The_Fish_Is_Mute
25-ევროდ ოტოგარის ავტობუსების საერთაშორისო სადგურთან არის სასტუმროები. ძალიან ბევრი უცხოელი რომელიც ევროპაში ავტობუსით მიემგზავრება სტამბულიდან მანდ ჩერდება, ნორმალური ნომრებია, დილის კვებასაც არაუშავს.
აეროპორტიდან მეტროთი მიხვალ ოტოგარის გაჩერებაზე, 6 თუ 7-გაჩერებაა ზუსტად არ მახსოვს. იქ რომ ამოხვალ ორი სასტუმროა 25-25-ევროდაა ნომრები, მე სამკაციანში შემიშვეს მაგ ფასად, ერთი ღამე გავჩერდი, რომ ჩავფრინდი სტამბულში, მეორე დილას ბულგარეთში, ვარნაში მივდიოდი ავტობუსით და მაგ ადგილთან ახლოს გაჩერება მაწყობდა. სექტემბრის ბოლოს ვიყავი და არამგონია რომ ფასები შეცვლილი იყოს.
უკანა გზაზე უკვე სულთანახმედთან ახლოს გავჩერდი 3-დღე, სასტუმრო ავიცენაში (სურათზე თეთრი შენობა), სადაც ღამე 35-ევრო ღირდა, 3-ღამეში 100-ევრო გადავიხადე.

აი ოტოგართან ჩემი გადაღებული სურათებიც.
ყვითელი შენობა არის მეტრო, მანდედან რომ ამოხვალ იქვეა კუთხეებში სასტუმროები, პირველი სართულები სულ ტურისტული სააგენტოებია და ევროპისკენ სხვადასხვა მიმართულებით ავტობუსების ბილეთებს ყიდიან.

აი სასტუმრო ელიტიც სადაც გავჩერდი.

სასტუმროდან ხედი არის ასეთი, სულ ავტობუსების მოძრაობაა 24-საათის განმავლობაში. სასტუმროს უკან მეჩეთია და დილას 6-საათზე მოლა იწყებს ლოცვას, ასე რომ დილის კვებისათვის გაღვიძების საშუალებაც გამონახულია


შიგნით სასტუმრო, კორიდორი და ნომერი ასე გამოიყურება.


