კაფკას ძეგლი სამწუხაროდ არ მინახია
თუმცა... რადგანაც კაფკაზე მიდგა საქმე...
კაფკას მუზეუმიაი აქ ნამდვილად დავიშოკე. თავიდან ვერ ვპოულობდით ამ მუზეუმს მიუხედავად იმისა, რომ მთელი ქალაქი დაავადებულია კაფკომანიით, ყოველ ნაბიჯზე ამ მუზეუმის რეკლამა იყო, თუმცა საკმაოდ დიდი ხანი მოგვინდა იმისთვის რომ გვეპოვა, ბოლოს ხელი რომ ჩავიქნიეთ და ნაყინის საჭმელად რომ წავედით, სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინეთ კაფკას სუვენირების მაღაზია, შემდეგ ვიკითხეთ და იქვე ყოფილა მუზეუმი.
მოკლედ, გაფორმება აქვს მუზეუმს უძლიერესი, როგორც შიგნიდან ისე გარედან(შიგნით რაც გადავიღე ფოტო არცერთი გამოვიდა და მარტო ვიდეო შემრჩა). შემონახულია კაფკას ხელნაწერები, წერილები მამამისს, წიგნების ხელნაწერები და ასევე სხავადასხვა მასალები. ყოველ მოთხრობას და ყოველ რომანს რომელიც კაფკას აქვს დაწერილი ამ მუზეუმში გამოყოფილი აქვს ცალკე გამოყოფილი და "დუხთან" შესაბამისად არის გამოფრმებული., ყველაფერს მოყვება ვიდეო და აუდიო გაფორმება, განსაკუთრებით მომეწონა "სასახლის" გაფორმება, აქ ჯერ შედიხართ ბნელ ოთახში, რომელიც ბიუროკრატიულ ოთახს წარმოადგენს, მთელი თავისი ატრიბუტიკით, შემდეგ გადადიხართ ოთახში, რომელიც მთლიანად სარკეებითაა მორთული და ცენტრში განთავსებულია დიდი ეკრანი, რომელზეც სასახლესთვის დამახასიათებელი ვიზულაციზაციაა წარმოდგენილი. მოკლედ ეს მუზეუმ ჩემი აზრით ყველა კაფკას მოყვარულმა უნდა ნახოს, მართლაც რომ უნიკალურია. აქ ტურისტები შედარებით ცოტანი არიან
შესვლის ფასიც საკმაოდ დაბალია, სტუდენტებისთვის 60 კრონა, ანუ 2 ევრო.
მუზეუმი განლაგებულია მისამართზე: Hergetova cihelna, Cihelna 2b.
სასახლესთან არ არის შორს, მანდვეა ძალიან ლამაზი ბაღები, რომლებიც მე-18 საუკუნეში აშენდა.
ვსიო მემგონი მოვრჩი ჩეხეთზე მოყოლას.
სანახავი რა თქმა უნდა ძალზედ ბევრია, თუმცა ამას თუნდაც ძალიან დიდი თემით კი აქ ვერ ამოწურავ.
ერთ-ერთი მუზეუმის შესასვლელი "Golden Lane"-ზე.
This post has been edited by Facet on 24 Sep 2005, 22:55
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)