კარგი ქალაქია ოღონდ ძალიან დიდი და ნაცრისფერი. თუ პირველად მიდიხარ და მსგავს ქალაქში ნამყოპი არ ხარ ცოტა შოკის მომგვრელია. იმდენად დიდია და იმდენად ბევრი ხალხი ტრიალებს დაიბნევი. შეიძლება პროპკაში მოყვე და 3 ან 4 საათი იდგე. ეხლა შევეცდები კონკრეტული რჩევები მოგცე:
ტრანსპორტი:
შეგიძლია იარო მეტროთი მაგრამ საკმაოდ მისაღებ ფასად იმგზავრებ ეგრეწოდებული "მოსკოვურუ ტაქსით" ანუ პაპუტკით ჩვენ ენაზე. ერთ-ერთი ყველაზე მიღებული ტრანსპორტია. უბრალოდ დგები ქუჩაში ან გაჩერებაზე და ნებისმიერ მანქანას უქნევ ხელს. მაგალითისთვის შეიძლება სულ ბოლო მოდელის მერსედესმა გაგიჩეროს და გკითხოს საით მიდიხარ. თუ ისიც სადმე მაქით მიდის წაგიყვანს და თანხასაც გეტყვის.
ნუ ეტყვი მძღოლს რო ქართველი ხარ.
შოფინგი:
საკმაოდ ძვირია, მაგრამ ამასთან ერთად არჩევანიც დიდია. პრინციპში თბილისის ფასებს რო შეადარო ვერც იტყვი ძვირია თუ არა. არის ბრენდების საოცრად დიდი არჩევანი. არის ეგრეთწოდებული გრანდიოზული უნივერმაგები გუმი და სუმი - ძალიან ძვირია. მაგრამ შედარებით იაფიანი ბრენდების მონახვაც არ გაგიჭირდება.
ტექნიკა იგივე ფასებია რაც ჩვენთან.
გართობა:
ესეც დამოკიდებულია ფინანსებზე. ძალიან ბევრი კლუბია, მაგრამ საკმაოდ ძვირი. ასევე უმეტეს კლუბებში არის ფეისკონტროლი და შეიძლება არც შეგიშვან გაურკვეველი მიზეზების გამო. თუ არ შეგიშვეს ნუ შეეცდები გრუზინული ჩაატარო, შეიძლება ძვირი დაგიჯდეს.
რაც შეეხება მანდილოსნებს, უბრალოდ ნუ დაიძაბები და ყველაფერი კარგად იქნება. ნუ აჩვენებ რო სანადიროდ ხარ გამოსული, არ დაიჯერო რო ქართველებზე თავს იკლავენ. თუ კლუბში ხარ უბრალოდ სასმელზე დაპატიჯე. იგივე შეიძლება კაფეშიც. მოკლედ სიტვაციას შეხედე. ასევე ყურადღება გაამახვილე არა რუსებზე, მემგონი არ ინანებ.
მე პირადად გირჩევ ინტერნეტში წინასწარ მონახო შენი იქ კოპნის პერიოდში რაიმე საინტერესო კონცერტი (დამიჯერე ბევრს მონახავ), ფაკტიურად ყოველ კვირას რაღაც ისეთი ხდება რაც საქართველოში არასდროს ან ჯერ კიდევ დიდი ხანი არ მოხდება.
უსაფთხოება:
საკმაოდ ნასტირნი და უხეში ხალხია, მაგრამ თუ სიტყვას დასტოინად შეუბრუნებ და დაბნევას არ აჩვენებ უმეტეს შემთხვევაში უკან იხევენ. ნუ გაიჩითები ღამე მიყრუებულ უბნებში, ძირითადად გარეუბანში და თუ ბევრი სკინჰედი შეგხვდა ერთად გაიქეცი. თუ ერთს მოკარი თვალი აქეთ-იქით მიმოიხედე სადმე სხვებიც ხო არ არიან, ტუ კი მოერიდე და თუ მარტოა დაიკიდე.
აუცილებლად გაგაჩერებენ "მილიციონერები" და გკითხავენ ვაში დაკუმენტი

შეიძლება ტაქსშიც რო იჯდე იკაც გაგაჩერონ ასე რომ პასპორტი და პრაპისკა ატარე აუცილებლად თან. პრაპისკა რო ჩახვალ ეგრევე გააკეთე.