javaxa777მეც 15 ოქტომბერს გავფრინდი

საკონსულოშიც სულ რაღავ 15-20 წთ. მომიწია ცდა, სექტემბრის ბოლოსკენ ვიყავი შესული. 2 კვირაში მივედი და დამახვედრეს პასპორტში ვიზა
ფრენით უკმაყოფილო არ ვარ, ვიზეარი რომ ჰაი კლასი არ არის ისედაც ვიცოდით, მაგრამ ფასის ადეკვატურია ნამდვილად

ჩემი შთაბეჭდილებები უფრო ვრცლად ბუდაპეშტზე ( + ვენა და ბრნო) წაიკითხეთ ჩემს ბლოგზე
* * *
nino877ევროპის მერე ქუთაისში დაბრუნებაზე გამახსენდა ))
აეროპორტშივე ვიჩხუბე მაგის გამო. 2 ბიჭი თვითმფრინავში დათვრა და ველურებივით იქცეოდნენ, ტურისტები გაოცებულები უყურებდნენ.
რომ ჩამოვედით აეროპორტში დაცვა დახვდათ, როგორც ჩანს სტიუარდესებმა გადმოსცეს იქიდან, იმიტომ რომ მათ აგინებდნენ. მე წინ ვიჯექი და ისინი უკან, მაგრამ აეროპორტში პასპორტ კონტროლზე შემეჩეხნენ და ვუთხარი რომ სამარცხვინოები ხართ მეთქი. მერე მგონი საქმის გარჩევას მიპირებდნენ გარეთ, არადა დაცვასთან ხმა ვერ ამოიღეს