მოკლედ მეგობრებო მოვიარე საბერძნეთი და მინდა ამ პოსტით დავეხმარო ვინც გეგმავს იქ(კონკრეტულად ჰალკიდიკიზე) ჩასვლას,ან სადმე უნდა წასვლა საზღვარგარეთ და ბათუმი/ქობულეთი მობეზრდა
2 დღე ვიყავი ათენში,4 დღე ჰალკიდიკიზე და 1იც სალონიკში. ჩემი აზრით ათენი ნორმალური ქალაქია, ერთხელ სანახავად ნამდვილად ღირს.
მთლიანი ტური ცოტა ძვირი დამიჯდა,ამ პოსტში დავწერ დეტალურად რა შეიძლება დაჯდეს მხოლოდ ჰალკიდიკიზე 1 კვირა დასვენება.
აღსანიშნია,რომ ძალიან მაგრად არის მოწყობილი აეროპორტების სისტემა და თითქმის ყველა მიმართულებით საბერძნეთში შეგიძლიათ წასვლა.ამიტომ წინასწარ გაფრთხილებთ მარტო ჰალკიდიკი არაა საბერძნეთი მერე რომ არ მისაყვედუროთ

ალბათ ერთი 20 წელი გინდა ყოველწელს რომ იარო 2 კვირა რომ საბოლოოდ სამოწურო საბერძნეთი.
ჰალკიდიკი იყოფა სამ ნახევარკუნძულად კასანდრა,სითონია და ათონი.ათონზე არის ბევრი მონასტრები და იქ მოსახვედრად წინასწარ გჭირდებათ ცნობა.დასასვენებლად უნდა გააკეთოთ არჩევანი კასანდრასა და სითონიას შორის.მე კასანდრაზე ვიყავი და იქაურ ხარჯებს დავწერ,მაგრამ დაახლოებით იგივე იქნება სითონიაზეც.
მოკლედ ქუთაისიდან სალონიკამდე და პირიქით ჯამში გადავიხადე 200 ლარი. თქვენც დაახლოებით ამ თანხაში შეიძენთ (+- 30 ლარი).ამას ემატება GeorgianBus-ის ორი გზა 36 ლარი. სალონიკის აეროპორტიდან კასანდრაზე მოსახვედრად პირველ რიგში უნდა მოხვდეთ KTEL Halkidiki-ზე(ანუ ჰალკიდიკის სადგურზე),რაც აეროპორტიდან ავტობუსით 15-20 წუთის მანძილზეა და ბილეთის ფასია 1 ევრო.
ამ სადგურიდან ყველა მიმართულებით გადის ავტობუსები სამივე ნახევარკუნძულისკენ.
http://www.ktel-chalkidikis.gr/index.php?a...wCat&catId=1001 ამ ლინკზე ნახავთ განრიგსა და ფასებს. მე გადავიხადე 12 ევრო ერთ გზაში კასანდრაზე Polihrono-ს მიმართულებით.
პატარა ქალაქია,მაგრამ გადატენილია ადგილობრივებით,სერბებით,მაკედონიელებით და ა.შ. ამიტომ ზღვა მთლად სუფთა არ არის.დაახლოებით 1 კილომეტრით დაშორებით (და ჩემს სასტუმროსთან ახლოს) იყო ძალიან მაგარი,სუფთა ზღვა,ტურისტებიც არც ისე ბევრი,მოკლედ სულიერი და ფიზიკური დასვენებისთვის იდეალური ადგილი.

სასტუმრო AirBnb-ზე ვიქირავე.123$ დამიჯდა 4 დღე.რეალურად დაახლოებით 160$ ღირდა,მაგრამ ახალი ექაუნთი გავაკეთე და 40$ მაჩუქა რეფერალმა.ოთახში 3 კაცი დაეტეოდა თავისუფლად,ანუ რაც მეტი წავა სასტუმროს ხარჯიც მცირდება.
იქ დახარჯულსაც რაც შეეხება,გააჩნია როგორი მხარჯველი ხართ ასე ზუსტად ვერ ვიტყვი.ეკონომიური ხალხისთვის ქვემოთ დავწერ ფასებს.მაგათი მთავარი საჭმელი Gyro ღირს საშუალოდ 3 ევრო.ძალიან მომეწონა,შაურმას ვარიანტია და საკმაოდ ნოყიერიცაა.მოკლედ კვებაში დაიხარჯება მაქსიმუმ დღეში 10-15 ევრო(თუ არ მოინდომებთ ყველაფრის გასინჯვას რათქმაუნდა).ანუ 15 ევრო ვიანგარიშოთ მაინც სხვა პატარა ხარჯებიც რომ მოვიცვათ.მოკლედ საბოლოოდ:
1 კვირა ჰალკიდიკიზე მიახლოებული ფასები:
WizzAir ორი გზა - 200 ლარი
GeorgianBus ორი გზა - 36 ლარი
აეროპორტი -> KTEL Halkidiki (ორი გზა) – 2 ევრო
KTEL Halkidiki -> Halkidiki (ორი გზა) - დაახლოებით 25 ევრო
სასტუმრო - დღეში საშუალოდ 20$ ანუ 150$ საშუალოდ(რათქმაუნდა სასტუმრო სეზონდამდე ცოტა ადრე უნდა დაჯავშნოთ სადღაც აპრილში,თორემ მერე ძალიან მატულობს ფასები)
საჭმელი + პატარა ხარჯები - 105 ევრო
ანუ ჯამში გამოდის 236+370+360 = 966 ლარი
ანუ 1 კვირა მაქსიმუმ 1000 ლარად დაისვენებთ ძალიან მაგარ ადგილას.ნუ რაც მეტი წახვალთ,სასტუმროს ხარჯი უფრო დაიკლებს და უფრო იაფადაც შეძლებთ დასვენებას.
თუ რამე კითხვები გექნებათ გამოუშვით არ მოგერიდოთ.