მოგესალმებით მეგობრებო!
ესე იგი. რამოდენიმე კითხვა მაქვს და იმედია მიპასუხებთ (შეიძლება კი ეწერა წინა პოსტებში, მაგრამ გადავწყვიტე თავიდან დამეწერა), იმიტომ რომ ყაზბეგში ვმუშაობ და ფიზიკურად ვერ ჩამოვდივარ, თან ის საიტები რაც ვნახე, ვერ ვენდობი და მინდა პირდაპირ გკითხოთ...
მოკლედ, ვარ სტუდენტი და ვმუშაობ კიდევაც.
თბილისში ჩამოვედი ფაქტობრივად 2 საათით და მარტო მისვლა მოვასწარი ლატვიის საელჩოსთან და საჭირო საბუტების სიის გადაღება...
1. Travel Document/
მე მივდივარ Study Session-ზე 1 კვირით და ევროსაბჭო მიგზავნის მოწვევას. მოწვევა შეიძლება ჩავთვალო Travel Document-ად, თუ ეს რამე სხვა საბუთია ?
2. One Coloured Photo - მაქვს
3. Visa Application Form - სადმე შეიძლება ვნახო და ამოვბეჭდო ?? თუ მაინც და მაინც უნდა მივიდე საელჩოში და გამოვართვა ?? მაგალითად ეს ვნახე ინტერნეტში და ეგაა ?
http://www.mfa.gov.lv/data/file/l/Kons/ank...eng_sengena.pdf4. Medical Insurance - გასაგებია, 1 კვირა + 15 დღე.
5. Fee - არ უნდა გადავიხადო წესით, სტუდენტი ვარ.
ამის გარდა მაქვს
6. სტუდენტის ცნობა ქართულად+ინგლისურად + ნოტარიუსთან დამოწმებული
7. სამსახურის და ჰელფასის ცნობა.
ჯერჯერობით ესაა რაც მაიტერესებდა.
წინასწარ მადლობა.
ალექსანდრე.
სააპლიკაციო ფორმა This post has been edited by NTX on 8 Oct 2014, 17:04