ოჰ!! მიმბაძველობა დამღუპელია და თან ჩვენი ამბავი რომ ვიცი ისეთებს ამოვარჩევთ მისაბაძათ , ასატირებლებს
სურათებით ლამაზი ქვეყანა ჩანს და მოგზაურობაც ძალიან საინტერესო იქნებოდა უდავოდ.
ეს კი "შტრიხები" რომელიც, ჩემი აზრით ნამდვილად არაა მისაბაძი :
იაპონური კულტურის თავი და თავი ორი რამაა: იერარქია და წესრიგი. იერარქია და წესრიგი ყველგან და ყველაფერში უნდა იყოს. შვილმა არ შეიძლება მისცეს მამას უბრალო შენიშვნაც კი, ვთქვათ, საყოფაცხოვრებო საკითხებზე, ანდა არ დაემორჩილოს მას. თუ ჩემი ბავშვობის მეგობარი სამხედროა, მე შემიძლია მასთან ფამილიარულად მოვიქცე, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას სამხედრო ფორმა არ აცვია, წინააღმდეგ შემთხვევაში, მე უნდა ვიყო ძალზე ფორმალური და პატივისცემით გამსჭვალული. ევროპულად ჩაცმულ ქალს შეიძლება გზა დაუთმო, ხოლო თუ კიმონო აცვია, თავად უნდა გაგატაროს – იაპონური წესი სწორედ ასეთია, ევროპული ტანისამოსი კი მის მტარებელს სოციალურ როლს, ქცევის წესსაც უცვლის.
XX საუკუნეში, როდესაც ქალების თანასწორუფლებიანობაზე ლაპარაკი დაიწყო, ამან დიდი სკანდალი და ბევრი სიცილი გამოიწვია. საკმაოდ დამახასიათებელია ერთი ეპიზოდი _ იაპონიაში ქალების კოლეჯის გახსნა უნდოდათ, სადაც ძირითადად უცხო ენებს შეასწავლიდნენ. დაისვა შეკითხვა: რად უნდა ქალს უცხო ენის სწავლა? ერთ-ერთი გამამართლებელი არგუმენტი ასეთი იყო: წარმოიდგინეთ ცოლი, რომლის ქმარი განათლებულია, ბევრი ენა იცის და სახლში ბევრი წიგნები აქვს. ცოლი რომ სახლს დაალაგებს და მტვერს გადაწმენდს, ხომ უნდა იცოდეს ენა, რომ წიგნი სწორად დადოს?!
თუმცა, რეალურ ცხოვრებაში ქალი გაცილებით სერიოზულ როლს ასრულებს, ვიდრე ეს გარედან ჩანს. ოჯახურ ბიუჯეტს, როგორც წესი, ქალი განაგებს. ერთი ავტორი აღწერს ასეთ სცენას: გლეხი მოლაპარაკებას აწარმოებს ვაჭართან, ისინი მაგიდასთან სხედან, გვერდით კი გლეხის ცოლი ზის. პერიოდულად, როცა რაღაცაზე ვერ თახმდებიან, ქალი ქმართან მიდის, ყურში რაღაცას უჩურჩულებს და თავის ადგილას ჯდება. ქმარს რეაქცია არა აქვს, ცოტა ხნის მერე, ვაჭარს ცოლის მიერ შეთავაზებულ წინადადებებს, როგორც თავისას, ისე სთავაზობს.
აბსოლუტური გაიგივება ხდება პიროვნებისა სოციალურ როლთან. თუ მე ჩემი მასწავლებელი რაიმე შეცდომაზე გამოვიჭირე, ეს მასწავლებელი თავს მოიკლავს და შეცდომას არ აღიარებს, წიგნიც რომ მოვუტანო. თუ აღიარა, საკმაო საბაბია იმისთვის, რომ თავი მოიკლას. არ შეიძლება მოსწავლემ მასწავლებელზე მეტი იცოდეს, არ შეიძლება სტუმარს სახლის ტანისამოსში შეხვდე. თუ ვინმე მოულოდნელად სტუმრად გეწვია, ტანთ უნდა გამოიცვალო და მხოლოდ შემდეგ შეეგებო; ზოგჯერ ტანსაცმლის გამოცვლა სტუმრის თვალწინ ხდება.
იმის გამო, რომ იაპონელებს ამდენი ვალდებულებები აქვთ, ძალიან ალმაცერად უყურებენ სპონტანურ კეთილ საქციელს. მაგალითად, თქვენ თუ ქუჩაში დაეცით და დახმარება გჭირდებათ, ძალიან დაფიქრდებიან, სანამ ხელს გამოგიწვდიან, და პირველ რიგში თქვენზევე ზრუნვის გამო. საქმე იმაშია, რომ ამაგი, იაპონურად «გირი» (ამ შემთხვევაში დახმარება) აუცილებლად უნდა გადაუხადოთ. იმდენი «გირი» გაქვს გასასტუმრებელი, რომ კიდევ აღარ გინდა დაიმატო. ზოგ შემთავევაში, დახმარება შეურაცხყოფადაც შეიძლება აღიქვან, რადგან ჩათვლიან, რომ გამორჩენის გამო, "გირის» აუცილიბელი დაბრუნების იმედით ეხმარები.
თუ მასწავლებელმა მშობელთან დაიჩივლა, თქვენი შვილი ცუდად სწავლობს ან ცუდად იქცევაო, ბავშვს სახლიდან აძევებენ. იგი იძულებულია, დღეების განმავლობაში ქუჩაში ეძინოს, ღამეები თოვლში ათიოს და თან ნათესავებთანაც ვერ მიდის სირცხვილის გამო. ამ მხრივ იაპონური კულტურა უნიკალურია. როგორც წესი, კოლექტივისტურ კულტურებში (იაპონია კი ძალიან კოლექტივისტურია) მე ჩემიანს ვიცავ, მიუხედავად იმისა, როგორ აფასებენ მას სხვები. იაპონიაში კი, თუ ვინმე გეუბნება, რომ შენი შვილი ცუდია, შენ მართლა ცუდად თვლი მას და მკაცრად სჯი, როგორც ჯგუფის (ოჯახის) შემარცხვენელს.
ტრადიციულ იაპონურ ოჯახში, მამაკაცისთვის საროსკიპოში წასვლა, ანდა სულაც გეიშას სახლში მოყვანა, სირცხვილი არ არის; ცოლი ვალდებულია, გეიშას ჩაით გაუმასპინძლდეს, ჰკითხოს, ფული გადაუხადეს თუ არა და ა.შ. რა თქმა უნდა, ცოლს ეს ყველაფერი არ უხარია, მაგრამ ეს მისი პირადი პრობლემაა. სერიოზული კოლიზიაა "რძალ-დედამთილიანი». ოჯახში სერიოზული კონკურენცია მიმდინარეობს რძალ-დედამთილს შორის შვილის და ქმრის გამო. მაგალითად, დედა უკრძალავს ბავშვს ტკბილეულის ჭამას, მუცელი აგტკივდებაო, მოდის ბებია, მოაქვს კანფეტი, აძლევს ბავშვს და ამბობს: "ჩემი კანფეტი მუცელს არ აგატკივებს». რძალს ხმის ამოღების უფლება არ აქვს, მაგრამ მოგვიანებით, როგორც წესი, შურს იძიებს უკვე თავის რძალზე.
სექსი ერთადერთი სფეროა, რომელშიც, ჩვეულებრივ, მიღებული არაა წვრთნა, მოძღვრის ყოლა. სიყვარულისა და სექსის ხელოვნების კურსის გავლა შეიძლება გეიშებთან, მაგრამ ეს ძალზე ძვირი ღირს. იაპონელი ახალგაზრდების უმრავლესობა საწინააღმდეგო სქესთან ურთიერთობისას მოკრძალებული და გაუბედავია, რაც კარგ თვისებად ითვლება. ამასთან, არსებობს თვითდაკმაყოფილებისათვის განკუთვნილი ძალიან დახვეწილი და შთამბეჭდავი მოწყობილობები ორივე სქესისთვის.
ერთი რამაა, რისი სერიოზული დეფიციტია იაპონიაში: იუმორი. ჩემი მეგობარი მიყვებოდა, რომ თუ ვინმე ხუმრობას დააპირებს, გარშემომყოფთ ამცნობს: ახლა მე ვიხუმრებ; შემდეგ კი – დავამთავრე ხუმრობაო. ეს იმისთვის ხდება, რომ "გაუფრთხილებელი» ხუმრობა ვინმემ თავის თავზე არ მიიღოს და დამცირებულად არ იგრძნოს თავი. დაცინვა უმძიმესი შეურაცხყოფაა და არაგულწრფელობასთან, იაპონელისათვის უდიდეს მანკიერებასთან, არის გაიგივებული. მეორე ადამიანის დაცინვა, გაშაყირება, საშინელი შეურაცხყოფაა.
http://www.nplg.gov.ge/index.php?lang_id=G...219&info_id=184ეს კი ალბათ მიზეზია რატომ არის იაპონია ისეთი როგორიც არის : )) : " ფეოდალურ იაპონიაში აბსოლუტურად გამორიცხული იყო, რომ შვილს მშობლებისგან განსხვავებული პროფესია აერჩია; თუ ხაბაზი იყავი, შვილიც ხაბაზი უნდა ყოფილიყო, თუ ყაჩაღი, შვილიც ყაჩაღი და ა.შ. განსხვავებით იაპონიისგან, ჩინეთში შესაძლებელი იყო თეორიულად და, ხშირად, პრაქტიკულადაც, რომ გლეხის შვილი მანდარინი გამხდარიყო. თუ ჩინელი გლეხი მოულოდნელად გამდიდრდებოდა, იგი პირველ რიგში შვილს აძლევდა განათლებას. ნასწავლი ახალგზარდა, ასე ვთქვათ, ჩინოვნიკურ კარიერას იკეთებდა და, პრინციპში, შეეძლო მაღალი რანგისთვისაც მიეღწია. ამგვარი რამ იაპონიაში სრულიად გამორიცხული იყო; მაგრამ, ასეთი ვიწრო სოციალური საზღვრების გამო, იაპონელები უმაღლეს ოსტატობას აღწევდნენ თავიანთ სფეროში, იქნებოდა ეს პურის ცხობა, მჭედლობა თუ ნებისმიერი სხვა რამ. იაპონურმა კულტურამ ამის გამო ტექნოლოგიურად ბევრად გაუსწრო ჩინეთს. "
This post has been edited by strelicia on 24 Nov 2010, 16:59
მამაკაცი ქალის თანასწორია.
ეკვატორზე მყოფი ადამიანის სიმაღლე ჩრდ. პოლუსზე მყოფისთვის სიგანეა.