აი, მაგ ჰოსტელს ვეძებდი, ინტერნეტიდან მქონდა ამოწერილი მისამართი და სულთანაჰმედში იმდენი ტურისტების გადამკიდე ნორმალური ადგილობრივი ვერ ვნახეთ, რომ მისამართი ზუსტად მიესწავლებინა

და ბოდიალ-ბოდიალში სხვას მივაგენით, King Palace Hotel ერქვა მგონი, ეხლა ვეღარ ვნახულობ ვებგვერდს. ისეთი კარგი სასტუმრო იყო, double room ღირდა 80 ლირა, ყველაფერი სუფთა, კარგი ოთახები, საუზმე პლიუს.
და მერე აღმოჩნდა, რომ მავი გესთჰაუსი ოდნავ ზემოთ კუთხეში იყო და სულ მინდოდა გამეგო, მანდ რა ფასი იყო
* * *
სტამბულში წასვლამდე ეს თემა კარგად მქონდა გადაკითხული, ყველას მადლობა საინტერესო ინფორმაციებისთვის, დამეხმარა რაღაც-რაღაცეებში

სულ მინდოდა სტამბულის ნახვა, მაგრამ შთაბეჭდილებებმა მოლოდინს აშკარად გადააჭარბა ჩემს შემთხვევაში

ძალიან, ძალიან მომეწონა და 1 კვირა ვიყავი და კიდევ კარგა ხანს დავრჩებოდი, ჩემი ნება რომ ყოფილიყო. ერთი სული მაქვს, კიდევ როდის წავალ

ავტობუსით ვინც წასვლას აპირებს, გაცილებით სჯობია მეტროს ავტობუსები. აქედან წავედით მეტროთი და ბილეთი ღირდა 50$, იქიდან დილით იმ დღEს ჩვენ რომ გვინდოდა წამოსვლა მეტროს ავტობუსები არ მოდიოდნენ და გამოვყევით მაჰმუდოღლუს 40 $ ღირდა ბილეთი, მაგრამ ავტობუსები გაცილებით უფრო ცუდ მდგომარეობაშია და მოკლედ მეტრო აშკარად სჯობია.
სასტუმროების ნახვა ადგილზე თავისუფლად შეიძლება, ჩვენ ზუსტად ესე ვნახეთ. ისტორიული ადგილები ხომ ნუ თავისთAვად სანახავია, მაგრამ მე ყველაზე მეტად აღფრთოვანებული ბოსფორზე გემით გასეირნებით დავრჩი.
ღამით ვიყავით 2 სთ-იან ტურზე პატარა ნავით და ძალიან მაგარი იყო, მერე შემდეგ დილით 6 სთ-იანი თრიფით და მოკლედ დღის გასეირება სჯობდა თუ ღამის ვერ ჩამოვყალიბდი, ორივე იმდენად ლამაზია.
საბაგიროთი ვეღარ მოვასწარით და შემდეგ ჯერზე უნდა ავინაზღაურო

თუ ვინმეს რამე კითხვები გზასთან და ადგილებთან დაკავშირებით, welcome