ტურკომპანიებს არ ვიყენებ და ძირითადად ჩემით ვჯავშნი.
წელს იანვარში და შარშან ვიყავი ამსტერდამში . მოკლედ:
- სასტუმრო - 2კაციანი ნომერი - საშუალოდ 50 ევრო X 7 დღე = 350 ევრო
ნახე აქ უამრავი ვარიანტია - www.hotels.nl , www.booking.com
- ავიაბილეთი - აირზენათი თბილისიდან ღირს 470 ევრო მგონი ორიგზა. ბათუმიდან ჩემთვის უფრო იოლი და იაფი იყო - ტრაბზონიდან სტამულის გავლით - 1 გზა საშუალოდ 150 ევრო.
იაფი ბილეთები - სტამბული-ამსტერდამი - www.kompfly.com , www.flypgs.com
ტრაბზონი-სტამბული - - საშუალოდ 50 ევრო . ცენტრში შეძლებ მაგ ფასად სასტუმროს აღებს - ნუ არის 2-3 ვარსკვლავიანი სასტუმრო, ნორმალური პირობებით (საუზმე შედის)
არის ერთი საინტერესო ვარიანტიც:
- თბილისი - კიევი - 75 ევრო (აირზენა - მარტის ბოლომდეა ეს ფასი), კიევი - კიოლნი (გერმანია) – 30 ევრო : ) (კომპანია -
http://wizzair.com ), კიოლნი - ამსტერდამი მატარებლით - მგონი 40 ევრო ანუ სულ 1 გზა = 150 ევრომდე

. სამაგიეროდ შეგიძლია 1-2 დღე დარჩე კიევშიც და კიოლნშიც. მე ამ მარშრუტით წამოვედი უკან.
- დათვალიერება - ვან გოგის მუზეუმი, რემბრანდტის სახლ-მუზეუმი, ჰენიკენის ქარხანა, წითელი ფარნების ქუჩა :-), ქოფიშოფები და ა.შ.
- კაფე / ბარი / რესტორანი - პრინციპში ჩვენთან შედარებით კია ძვირი, მაგრამ რო აიღო პრეროვსკაიას ბარების ფასები - ცოტათი უფრო ძვირია. ნუ, ვგულისხმობ ნორმალურ კაფეებს, ბარს.
ტურისტულ საინფორმაციო ცენტრებში იყიდება - I AMSTERDAM CARD - ზოგ მუზეუმებში უფასოდ შედიხარ, ზოგან ფასდაკელებები + ბევრ რაღაცეებზეა ფასდაკლებები ამ კარტით, არხებზე უფასო კრუიზი (ისე 10 ევრო ღირს), და ასევე უფასო ბილეთი/აბონემენტი ავტობუსებით მგზავრობის. - იყიდება 3 დღიანი და მგონი 1 კვირიანიც