ბაქო ნორმალური ქალაქია, არაფერი გადასარევი, იქ რომ მოხვდები ვერ მიხვდები თბილისში ხარ თუ ბაქოში, ვერ ვიტან როცა იძახიან თბილისს ჯობიაო, საერთოდ არ ჯობია, ერთი რაც მომეწონა ბაქოში ეს არი ძველი ქალაქი, რომელიც მთლიანად გალავნით არის შემოსაზღვრული და ნამდვილად შენარჩუნებული აქვს ძველი სახე. თან მე შარშან ვიყავი და ძალიან ლამაზი ვერანდები აქვთ გაკეთებული, რაც ნამდვილად კარგი სანახაობაა, მაგრამ დანარჩენი ყველაფერი იგივეა რაც თბილისი თავისი მეტროებით და საზოგადოებრივი ტრანსპორტით. თან ყველაზე საშინელება რა არის რომ ალიევის ფოტოებით (მამაშვილის) ყველაფერი გამოტენილია, ძალიან მაგარ სუპერმარკეტშიც რომ შეხვიდე პირველს ალიევის ფოტოებს დაინახავ და საშიანელებაა, მაგარი კომუნიზმია და მაინც ხალხი შიში ცხოვრობს, სიტყვის თავისუფლება საერთოდ არ არის,
აქვს თავისი დადებითი და უარკოფითებიც, ერთი კიდევ მომეწონა Shopping center ევროპა ცენტრის პონცჰსჰია აქვთ გაკეთებული და ნებისმიერი ბრანდის მაღაზიას ნახავთ, მაგრამ კაფეებში შესვლა არ გაგისწორდებათ, თუ გარეთ დაჟდებით კიდევ არაუშავს, თორემ ცხვრის ხორცის სუნს მიაქვს იქაურობა, ხალხზე ვერაფეს გეტყვით დიდად შეხება არ მქონია
ხო და კიდევ ერთი რაც ყველაზე ,ომხიბვლელი აქვს ბაქოს, რომ ძალიან მაგარია, როცა დედაქალაქს ზღვა ესაზღვრება, ეს ნამდვილად შესაშურია