ვიყავი ბაქოში
მიუხედავად იმისა, რომ ორი დღე საშინელი ქარი იყო, მაინც გმირულად გავუძელით და ყველაფერი შემოვირბინეთ, რაც სანახავი იყო : ))
ბაქოს ცენტრი მართლა ულამაზესია, მაგრამ გარეუბნებში თუ გახვალ, სევდა მოგეძალება და ნაცნობი და მშობლიური ფონიჭალა გაგახსენდება
ფასები არის მაღალი- ორჯერ ძირია თბილისთან შედარებით.. შეიძლება ცენტრში რომ ვიყავით ან იმიტომ, რომ ტურისტები ვეგონეთ, ცოტას უმატებდნენ კიდეც, მაგრამ ყოველ შემთხვევაში 3 დღე დამიჯდა 300 ლარი დაახლოებით, თან იმას თუ გავითვალისწინებთ, რომ თითქმის ყველგან ნაცნობები გვპატიჟებდნენ, არაა ცოტა თანხა. ფაქტიურად მარტო მგზავრობაში და სასტუმროში დავხარჯე.
ტაქსებს არ გაეკაროთ

ავტობუსები ხშირად დადიან, 20 კაპიკი ღირს და მძღოლს უხდი თანხას
მეტროში ბარათი უნდა აიღო, თუ არადა ვინმეს მიაწვდი შენს 20 კაპიკს, ჩაიცხავს და გაგატარებს : )))
მეტროსადგურებს სანამ გამოცხადებენ, რამდენიმეწამიანი მუსიკა ირთვება, თან ისეთი, რომ კინაღამ გავწექი სიცილით
სულ ორი ხაზია, ორიენტაცია არ გაგიჭირდებათ
ავტობუსში ქალები და კაცები ერთად არ სხდებიან

გამონაკლისებიც არის, მაგრამ ცდილობენ თავი შორს დაიკავონ ერთმანეთისგან : D
გადაჭედილია ქალაქი თეთრი მანქანებით, ჰიუნდაიც ევასებათ. ოღონდ გიჟებივით დადიან. იმის გამო, რომ სულ საცობებია, სადაც თავისუფალია, იქ ცდილობენ სწრაფად გაიარონ. მწვანე-წითელი არ აინტერესებთ . საბედნიეროდ, ფეხებთან რეზკად დატორმუზება კარგად აქვთ ათვისებული
ძალიან ბევრი ბრენდ მაღაზიები აქვთ, ისეთებიც, რაც თბილისში არაა
ყველგან მშენებლობაა, მაგის გამო ბევრი რამე ვერ ვნახე წესიერად. ქალწულის კოშკს არემონტებდენ, შირვან შაჰის სასახლეში მარტო ორი ოთახი გვანახეს, ზოროასტრიზმის ეკლესია თუ რაც ქვია, ეგეც უნდა გვენახა და მანდაც რაბათის პონტში აკეთებენ თურმე და აღარ შევედით
მერე წავედით იმ კლდის სანახავად, რომელსაც ცეცხლი უკიდია. სახელი დამავიწყდა. 2 მანათი ღირდა შესვლა და იმეგაცრუებული გამოვედი : / :დ პროსტა ცეცხლია რა : )))
ხალხი ძალიან თბილი და გულიანია. ზედ გადაგვყვნენ. თან სულ უცხოები ვიყავით ზოგისთვის ) რუსული ბევრმა არ იცის, ან ძალიან ცუდად იცის, ინგლისურზე ლაპარაკიც ზედმეტია. ძველმა თაობამ ან სლავებთან ნარევებმა იციან მარტო კარგად.
იქაური ქაბაბიც გავსინჯე, შაურმაც, კიდევ ცხვრის ხორცის საჯი.. უგემრიელესი იყო. თან კარგი მომსახურება ჰქონდათ ძაან
ჩილიმიც მოვწიე ერთ-ერთ ბარში, იქაურ მაგარ ჩაისთან ერთად. .
კარაოკე ჰყვარებიათ აზერებს, ბევრგან შეგხვდება კარაოკე კლუბები :დ მიწისქვეშა გადასასვლელები ცალკე აღნიშვნის ღირსია
მოკლედ, დრო რომ მქონოდა, დიდი სიამოვნებით დავრჩებოდი კიდევ რამდენიმე დღით..