#20023816 · 7 Jun 2010, 09:26 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გურჯაანელები სტუმართმოყვარეები არ არიანო რომ ამბობთ ჩემი აზრით იცით რაშია საქმე?! კახეთში საერთოდ გულღია და პირდაპირი ხალხი ცხოვრობს და არ გვიყვარს დიდი ხვეწნა მუდარა გედეიღე კერძი, მეიტეხე ფრთა ბიძიკო, მეიტეხე მენჯი და ასე შემდეგ.არ გეგონოთ იმერლების მიმართ ცუდათ ვიყო განწყობილი ან სხვა კუთხის ხალხის.მე უფრო ვკომპლექსდები 5ჯერ და 6ჯერ რომ გეტყვიან ჭამე ჭამეო და გადმოტანილი აქვთ ყველას ყურადღება შენზე,რა თქმა უნდა სტუმარს პატივისცემა და ყურადღება სჭირდება მაგრამ ზომიერად ყველაფერი ცხოვრებაშიც ეგრეა.იმის გამო რომ იჩენ ყურადღებას სტუმრის მიმართ რომ მერე თქვან უი რა სტუმართმოყვარე ხალხი ყოფილანო და სინამდვილეში თამაშობ ამას რა ჰქვია?!მთავარია გულიდან მოდიოდეს ყველაფერი ადამიანურ ურთიერთობებში მე ასე მესმის რა ვიცი ცხოვრება.ვისაც უნდა ითამაშოს . და ბოლოს კახური იუმორი ამ თემის შესახებ ზუსტად, მამაჩემი იტყვის ხოლმე ჯორს რო წყალთან მიიყვან იმაი დასტვენა რაღათ უნდაო.საჭმელი რო დევს სუფრაზე საყურებლათ ხომ არ არი ერთხელ და 2-ჯერ გითხრეს მიირთვი ხვეწნა რაღა საჭიროა.
|