მოკლედ გაგიზიარებთ ჩემ გამოცდილებას, იქნებ ვინმეს ვინც დაიწყებს ტურის დაგეგმას, გამოადგეს.
ჩვენ ჩავფრინდით სალონიკში ვიზეარით მარტში ვიყიდე ოქტომბრის ბილეთები 26-26 ლარი დამიჯდა წასვლა-წამოსვლა. სალონიკში ვიყავით დილით 8 საათზე და 78 ავტობუსით გავედით აეროპორტიდან ქალაქში, სადღაც 30-40 წუთI დასჭირდა ავტობუსს, ბილეთი 2 ევრო ღირდა, სტუდენტებისთვის 1 ევრო.
გავისეირნეთ ქალაქში, მე რაც ვნახე სანაპირო არ აქვთ, პორტივით არის. სამწუხაროდ, მალევე გაწვიმდა და დავბრუნდით აეროპორტში და რაინეარით გადავფრინდით ათენში, ბილეთები 2 თვით ადრე ვიყიდე და დამიჯდა 17 ევრო ერთი გზა. ფრენა 50 წუთიც არ გაგრძელებულა, აფრენილი არ იყო რომ გამოაცხადეს უსაფრთხოების ღვედები შეიკარით, დასხდომას ვიწყებთო

ასევე, როგორც წასვლამდე გავარკვიე, სალონიკიდან ათენში დადის ღამის მატარებელი, რომელიც ღირს 25 ევრო, მაგრამ 20 ევრო გამოდის ერთი გზის ფასი თუ წამოსასვლელ ბილეთსაც იყიდით.
ათენის აეროპორტი ძალიან დიდია და აქედან ქალაქამდე დადის ავტობუსებიც და მეტროც. მეტრო 10 ევრო ღირს, ავტუბუსი 6 (სტუდენტებისთვის 3). აეროპორტის ავტობუსების რამდენიმე ნომერია, რომლებსაც სხვადასხვა ბოლო გაჩერებები აქვთ. სასტუმრო იაფად ვნახეთ, ორი ღამე ორ კაცზე ცენტრალურ ადგილას 55 ევრო დაგვიჯდა დილის კვებით. ტრანსპორტით კმაყოფილი დავრჩი ძალიან 1.6 ევრო ღირდა ერთჯერადი ბილეთი, რომელიც მოქმედებს 90 წუთი, 24 საათიანი ბილეთი ღირს 4.5 ევრო და 5 დღიანი 9 ევრო. ათენში არის სამ ხაზიანი მეტრო, რომელიც ქალაქს ნორმალურად ფარავს (მე თითქმის სულ მეტროთი გადავაადგილდებოდი). მეტროთი (ლურჯი ხაზით) შეგიძლიათ მოხვდეთ პირეაზეც - ათენის პორტში, საიდანაც გადიან სამგზავრო გემები სხვადასხვა კუნძულებისკენ. სანტორინზე გემით წასვლა 56 ევრო ღირდა, ჰიდრაზე - 26, Aegina - 8 ევრო. ასევე ქალაქის ცენტრიდან ტრამვათაც მოხვდებით პირეაში, პირეადან ტროლეიბუსით ვიკატავეთ და გადავჯექით ტრამვაიზე და დავუყევით სანაპიროებს, რომელიც ძალიან ლამაზი იყო, წყალი კი ძალიან სუფთა. ქალაქში სიძვირე არ არის, პირიქით, საკმაოდ იაფად გამოვედით. სტუდენტური ფასდაკლება თითქმის ყველგან მოქმედებს. აკროპოლისის ბილეთი ღირს 20 ევრო, მაგრამ თუ 30 ევროს გადაიხდი თითქმის ყველა სხვა მუზეუმშიც შეხვალ და ჯობია ბარემ 30 ევროიანი იყიდოთ (სტუდენტებისთვის 15 გამოდის). ასევე, ავტობუსები, რომლებიც ყველა სტუდენტურ ადგილს მოივლის და 24 საათის განმავლობაში სადაც გინდა ჩამოხვალთ და ახვალთ 15 ევროდან იწყება ფასები.
მესამე დღეს გადავფრინდით სანტორინზე, ფრენა აქაც ძალიან მოკლე იყო, ბილეთის ფასი წასვლა 17 ევრო, წამოსვლა 19 რაინეარით. სანტორინზე ჩავფრინდით ღამე პირველის ნახევარზე და ამ დროს საზოგადოებრივი ტრანსპორტი უკვე აღარ დადიოდა, გზები კი განათებული არ არის ყველგან და მოკლედ, ფაქტიურად იძულებული ხარ ტაქსი აიყვანო. ჩვენი სასტუმრო აეროპორტიდან 15 კილომეტრის მოშორებით იყო და ტაქსი 40 ევროს გვეუბნებოდა. მერე სხვა ორი წყვილიც ვნახეთ, რომელიც იქ მოდიოდნენ და ვუთხარით წამოვალთო, მაგრამ 40 ევრო მხოლოდ ორი კაცისთვის არისო, ოთხივესთვის 80-იო

ძალიან არ მესიამოვნა და აეროპორტიდან მოშორებით, მიმავალი ტაქსი გავაჩერეთ, რომელმაც 25 ევროდ გაგვიყვანა

ასე რომ გაითვალისწინეთ, სექტემბრიდან სანტორინზე ღამე აღარ დადის საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ეცადეთ სასტუმროს ტრანსფერი აიღოთ, ან რეისი დღის საათებში დაჯავშნოთ. ათენი-სანტორინი ისევე როგორც სალონიკი-ათენი ძალიან ხშირი ფრენებია სხვადასხვა ავია კომპანიების მიერ.
სანტორინი დაყოფილია სხვადასხვა ნაწილებად: ცენტრი არის ფირაში და მაგალითად პერისადან იაზე ისე ვერ მოხვდები თუ ფირაში არ შეიცვალე ავტობუსი. ანუ ყველა ავტობუსი იკრიბება ფირაში. ტრანსპორტი ათენთან შედარებით ძვირი იყო, პერისა-ფირა 2.4 ევრო, ფირა-ია 1.5 ევრო, ფირა-წითელი სანაპირო 2.8 ევრო. ფირა-აეროპორტ 1.8. ბილეთს ყიდულობ ავტობუსშივე და არის ერთჯერადი. სტუდენტებზე ფასდაკლება ვრცელდება მხოლოდ საბერძნეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრუდენტებზე

მაგრამ 25-30 ევროდ შეგიძლია იქირაო ერთი დღით მოტო ან კვადრო და მთლიან კუნძულს დაუარო და დაათვალიერო კარგად. ქართული მართვის მოწმობით პრობლემა არ შეგექმნებათ.
სასტუმროები სანტორინზე არ იყო ძვირი, ღამეში 30 ევრომდე ნორმალურ სასტუმროებს ნახავთ ორ კაცზე.
ჩვენი სასტუმრო დილის კვებით არ იყო და ამიტომ ლიდლში ვყიდულობდით პროდუქტებს და დილაობით ჩვენით ვიმზადებდით, საღამოს გარეთ ვსხდებოდით. საბოლოო ჯამში, სანტორინი არც ისეთი ძვირი აღმოჩნდა, როგორსაც ველოდებით და იმაზე ბევრად უფრო ლამაზი, როგორიც სურათებიდან მინახავს.
ხო კიდევ, სანაპიროს მხარეს არის წითელი, თეთრი და შავი სანაპიროები. ჩვენ პატარა ბორანივით ავიღეთ, რომელიც 10 ევრო ღირს და სამივე სანაპიროზე მიყავხარ, ყოველ ნახევარ საათში დადის და რომელ სანაპიროზეც გინდა ჩამოხვალ და შემდეგს გამოყვები უკან. სიმართლე რომ ვთქვა, ეს სანაპიროები დიდი ვერაფერი, თუმცა ერთხელ ნახვად კი ღირს. ასევე ამ ბორანებით შეგიძლია მზის ჩასვლას უყურო ზღვიდანვე და ესეც დამატებით 10 ევრო ღირს.
მოკლედ, იმედია დაგეხმარებათ რამეში ჩემი გამოცდილება