სომხეთსი ბევრი ძველი ეკლესიაა მიმოფანტული სხვადასხვა ადგილებში. მე გეღართი მომწონს. და ერთია კიდევ არარატთან არის, მიწის ქვეშ ოთახია სადაც ბერი ცხოვრობდა. 15 მეტრიანი კიბით ჩადიხარ ვერტიკალურ ხვრელში

კლაუსტროფობია თუ გაქვს - არ ჩახვიდე (ვერც ჩახვალ).
თვითომ ერევანიც ლამაზია ასე თუ ისე, თბილისივით არის, გორაკებზეა გაშენებული და არის ხედები. ცენტრი ლამაზია. ჩვენნაირი როჟა შეკერილი ბიჭბუჭობა არ მინახავს მე იქ. ყველა ძალიან თავაზიანია , მოკრძალებული. ნაგლობას ვერ ნახავ.
შაკმაოდ შთამბეჭდავი, ძველი შენობაა - კონიაკის ქარხანა.
არ ვიცი რომელ წლიანი ხარ.... რუსული ტკბილეულობა თუ მოგენატრა - იქ ნახავ

დედაჩემს ზეფირები და ჩიტის რძეები ჩამოვუტანე რამოდენიმე ნაირი.
ძალიან გაუხარდა

ბაქო: 2 დღით ვარ ნამყოფი მხოლოდ

ცენტრი კარგად არის გაკეთებული.
სუფთა ქალაქია.
დიდად არ მიკონტაქტია ადგილობრივებთან.
ერთხელ რესტორანში ვიყავი და 2-3ჯერ მარკეტში ჩავედი, სულ ეგ იყო.
ხო. მთავარი დამავიწყდა: ღამის კლუბში ვიყავი. სასწაული ღამის კლუბია. კლუბი ენერჯი.
ჩემი საყვარელი ღამის კლუბი გახდა

კიდევ უნდა ჩავიდე

წარმატებები