Bigfoot travel ტურისტული კომპანია "Bigfoot travel" გთავაზობთ ბავშვთა გამაჯანსაღებელ და შემეცნებით პროგრამას.
პროგრამა მოიცავს ზაფხულისა და ზამთრის ბანაკებს დაბა ბაკურიანში, ტურისტულ ლაშქრობებს, სპორტულ სამთო-სათხილამურო სექციას.
1. ზაფხულის ბანაკი ბაკურიანში:
პროგრამა
ა. შემეცნებითი და გამაჯანსაღებელი ლაშქრობები სადაც ბავშვები გაეცნობიან რეგიონის ისტორიული ძეგლებს, ფლორასა და ფაუნას, გამოიმუშავებენ ლაშქრობისთვის საჭირო უნარ-ჩვევებს (ზურგჩანთის სწორად ჩალაგება, ბანაკის ადგილის შერჩევა, კარვის გაშლა) და ისწავლიან ბუნებასთან ურთიერთობას.
ბ. შემეცნებით გასართობი თამაშები (ვიქტორინები)
გ. სხვადასხვა ხელსაქმე გოგონებისთვისა და ბიჭებისთვის
პირობები
ბავშვები განთავსდებიან სასტუმროს ტიპის კომფორტულ სახლში, სამჯერადი სრულყოფილი კვებით, ბავშვებზე იზრუნებენ კვალიფიციური პედაგოგები.
შეკრების ხანგრძლივობა 12 დღე.
ფასი 200 $ ექვივალენტი ლარებში
2. ტურისტული ლაშქრობები:
სასწავლო წლის განმავლობაში ერთ ან ორდღიანი ლაშქრობები თბილისის შემოგარენში: 1. ეთნოგრაფიული მუზეუმი, 2. უძოს მთა 3. ბოტანიკური ბაღი 4. არმაზის ციხე 5. ბირთვისის ციხე 6. ბეთანია.
3. ზამთრის სამთო-სათხილამურო ბანაკი:
პროგრამა
ა. დილის გამაჯანსაღებელი ვარჯიში
ბ. თხილამურზე სრიალის საფუძვლები
გ. ბაკურიანის სამთო-სათხილამურო ტრასებზე სრიალი
დ. შემეცნებით გასართობი თამაშები (ვიქტორინები)
პირობები
ბავშვები განთავსდებიან სასტუმროს ტიპის კომფორტულ სახლში, სამჯერადი სრულყოფილი კვებით,
უზრულყოფილი იქნებიან სამთო სათხილამურო ინვენტარით, საბაგირო გზის აბონემენტებით.
ბავშვებზე იზრუნებენ კვალიფიციური მწვრთნელები და პედაგოგები.
შეკრების ხანგრძლივობა 10 დღე.
შეკრების სავარაუდო ფასი 300 $ ექვივალენტი ლარებში (ფასი დაზუსტდება სამთო სათხილამური სეზონის დაწყებამდე ერთი თვით ადრე)
4. სპორტული სამთო-სათხილამურო სექცია
იმ ბავშვებისთვის, რომლებსაც ექნებათ სურვილი და აღმოაჩნდებათ აუცილებელი უნარები, გთავაზობთ სამთო სათხილამურო სპორტულ სექციას, სადაც ჩატარდება სისტემატიური ვარჯიშები საერთო ფიზიკურ მომზადებაში, თბილისში, დამატებითი სპორტული შეკრებები საქართველოს სამთო სათხილამური კურორტებზე, ბავშვები მიიღებენ მონაწილეობას საქართველოს თასის ეტაპურ შეჯიბრებებში
bigfoot.gefacebook-ზე ჩვენი გვერდიBigfoot-ის, 1 არხის, თბილისის მერიის, გარემოს დაცვის სამინისტროსა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს ერთობლივი პროექტი:
გადაცემათა ციკლი ”მოგზაურის დღიური” This post has been edited by მანგია on 27 May 2010, 12:42