებული და ნაყოფიერი რეგიონი ჯერ კიდევ ქვის ხანაში იყო ადამიანებით დასახლებული.
ბრიგენის ნავმისადგომი. ტურისტები დასეირნობენ ქალაქ ბერგენში და ათვალიერებენ ბრიგენის ნავმისადგომსა და საუკუნეების ხნის სახლებს. ნორვეგიის სიდიდით მეორე ქალაქი მთებითაა გარშემორტყმული, რის გამოც ზოგჯერ ეძახიან “კარიბჭეს ფიორდებისკენ”.
გეირანგერფიორდი. ნორვეგიის ყველაზე ცნობილ ფიორდში გემები უახლოვდებიან სოფელ გეირანგერის სანაპიროს. ეს ადგილი იუნესკოს მფარველობის ქვეშაა და თავისი სილამაზით უამრავ მნახველს იზიდავს.
გაყინული ხის ქოხი.
ოსლოს დარბაზი. ქალაქის საბჭოს, ადმინისტრაციის, ხელოვნების სტუდიებისა და გალეერების სახლების ერთობლიობა. სწორედ აქ ხდება ნობელის პრიზით დაჯილდოებაც, რომელიც 1901 წლიდან მოყოლებული ტარდება.
ფიორდები








ოსლოს სურათები ტურისტის თვალით დანახული:
http://www.liveinternet.ru/users/egowelt/post106867806/ესეც პატარა დოკ ფილმი, ვოიაჯი ნორვეგიაში.
This post has been edited by Latitude87 on 1 Apr 2013, 13:48