Kate789ტაკს
ესეიგი
ზოგადად მოძრაობა ჯობია დაიწყოთ ააადრე დილით, სანამ ჯერ კიდევ გრილასავით და მოიმარაგო წყალი!!!
სასტუმროებში არიგებენ მინირუკებს, იქ აღნიშნულია ყვეეელაფერი, ნუ, თითქმის ყველაფერი. რუკა დიდი ჩანს მაგრამ ცენტრი ძალიან პაწუაა, ყველაფერი ძალიან ახლო-ახლოა.
მეტროთი შეგიძლია მიხვიდე თითქმის ყველგან, ბილეთის ავტომატები დგას, ინგლისურადაც მუშაობს და ფასი 3 დღე-11 ევრო, მარა ტურისტები ROMA pass -ს ყიდულობენ ხოლმე, სამდღიანია მგონი, რაღაც ფასდაკლებებია კონკრეტულ ადგილებში, ოღონდ მე არ მიყიდია ამიტომ არ ვიცი ეგ
ხოდა, ტაძარში მოკლე შორტებით და ბრეტელებით არ შგიშვებენ, რამეს მოგახვევენ, შესვლა უფასოა, რიგს რომ დაინახავ გული არ შეგიწუხდეს, მალე გადის რიგი ძალიან

გუმბათი ფასიანია, 8 ევრო (ლიფტით) ან 5 (ულიფტოდ), ბეეევრი საფეხურებია და ისეთი საინტერესო ასავლელი, ადიადიადიადიი
აი ვატიკანი და წმინდა პეტრე გვერდიგვერდაა და ერთად ჯობია მოინახულო, მერე კოლიზეუმი, ფორუმი და პალატინია ახლო და ეგენი ერთად, გზას გაუყვე ამათ მერე, ნახო ვიტორიანო, ვენეციის მოედანი, გაუყვე ვია დელ კორსოს და ამის ახლომახლოა ყველაფერი...
ან, შეგიძლია იყიდო ატომა-ჩამოხტომის(

) ავტობუსის ბილეთი, საექსკურსიო ავტობუსებია, გირიგებენ ნაუშნიკებს და დაყავხარ და თან უსმენ.
მარა რავი დებილობაა, არც გამახსოვრდება, არც არაფერი, პერსონალური კონტაქტი და საკუთარი ემოცია-შთაბეჭდილება ჯობია იმჰო, წასვლამდე ჯუსტ ერთიორი წინადადება წაიკითხე და ეგაა, რა, თან ყველაფერი წერია ხოლმე მაინც იქვე...
ოღონ აი ვატიკანში გამოგადგება მაგრად აუდიოგიდი, დააჭერ და მოუსმენ ბედნიერად, ოღონ პასპორტი უნდა დაუტოვო, როგორც წესია.
ხო, კიდევ... ესპანურ საფეხურებთან ყვავილები თუ გაჩუქეს შავმა ინდუსებმა, არ გამოართვა, მერე ფულს მოგთხოვენ, ძალიან ბევრს აბოლებენ მასე, მეც გამაფრთხილეს წინასწარ იქაურებმა ))))
მეტროში და ზოგადად, ფრთხილად, ქურდობენ ძალიანო, თუმცა რავი მე არ გავუქურდივარ.
ტრევის შადრევანს მარჯვნივ თუ მოუვლი, ანუ შადრევნის აუზამდე ჩახვალ და მარჯვენა მხარეს გახვალ, გეემრიელი წყაროა და ძალიან საყვარელი ქანდარა ჩამოსაჯდომად, თან მყუდრო და ისეთი, არატურისტებითგამოტენილი კუნჭული.
ტრასტევერეში იბოდიალეთ, თუ წვრილი ლამაზი ქუჩები მოგწონთ

გარიბალდის მონუმენტი არჭვია და მთელი რომი ჩანს ზემოდან

ადვილი მისასვლელია, რუკაზე მონახე მდინარის მხრიდან ადის წვრილი ქუჩები. ვიმეორებ, შორი ჩანს მარა ახლოა )))))))))))
სუპერმარკეტი რაში გამოგადგება, არ ვიცი, მაგრამ მახსოვს ერთი იყო ვია ნაციონალეზე
საყიდლები--- ვია დელ კორსოზე იყო H&M და კიდე მაგის გვერდზე რარაც მსგავსი ბრენდი, ახლა იმხელა ფასდაკლება ექნებათ, ნამ

სად იყო და piazzale del popolo-ს მხარეს. მოგინიშნავ რუკაზე )))) მე რომში მეძვირა ყველაფერი ძალიან და თან ჭინჭებში დიდი ფულის ყრის მოყვარული არ ვარ, ამიტო არ მივლია ბევრი :მო:
ხო ნუ ტრანსპორტს რაც შეეხება, იყიდე ერთი ბილეთი და გადგება ყველაფერზე, რომთან ახლოს ზღვაა, ამოდიხარ piramide-ს მეტროსადგურზე, იქვეა მინიშნებები მეტროს ხაზისკენ "ostia lido" და დაახლ. ნახევარ საათში მიადგები stella polare-ს, ივლი სულ პირდაპირ მეტროდან ამოსვლის მერე და მიადგები კომფორტულ პლაჟს, თუმცა შენ მემგონი სხვაგან მიდიხარ ზღვაზე... ფასი 8-10-15 ევრო დაახლოებით, ზუსტად ვერ ვიხსენებ, მე არ გადამიხდია და...
ავტობუსის გაჩერებებზე ავტობუსის ნომერები და მარშუტები წერია, ქუჩის დასახელებები მხოლოდ გადაკვეთებზე ან ქუჩის დასაწყისებში წერია...
მარა ნუ აი ვერ დაიბნევი რა, შანსი არაა, იმდენი მინიშნებაა

ჩემნაირი ბატიც კი ვერ დაიკარგა

პანთეონში რაფაელის საფლავია....
ეკლესიები თუ არ გაინტერესებს, შეგიძლია მარტო პეტრე მოინახულო, ყველა ერთნამეთს გავს, უბრალოდ, ეგ ძალიანძალიანძალიან გრანდიოზულია...
ფასები მე რაც მახსოვს: კოლიზეუმი-ფორუმი-პალატინი 16 ევრო იყო და ორი დღე ქონდა ძალა ბილეთს, ვატიკანი ბილეთი+აუდიოგიდი 22 ევრო, capitoline museum-10-მდე, მარა რავი, არ ღირს ცოტა დრო თუ გაქვს, ამაზე დახარჯვა...
ვაიმე რამდენი ვილაპარაკე

ზოგადად, მთელი რომი საოცრებაა, ცოცხალი მუზეუმია ისტორიული ნაწილის ყველა კუთხე და შენობა, უზარმაზარი ესთეტიური სიამოვნება მივიღე, არ აქვს მნიშვნელობა,რას ნახავ, რომს ბოლომდე მაინც ვერასოდეს ვერ გაიცნობ, ამიტო იმით უნდა დატკბე, რასაც "მოიპარავ")))))
თუ რამე გაინტერესებს მკითხე, ანუ კონკრეტული საკითხები
This post has been edited by პერწკლი on 29 Jul 2010, 22:55