bjaამომწურავი პასუხი გაგიცია

ცოტას მეც დავამატებ ჩემს საყვარელ თემაზე
Reservoir Dogთუ საზღვარგარეთ პირველად არ მიდიხარ, მაშინ ტაქსი ნამდვილად არ გინდა. აეროპორტში გადაახურდავე ფულის ნაწილი კრონებზე, გამოდი გარეთ და ეროპორტის წინ ავტობუსის გაჩერებაზე დგას ბილეთის ავტომატები. თუ ხურდა ფული არ გაქვს ნუ ინერვიულებ. რომ ჩამოდგება 119 ნომერი ავტობუსი შედი და მძღოლს უთხარი ტიკეტითქო და თან შენი ქაღალდის ფული შეუცურე. მძღოლებს აქვთ 30 კრონიანი ბილეთები ჰოდა ეს ბილეთი 1 საათი ნამდვილად ვარგისიანია. ავტობუსს გაყევი ბოლო გაჩერებამდე რომელიც არის მეტრო სადგური "დეივიცკა" ჩეხურად ასე იწერება- Dejvická ეს არის მეტროს "A" მწვანე ხაზის სადგური, ჩადი მანდ და ჩასვლისთანავე დარბაზში ჭერზე მწვანე დაფაზე დაინახავ სადგურების თანმიმდევრობას. იპოვე მუზეუმი ან სტარომესტკა

ჰოდა ამოდი ან ერთ ან მეორე სადგურზე.
თუ მუზეუმზე ამოხვალ მოხვდები ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, ვაცლავის მოედანზე

გაუყევი მაგ მოედანს ქვევით და თან დაათვალიერე, შენდეგ მოხვდები ვიწრო ქუჩებში რომელიც მიდის სტარომესტკის მოედნისკენ. მანდ არის ასტრონომიული საათი და ბევრი სხვა საინტერესო სანახაობა -
http://www.mypraha.info/orloj/
ამ მოედანზე მეტროსადგურ სტარომესტკადანაც მოხვდები. სტარომესტკიდან გზა უნდა გააგრძელო კარლოვი მოსტისკენ, კარლოსის ხიდისკენ და ამ ხიდის დათვალიერებითა და სეირნობით დატკბე.

ხიდიდან აუყევი აღმართს და ახვალ პრაჟსკი ჰრადზე (პრაღის ციხესიმაგრე, კრემლი) -
http://www.mypraha.info/vita/და თუ ამ ყველაფრის დათვალიერებას შეძლებ შემდეგ ნამდვილად დაგჭირდება ტაქსი უკან დასაბრუნებლად

აუცილებლად ტაქსომეტრიან ტაქსში ჩაჯექი. ისე პრაღაში ტაქსის დაჭერა საკმაოდ რთულია, მხოლოდ გამოძახებით მუშაობენ. მაგრამ ჰრადის მიდამოებში ან კარლოსისი ხიდთან აუცილებლად იქნებიან. 600 კრონაზე მეტი არ უნდა დაწეროს. ეს დაახლოებით 25 ევროა. თუ არადა ისევ მეტროს მწვანე ხაზზე ჩაჯექი, ჰრადის ქვემოთ მეტრო სადგური "მალოსტრანკაა" ჰოდა წადი დეივიცკას მიმართულებით შემდეგ კი ისევ 119 ავტობუსს დააჯექი. უკანა გზაზე ბილეთის ყიდვა და დარეგისტრირება არ დაგავიწყდეს რადგან თუ დაურეგისტრირებელი ბილეთით დაგიჭირეს დაგაჯარიმებენ სასტიკად, ტურისტებზე ნადირობენ.
http://www.mypraha.info/wp-content/uploads...11/jizdenka.jpg აი ასეთ ყვითელ კოლოფში უნდა დაარეგისტრირო ბილეთი ავტობისშიცაა და მეტრო-ტრამვაიშიც
ესეც მეტროს რუკა
http://www.prague-guide.co.uk/map-metro3.jpg