http://www.paata.ge/koncerti.html თებულოტური გეპატიჟებათ საღამოზე - “მთის საჩუქარი ბარს”
14 ოქტომბერს, კომპანია თებულოტური გეპატიჟებათ საღამოზე - “მთის საჩუქარი ბარს”.
საღამოზე მთის სიმღერებს შეასრულებენ ხევსურეთიდან, ფშავიდან, მთიულეთიდან, თიანეთიდან, პანკისის ხეობიდან ჩამოსული მომღერლები.
კომპანია თებულოტურის და გერმანელი ხელოვანი იულიან რაბიუსის ორგანიზებით წელს მთის სიმღერების შემსრულებლებმა ხევსურეთის სოფელ მუცოში, ბუნებრივ აკუსტიკაში, ჩაიწერეს სიმღერები და გადაიღეს ფოტოები. მათი ალბომების პრეზენტაცია 2010 წელს 26 ივნისს ტრადიციულ “ხევსურულ საღამოზე შედგება”.
საღამო ეძღვნება მთის სეზონის დახურვას. ამ ღონისძიებით, მთისა და მთის კულტურის მოყვარულები მთას ზაფხულამდე ვემშვიდობებით.
საღამოზე აგრეთვე გაიმართება თებულოტური შემოდგომა-ზამთარი-გაზაფხულის ტურების პრეზენტაცია.
მისამართი: თბილისი, ვაჟა ფშაველას 76 ბ - ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი
დასაწყისი 18:00
დასწრება თავისუფალია
www.paata.ge