მოკლედ, მოვახერხე და მოვხვდი შობას პრაღაში, ხოდა საშობაო სურათებიც გადავიღე

დიდი ხარისხით ვერ გამოირჩევა ჩემი ფოტოები, მარა რაცაა ეგაა










მერე კიდე ანძაზე ავძვერი (3 კილო დავიკელი სანამ ბოლომდე ავედი

) და იქიდან ჯობდა ხედი, მარა ცოტა ბურუსი კი იყო

აქანე

აგი
ტუ ბი კონტინუდ
* * *
ისე სადმე რომ ჩავდივარ იქაური საფეხბურთო კლუბი თუ არ მოვინახულე თავის სტადიონიანად ისე ვერ ვისვენებ

ძალაინ მომეწონა სპარტას სტადიონი, პატარა, კოპწია, ჩვენს კლუბებს მეტი არც უნდათ, მაგხელაც არაა საჭირო, მთავარია ეგეთი იყოს ხარისხით










მთელს ქალაქში ნინო მაჩაიძის პლაკატებია, იანვარში აქვსო კონცერტიო



ხო, რისთვისაც ჩავედი პრაღაში აგერ ხელში მიჭირავს


ესეც კარგი იყო (თავსახური შემომეჭამა

)

ლუდხანაში ძველი რეკლამა

ხოდა ვიდეოც ბარემ (ცოტა ხმა კაკნკალებს და არ ვიცი რატო)
* * *
და როგორც ყოველთვის მოვხვდი არატურისტულ ადგილებშიც, არ მიყვარს ხოლმე ტურისტების გუნდის დევნა, ქვეყანას და ხალხს ისე ვერ ვგრძნობ თუ ჩვეულებრივ ადგილას არ მოვხვდი, არატურისტულში. ხოდა ანძიდან რომ ჩამოვძვერი ჟოპეში მოვხვდი

არა და მართლა ეგრე ერქვა ადგილს თურმე

მოკლედ მედლის მეორე მხარე ასეთია (პრაღის ფანები თუ არ მიწყენთ), ასე ცხოვრობენ რიგითი საშუალო ფენის პრაღელები (ჟოპესა და ჟიჟკოვის სურათები

)




ზოგადად კი კლასიკური პოსტსაბჭოური ქვეყანაა (ხალხს ვგულისხმობ), ისეთივე მოღუშულები არიან როგორც ჩვენთან, ისეთივე უკმაყოფილოები, ისევე უჭირს ბევრს და ისეთივე ბრაზიანი ბებოები სხედან ტრამვაიში, როგორც ჩვენთან

მომსახურება საშუალო დონის კაფეებსა და ლუდხანებში აშკარად ჩამოუვარდება ევროპულს, პივოვარსკი დუმ-ში რომ შევედი ჯერ კაციშვილმა ყურადღება არ მოგვაქცია, მერე ოფიციანტი გვიღრენდა, ლუდი რომ მოიტანა თავით რაღაცას მანიშნებდა, მიდი ეს გააკეთეო, ვერ მივხვდი მე და გაბრაზებული ეცა ლუდის კათხების ქვეშ დასაფენ კარდონს, ესენი უნდა გაგესწორებინათო :დ
მოკლედ გული გამისკდა, მე მეგონა ყველგან ეგრეათქო და ვლადივასტოკში ვართქო, მარა მერე ნოვომესტსკი პივოვარნიაში და კალკოვნაში (კაფკას ძეგლის გვერდით) რომ შევედი მივხვდი, რომ ჯობია ცოტა მეტი გადაიხადო და ოფიციანტის არ გეშინოდეს
ამ ბოლო დროს შენობების სილამაზეს ვეღარ ვაქცევ ყურადღებას და ქვეყანაზე შთაბეჭდილება ხალხით მექმნება, ამიტომ გავამახვილე აქაც ყურადღება.
ისე კარგი იქნებოდა პრაღის ნახვამდე ვენა არ მქონოდა ნანახი

მარა მაინც ძალაინ მაგარი იყო, გაუმარჯოს ჩეხულ ლუდს !!!