საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც სურს გაემგზავროს საბერძნეთში პირდაპირ უნდა მიმართოს სავიზო განაცხადის მიღების ცენტრს.
საბერძნეთის რესპუბლიკის საკონსულოში წარსადგენი საბუთების ზოგადი ჩამონათვალი:
საერთაშორისო პასპორტი მოქმედი შემდეგი 6 თვის მანძილზე, ასევე, პასპორტის მთავარი გვერდისა და წინა ვიზების ასლი ასეთის არსებობის შემთხვევაში;
საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა +1 ასლი;
ლათინური შრიფტით სრულყოფილად შევსებული სავიზო განაცხადის ფორმა
http://www.greekembassy.ge/?Consular_Offic...ful_Information2 ფერადი ფოტოსურათი 3X4, სასურველია ბოლო 6 თვის განმავლობაში გადაღებული;
ბილეთის ჯავშანი + 1 ასლი;
სასტუმროს ჯავშანი +1 ასლი;
სამგზავრო/სამდიცინო დაზღვევა სავიზო მოთხოვნის პერიოდისთვის( ორიგინალი და ასლი)+1 ასლი;
მომწვევი პირის კავშირი განმცხადებელთან, დადასტურება სამსახურებრივი კავშირის, ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტაცია ( ჩაწერა ოჯახური შემადგენლობის საბუთში, საბერძნეთში მყოფი ნათესავის დროებითი ბინადრობის მოწმობის დამოწმებული დოკუმენტი) + 1 ასლი
მომწვევი პირის გადამხდელუნარიანობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა. იმ შემთხვევაში, თუ საქმე ეხება ბიზნეს მოწვევას, წარმოდგენილ უნდა იქნას თანამშრომლობის ხელშეკრულება, წლიური შემოსავალი, ცნობა საგადასახადოდან როგორც მომწვევის ასევე განმცხადებლის. სხვა შემთხვევაში ცნობა სამსახურიდან + 1 ასლი
უძრავი ქონების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, საბანკო ანგარიში, ასეთის არსებობის შემთხვევაში + 1 ასლი
სტუდენტებმა ცნობა სასწავლებლიდან + 1 ასლი;
არასრულწლოვანთა შემთხვევაში, ორივე მშობლის თანხმობა ან მარტოხელა დედობის დამადასტურებელი დოკუმენტი + 1 ასლი;
ცნობა სამსახურიდან ინგლისურად თანამდებობის და ხელფასის მითითებით
საბანკო ამონაწერი უკანასკნელი 6 თვის;
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გაფრთხილებთ, რომ ზემოაღნიშნული ინფორმაცია უნდა გადამოწმდეს შესაბამის საკონსულო სამსახურთან!
მგზავრობის მიზნიდან გამომდინარე, დამატებითი დეტალური ინფორმაცია განთავსებულია საელჩოს ოფიციალურ ვებ–გვერდზე:
http://www.greekembassy.ge/?Consular_Offic...ful_Informationსაბერძნეთის რესპუბლიკის საელჩოს კოორდინატები:
რაზმაძის ქ. 40
ტელეფონი: 914 970-4
ფაქსი: 914 980
VFS Global” სავიზო განაცხადის მიღების ცენტრის კოორდინატები:
სამუშაო საათები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 8:30 დან 16.30 მდე
ტელ: +995322240454 , +995322240464
ელფოსტა: info.grge@vfshelpline.com
feedback.grge@vfshelpline.com
ვებ გვერდი: www.vfsglobal.com/netherland/Georgia
მისამართი: გ. ქუჩიშვილის ქუჩა 10, თბილისი
იქნებ ვინმეს გამოადგეს