აეროპორტიდან ავტობუსი დადის რომელიც მეტრომდე მიგიყვანს, მერე მეტროთი სადაც გინდა იქ წახვალ. ჩვენი სასტუმრო ფლორენცთან იყო ახლოს და ავტობუსი ვიშოვეთ რომელიც პირდაპირ ფლორენცამდე მიდიოდა 60კრონად, თან ბარგის გამო ფულის დამატებაც არ მოგვიწია.
დასათვალიერებლად ამას ვურჩევ ყველას:
Prague Castle ეს ალბათ ყველაზე ცნობილია პრაღაში. ყველაზე შთამბეჭდავი St.Vitus Cathedral-ია. ასევე ძალიან მომეწონა Zlatá ulička
OLD Town Hall არ გამოტოვოთ, ატრონომიულ საათთან უამრავია ხალხია ხოლმე რაიმე საათი როცა სრულდება. შეგიძლიათ ზემოთ ახვიდეთ და პრაღას გადმოხედოთ. ასევე გირჩევთ თვითონ old town hall შიგნითაც დაათვალიეროთ. გიდი გამოგყვებათ და 13-ე საუკინის პრაღის სახლებს დაათვალიერებთ.
ძალიან ლამაზია St.Nicholas Cathedral (new town-ში რომელიცაა, old town-ში St.Nicholas Church-ია). ამ ეკლესიაში ორღანია რომელზეც მოცარტი უკრავდა. შეგიძლიათ კონცერტსაც დაესწროთ ამ ეკლესიაში. ასევე შეგიძლიათ ამ ეკლესიის tower-ში ახვიდეთ და გადმოხედოთ პრაღას. ულამაზესია loreta, ამის არ ნახვა ჩემის აზრით არ შეიძლება. გირჩევთ ასევე მოინახულოთ vysehrad. ეს არის კომპლექსი რომელიც რამოდენიმე შენობას მოიცავს. მათ შორის ლამაზი ეკლესია და casemate. აქ ინახება იმ ძეგლების ორიგინალები რომელიც charles bridge-ზე დგას. ხიდზე ასლებია

იმის თქმა რომ ამ ხიდის სანახავად უნდა წახვიდეთ მგონი არაა საჭირო: არამგონია აცდეთ. ამ ხიდის ორივე ბოლოში არის კოშკები, რომლებზეც შეგიძლიათ ახვიდეთ და პრაღას გადმოხედოთ. ყველაზე ძალიან რაც პრაღასი მომეწონა არის
vrtba garden. ძალიან ლამაზი ბაღია ძალიან ლამაზი ხედებით. თან პოპულარული არაა და ხალხმრავლობაც არ შეგაწუხებთ. ისე მოყუჩებულია თუ არ იცი სადაა შემთხვევით ვერ გადააწყდები. კიდევ არის Wallenstein Garden, მალასტრანკა მეტორსთან იქვეა. ესეც ლამაზია მაგრამ vrtba-ს არ შეედრება. კიდე შეგიძლიათ Franciscan Garden მოინახულოთ. ძალიან ლამაზია National Theatre და National Museum. ზოოპარკი აქვთ ძალიან კარგი. იქვე ზოოპარკთანაა Troja chateau ესეც ძალიან კარგი დასათვალიერებელია. მუზეუმების მოყვარულთ National Gallery-ის ნახვას გირჩევთ - 6 თუ 7 სხვადავსხვა შენობაშია განთავსებული. ასევე არ გამოტოვოთ Museum Kampa. ლამაზია krizikova-ს მომღერალი ფანტანიც, ოღონდ ისეთი არ გეგონოთ აქ რომ არის

წარმოდგენები იმართება ულამაზესი - დასწრება ფასიანია. გირჩევთ Petrin Hill-ზე ახვიდეთ ფუნიკულორით. აქ არის Petrin Tower - ეიფელის მსგავსი ოღონს უფრო პატარა. 299 საფეხურია ბოლომდე რომ ახვიდეთ. თუ ასტრონომია გაინტერებთ იქვე ობსერვატორიაცაა, ჩვენ რომ ვიყავით ცოტა მოღრუბლული იყო თუმცა უპიტერი მაინც ჩანდა. თუ თქვენც გადაწყვიტავთ ტელესკოპში გახედვას საღამოსკენ ადით რომ ბნელოდეს. ხო კიდევ, სარკეების ლაბირინითია მანდვე და სიცილის ოთახიც. კიდევ გირჩევთ მოინახულოთ კლემენტიუმიც. გიდი დაგათვალიერებინებთ. ორღანს ნახავთ რომელზეც მოცარტი უკრავდა. ასევე შეძლებთ ასტრონომიულ კოშკურაზე (საათში არ შეგეშალოთ) ასვლას და პრაღის დათვალიერებას. ეს თუ მოგეწონებათ სტრაჰოვიც მოინახულეთ - ბიბლიოთეკაა, გალერეა და სამონასტრო კომპლექსი. ებრაელების ყოფა-ცხოვრება თუ გაინტერესებთ Josefov შეგიძლიათ დაათვალიეროთ. Dancing Houseარ გამოტოვოთ. ძალიან ლამაზია საერთოდ პრაღა ღამით, შეგიძლიათ გემითაც გაისეირნოთ.
გირჩევთ იყიდოთ Prague Card - 790კრონა ღირს და იმდენ ადგილას შეხვალთ უფასოდ რომ ძალიან ბევრს დაზოგავთ. მართალია მხოლოდ 4 დღე აქვს ვადა მაგრამ შეგიძლიათ თარიღი წაშალოთ და გადააკეთოთ

ჩვენ გაგვიმართლა საღამოს ვყიდულობდით, მხოლოდ სტუდენტური ქონდა გამყიდველს დარჩენილი და 500კრონაზე ცოტა მეტი გადავიხადეთ

ევროს კრონაში გადახურდავებას არ გირჩევთ, ბევრს იზარალებთ, ჯობია სტანდარტის ბარათი აიღოთ და იმაზე შეიტანოთ აქ ფული, იქ კი ბანკომატიდან კრონა გამოიტანოთ.
სადმე წასვლა თუ გინდათ ჯობია თქვენით წახვიდეთ ვიდრე ტურით, უფრო იაფი დაგიჯდებათ. ჩვენ დრეზდენში ვიყავით 40ევროს წახვალ წამოხვალ ერთი კაცი. თან ბილეთი ორი თვე ვარგა და შეგიძლიათ დარჩეთ დრეზდენში. პრაღიდან დილით ადრე გადის და დრეზდენიდან საღამოს ბრუნდება. გზა - 2საათზე ცოტა მეტი. დრეზდენის სილამაზე კიდევ ცალკე თემაა.
იმედია არაფერი არ გამომრჩა. სურათებს გადავხედავ და კიდევ რამე თუ გამახსენდა დავწერ.
დამატებითი ინფორმაცია იმ ადგილებზე მე რაც დავწერე შეგიძლიათ იხილოთ აქ:
Prague.net - your absolute Prague guide and travel resourcePragueხო კიდევ prague city museum მოინახულეთ. სადაც შეგიძლიათ ნახოთ პრაღის Langweil-ის მოდელი.
This post has been edited by mcnamara on 13 Sep 2008, 00:39