გერმანელებთან საკმარისზე მეტი შეხება მქონია, თუ გერმანიაში, თუ სხვაგან. ირანში 4 წლის მანძილზე პატარა გერმანიაში ვცხოვრობდი, რაც, დამიჯერეთ, ბევრად "უარესია", ვიდრე გერმანიაში გერმანელებთან თანაარსებობა. ეს იყო გერმანიის მიკრომოდელი, რომელშიც ყველაფერი კარგიც და ცუდით გამწვავებული ფორმით ვლინდებოდა.
რაც შეეხება თავად გერმანიაში ჩემი ხანგრძლივი ყოფნის დროს, მანდედანაც კარგის მეტი არაფერი მახსოვს.
ისე კი, უცხო ქვეყანაზე ის შთაბეჭდილება გიყალიბდება, როგორ ხალხთანაც ურთიერთობ იქ. როგორც საქართველოში რომ ჩამოდიან, აქ რომ გადაყვებიან თან და გადარეულები ბრუნდებიან სამშობლოში ან საქართველოში ყოფნისას გაქურდავენ, დაჭრიან, ცემენ და სამშობლოში გინებ-გინებით გაუშვებენ, ასეა ჩვენს შემთხვევაში სხვა ქვეყნებთან მიმართებაშიც.
გერმანიაში ვიღაცეებისგან "დაკიდებაც" მახსოვს და ისეთი თან გადაყოლაც, ქართველებს არც დაესიზმრებათ. საბედნიეროდ, პოზიტიურმა ელემენტმა გადაწონა და გერმანიაზე (და ავსტრიაზეც) უკარგესი მოგონებები მაქვს, რადგან გერმანიაზე ჩემი ფიქრი ჩემ იმ მასპინძლებზე და მეგობრებზე ფიქრს უდრის, ვისგანაც უზომო სითბო მახსოვს.
Tassoის, რომ ვერც გერმანიას ჰგუობ და ვერც საქართველოს, ალბათ შენივე ბრალია. ასეთივე განცდა გექნება პაპუა ახალ გვინეაშიც, კანადაშიც და იტალიაშიც.
დავსვი დიაგნოზი.