subterraneanრკინიგზა ოსლოდან მხოლოდ ბუდომდეა, უფრო ჩრდილოეთით აღარ გრძელდება. ასე რომ, სულ რო გულით გინდოდეს, თუ ბიძინა არ ხარ და ბორანზე არ დადექი მატარებლით, ფიზიკურად ვერ ჩახვალ ტრომსოში
ნარვიკი უკავშირდება შვედეთს კიდევ რკინიგზით, მაგრამ ოსლოდან მანდ ვერ მოხვდები.
Gu3stმეც ვაპირებ მანდეთკენ მაგ პერიოდში, მაგრამ თან ვყოყმანობ. ციალის ნახვა ბევრად უფრო სამხრეთიდანაც შეიძლება და სხვა მხრივ ტრომსოში მაგ დროს რა უნდა აკეთო, არ ვიცი. გაითვალისწინე, რომ პოლარული ღამე იქნება. ეგზოტიკის პონტში შეიძლება საინტერესო იყოს.
ისე, მაგ მხარის მოსავლელად იდეალური იქნებოდა მანქანის ქირაობა, პრავა თუ გაქვთ რომელიმეს. მარა თან ბევრი გზა ფასიანია ნორვეგიაში და საწვავიც, ნავთობმომპოვებელი ქვეყნის კვალობაზე, საკმაოდ ძვირი ღირს. ჩემი მეგობრები მიდიან ახლა, ტრომსოში უნდა ჩაფრინდნენ და შემდენ მანქანით ჩამოუყვნენ ლოფოტენის კუნძულებამდე (ხიდები გადადის). სასწაული მხარეა და გული მიკვდება, რომ მოუცლელობის გამო ვერ ვახერხებ წავყვე.

თუმცა პოლარული ღამის პირობებში რამდენად ექნება აზრი და მუღამი, ეგ თავად უნდა გადაწყვიტო.
ციალი სულ არ არის. აქტივობაზეა დამოკიდებული, მაგრამ პროგნოზი შეგიძლია ნახო წინასწარ. 100% სანდო არაა, მაგრამ წარმოდგენას შეგიქმნის რა. Norway Lights არის მაგალითად ასეთი აპლიკაცია და შეგიძლია გადმოწერო.
ბლომად ფული რაში დაგეხარჯება და ყველაფერში. ძეხვიან პურზე თუ იქენი, შეიძლება ეკონომიურად თავის გატანაც, მაგრამ დასვენება რო გესიამოვნოს, ეგ საკმაოდ დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. ზოგადად ყველაფერი ძვირი ღირს: საცხოვრებელი, ტრანსპორტი, კვება - რავი, ყველაფერი რა

ეცადე სასტუმრო დაჯავშნო წინასწარ.
+აუცილებლად გაითვალისწინე, რომ ალკოჰოლი ასტრონომიულად ძვირი ღირს ამ ქვეყანაში. + ამას, ლუდის გარდა, სხვა სასმელები მხოლოდ სახელმწიფოს კუთვნილ შეზღუდული რაოდენობის სპეც. მაღაზიებში იყიდება და საღამოობით, შაბათს 3-ის მერე და კვირა დღეს, საერთოდ ვერ იყიდი ალკოჰოლს. ამიტომ ჩასაბარებელი ბარგი თუ გექნათ, ჩააგდეთ 1-2 ბოთლი რომელიმე სხვა ევროპული ქვეყნიდან (მაქსიმუმ რამდენის შემოტანა შეიძლება, არ ვიცი სამწუხაროდ). Duty Free-ში შედარებით იაფიაო ამბობენ, მარა რამდენადაც ვიცი, არც იმდენად, რომ წამოღება არ გიღირდეს.
თევზი თუ გევასება, თევზეული, ზოგადად სხვა რაღაცებზე ფასებს თუ გავითვალისწინებთ, შედარებით იაფია და გაგისწორდება.
თევზაობას რაც შეეხება, სათევზაო ტურები ან რაღაც მსგავსი იქნება დიდი ალბათობით, მაგრამ შენ პონტში რო სადაც გაგიხარდება, იქ გადააგდო ანკესი, ეგ რამდენადაა ნებადართული, წარმოდგენა არ მაქვს. თუ გინდა ვკითხავ აქაურებს, ან ვაფშე ტურიზმის ინფო ცენტრში მივალ და გაგირკვევ.