ჩემი არცთუ ახლო მეგობარი (დროის, მანძილისა და სხვა ობიექტური გარემოებების გამო), მაგრამ ჩემთვის მაინც ძალიან საინტერესო პიროვნება 3-4 წელია ავსტრიაში ლეგალურად ცხოვრობს, ადგილობრივი ცოლი ჰყავს, კუპრივით შავტუხა კაცს თეთრი, ცისფერთვალება შვილი ჰყავს...

ისიც ამბობს, მე ავსტრიელი ძმაკაცები მყავს, ქართველებზე მაგარი ძმობაც იციან და თან გადაყოლაცო. მე კიდევ როგორც ვიცი, ავსტრიელები და გერმანელები ცოტათი მაინც ჰგვანან ერთმანეთს.
ასე რომ, ყველა ცივი და უკარება ერის არსებობის არ მწამს, ცივი და უკარება შეიძლება იყოს ინდივიდი.
აფერისტი ქართველი არავის შეგხვედრიათ? ნუ იტყვით, რომ არა, ვინ დაგიჯერებთ რო?
ის, რომ ვიღაც გერმანელი ცივია, ეს არ ნიშნავს, რომ ქვეყანა არ ვარგა. ასევე ქართველის სითბო არ ნიშნავს, რომ ეს ქვეყანა ამ წუთას საცხოვრებლად ვარგა. თუმცა, ვიცი, რომ ოდესღაც ძალიან მაგარი ქვეყანა იქნება... უმრავლესობა ჩვენგანი ამას მოესწრება...