მადლობა
იმედია გამოგადგებათ
* * *
saliliza1ჰო, ჩაწერით ჯობს ნამდვილად.
შთაბეჭდილებებს რაც შეეხება, ბუდაპეშტი რომ ძალიან ლამაზია ეს ისედაც გეცოდინებათ. ნუ, განსაკუთრებით, რა თქმა უნდა, ცენტრალური ნაწილი.
მე ერთი "ცუდი" ჩვევა მაქვს, ფასთ ფუდი მიყვარს ძალიან და ძირითადად მაკდონალდსში ან მსგავს ადგილებში ვიკვებებოდი. (ან სახლში, იმიტომ რომ ჩემს უნგრელ მეგობართან ვიყავი სტუმრად)
მაგრამ ზოგადად არ არის ძვირი ქვეყანა. ფორინტების ნულებმა შეიძლება შეგაშინოთ, მაგრამ ევროში რომ გადაიყვან ცოტა გამოდის ხოლმე.
შოპინგს რაც შეეხება, რამდენიმე ცენტრი აქვთ, სადაც არის ეს ბრენდები - ზარა, h&m, C&A, New yorker და ა.შ.
ახლა ალბათ ფასდაკლებები იქნება, მე რომ ვიყავი დაახლოებით იგივე ფასები იყო რაც საქართველოშია იმავე ბრენდებზე.
აუცილებლად გასინჯეთ კურტოშკოლაჩი, ვისაც საკონდიტრო ნაწარმი გიყვართ. ეს არის უნგრელების ტრადიციული ტკბილეული, რომელიც ცომისგან და სხვადასხვა დანამატებისგან მზადდება (შოკოლადი, ვანილი და ა.შ.)
ქუჩებში დგას პატარა ბუტკებივით და იქვე გიმზადებენ. ძირითადად 3 ევრო ღირს, თუმცა ჩვენ 1 ევროდ ვყიდულობდით ანდრაში უტცაზე, რომელიც ერთერთი ცენტრალური ქუჩაა. სხვათა შორის იქვე არის ქართული რესტორანი "ხაჭაპური" ))
სიტყვები, რომლებიც შეიძლება გამოგადგეთ:
იო ნაპოტ - სიტყვა სიტყვით დღე მშვიდობისას ნიშნავს, მაგრამ მისალმებისას იყენებენ. ისე, უფრო არაოფიციალურად "სია" (1 ადამიანს) და სიასტოკ (2-ს ან მეტს) მუსალმებისას და დამშვიდობებისასაც
კოსონომ - მადლობა
სივაშან - არაფრის
ბოჩანოტ - უკაცრავად
ჰოიჯ ვოიჯ? - როგორ ხარ?
ნემ ბესელეკ მადიარულ - არ ვლაპარაკობ უნგრულად
ნემ არის არა, იგენ არის კი