ძალიან დიდი მადლობა დახმარებისთვის

სტამბულში ჩავედი და აქ ვარ უკვე. ძალიან მაგარი ქალაქი ყოფილა და პეგასუსით ფრენაც მაგარი მოსახერხებელია. გამოდიხარ თუ არა გოქენის აეროპორტიდან ეგრევე პირდაპირ, გზას გადახვალ თუ არა HAVAS-ის ავტობუსი დგას, არ შეგეშლება, დიდად აწერია. ნომრები არ აქვს, ყველა ტაქსიმში მიდის, ბოლო გაჩერება მანდ აქვთ. თანაც ყოველ ნახევარ საათში გადის, 13 ლირა ღირს ტაქსიმამდე. ჩაჯდები და 1-1,5 საათში ადგილზე ხარ.
ქალაქში გადაადგილება მეტროთი და ტრამვაით ჯობია(აქაური ტრამვაი არ გეგონოთ, ჩვენს მეტროზე ჩაქარა დადის) პრაქტიკულად მთელ ქალაქს ნახავ, მიხვალ სადაც გინდა ამ ტრანსპორტით. ისე საშინელი საცობებია და ტაქსი გაგაწვალებს.
ტაქსიმზე რომ მოხვდები იქიდან თუ მოგიხერხდება(გააჩნია სად აიღე სასტუმრო) მეტროთი შეგიძლია წახვიდე. ან ტაქსით. მაგალითად სულტანაჰმეტში ტაქსით წასვლა 15 ლირამდე დაგიჯდება, ყველა ტაქს ჩართული აქვს მრიცხველი, ცალკე თანხაზე მოლაპარაკება არ დაგჭირდება. ისე შეიძლება ამ უბანში ტრამვაითაც მოხვედრა, მაგრამ ჯერ საბაგიროთი უნდა გადახვიდე ტრავმაის ხაზამდე. მე თავიდან რთული მეგოან ეს პროცესი და ტაქსით წავედი, მაგრამ მერე დამაინტერესა, ეს ფუნიკულიორი, როგორც ეგენი უძახიან, ყოფილა მიწისქვეშა გრავმაის მაგვარი და ერთი გაჩერებაა სულ. ასე, რომ იკითხავ ფუნიკულიორს ჩაჯხდები და 5 წუთში ადგილზე ხარ . პირდაპირ ტრავმაის სადურზე, დაჯდები ამ ტრავმაიზე და მიგიყვანს ემინოიშიც, სირკეზშიც, სულთანახმეტზეც და ა.შ. ჯეტონები პირდაპირ სადგურზე უნდა აიღო, გადასაცვლელი აპარატებია და ჩადებ ქაგადლის ფულს, დააჭერ რამდენი ჯეტონი გინდა (თითო 1,75 ლირა ღირს) და ჩამოგიყრის ჯეტონებს და ხურდასაც, ოღონდ რკინის ხურდას.

დააკვირდით ზოგი აპარატი მრტო 5,10 ლირას იგებს და 20 ლირიანს უკან ამოგიგდებთ. მეტროში და ტრავმაის გაჩერებებზე ყველგან არიან იქაური მუშაკები, რომლებმაც ინგლისური ნორმალურად იციან და იმათ კითხეთ თუ რამე ვერ გაიგეთ, ყველაფერზე გპასუხობენ, მგონი მაგათი ერთ-ერთი ფუნქციაც ეგ არის. დანარჩენი რა გითხრათ, ერთი მაგარი სტატია მოვძებნე სტამბულის შესახებ სადაც ყველა ინფორმაცია არის დედამიწის ზურგზე, თუ რაიმე დაგაინტერესებთ სტამბულის სეშახებ, მაგრამ რუსულად. თუ ვინმეს დაჭირდება გადავუგზავნი, აქაც მივამავდი, მაგრამ არ ვიცი როგორ

ბედნიერ დასვენებას გისურვებთ და თუ გაქვთ ინფორმაცია, დაეხმარეთ ერთმანეთს, კეთილი საქმის კეთებას რა ჯობია
* * *
თუ ბრონავთ სასტუმროს შეეცადეთ ტრავმაისთან შედარებით ახლოს დაბრონოთ, გადაადგილების მხრივ მაგარი კომფორტულია, მაგრამ ზედ იმ ქუჩაზე არ გინდათ, ხმაური შეგაწუხებთ. ისე ადგილზე ჩამოსული თუ დაბრონავ გირჩევნია, ზოგი სასტუმრო, არც ისეთი კარგია როგორც ჩანს სურათზე. ადგილზე უპრობლემოდ იშოვი, ყოველ შემთხვევაში ამ სეზონზე. ძალიან ბევრი სასტუმროებია. თავიდან კატასტროფულ ფასებს ამბობენ. მე მაგალითად 75 ევრო მითხრეს და მერე 45 ევროდ მომცეს, ორადგილიანი ძალიან მაგარი სასტუმრო, თავისი ერთჯერადი კვებით და ყველაფერი სიკეთით.
* * *
NAT_79ესეიგი, სავაჭრო ცენტრებს და ბრენდებს ნუღა მიხსენებთ. ჩემი ცოლის გადამკიდე, ყველა სავაჭრო ცენტრი მოვიარე მგონი

ამით არის კარგი მეტრო, 15 წუთში ქალაქის მეორე მხარეს ხარ

ყველაზე დიდ არის შიშლის მეტროს თავზე, არ აგერევა, რომელი გასასვლენიდანაც გინდა ამოხვიდე მაინც იქ მოხვდები

, ოღონდ არ გეგონოს სავაჭრო ცენტრი ჩვენს პონტში, უდიდესია, 400 მაღაზიაა თითოში, ყველა ბრენდი არის თავმოყრილი, აფსოლუტურად ყველა და ამჩემი ცოდვით სავსეებს, ჩემდაჭირად ყველას ამ დროს ფასდაკლება ქონია 50-70 %, წარმოიდგინე რა დღეში ჩავვარდებოდი. ოღონდ უნდა წარმოიდგინო ფასები და მერე იმისი ფასდაკლება. მანდ პიერ კარდენის შარვალკოსტუმი მინდოდა, ძალიან მომწონდა და 1200 ლარი იყო ფასდაკლებაზე. კინაღამ ვიყიდე და აქ ზუსტად იგივე 250 ლირად ვიყიდე

მაგარი ამბავი ხდება

.
მეორე დიდი ცენტრი არის ლევენტის მეტროს თავზე მეტროპონი და მეორეც არის მეორე ამოსასვლელი თავზე. ანუ ამ მეტროს თავზე 2 სავაჭრო ცენტრია.
აქეთ დიდი სავაჭრო ცენტი არის ფინდიზადეს ტრავმაის გაჩერებასთან ჰისტორი ქვია, ოღონდ ოდნავ ფეხით სავალია 10-15 წუთი.
ასევე დიდი სავაჭრო ცენტრია კარტალტეპეს მეტრს თავზე, ფორუმი ქვია. ეგეც ძალიანდიდია.
აი ამათ თუ მოივლი მერე 1 წელი შეგზიზღდება მაღაზიებში სიარული

))
This post has been edited by datoR on 8 Jan 2011, 14:35