ივნისის დასაწყისში ვიყავი ბუდაპეშტში.
წასვლის წინ, ამ თემაში ბევრი რჩევა მივიღე და გამომადგა.
მეც გირჩევთ რაღაცეებს, რა იცით რაში გამოგადგებათ.
1.თუ დრო გაქვთ, ეწვიეთ რომელიმე არა-უნგრულ ქალაქსაც. ჩემს შემთხვევაში, ვენაში ვიყავი. დაახლოებით 2 საათი დაგვჭირდა გზაში. როგორც თბილისი-რიკოთი დაახლოებით ეგეთი მანძილია. ორი გზა 40 ევრო დაჯდა.
2.დუნაიზე პატარა გემით გასეირნება ძალიან კარგი იყო. ჯგუფში თითომ 10 ევრო დავდეთ და ალბათ ჯამში 250-300 ევრო დაჯდა. (P.S შამპანური და კლასიკური მუსიკაც შედის). 90 წუთი გრძელდება.
3.ჭამა იაფია.
4.ლუდი Heineken ვინმეს თუ გიყვართ, 0.5ლ 1 ევრო ღირს
5.პარლამენტი აუცილებლად დაათვალიერეთ.
6.ტერორის მუზეუმიც ძალიან კარგია.
7.ტაქსები ძაააალიან ძვირია და ტრავმვაი ძალიან კარგი საშუალებაა გადაადგილებისათვის.
ბილეთი(ორი გზა) + სასტუმრო (3* და ძალიან კარგი პირობები) + საუზმე(დიდი არჩევანი იყო) + ტრანზიტი თბილისი-ქუთაისის აეროპორტი (2 გზა) 275 ევრო დამიჯდა.
ვიზაში 35 ევრო გადავიხადე.