violetთურქეთთან გაფორმებულია ხელშეკრულება, მაგრამ ამოქმედდა თუ არა არ ვიცი.
http://intpass.cra.ge/eIDCardMain.aspx ამ საიტზე შედი და მანდვეა ონლაინ დამხარება, მარჯვენა ზედა კუთხეში, კითხე და გიპასუხებენ იმედია. თუ რამე გაიგე ჩვენც შეგვატყობინე.
* * *
მე და ოპერატორმა ვიჭუკჭუკეთ )))
22:02:22 მადლობას გიხდით ჩვენთან დაკავშირებისთვის. ოპერატორი მალე მოგემსახურებათ...
22:02:36 სტუმარი: გამარჯობა!
22:03:19 სტუმარი: ძველი პირადობის მოწმობა მაქვს, რომელსაც კიდევ ერთი წელი აქვს მოქმედების ვადა. შემიძლია თუ არა, ვადის გასვალმდე ავიღო ახალი ID?
22:03:38 ოპერატორი ხატია მოსეშვილი შემოუერთდა საუბარს
22:03:50 სტუმარი: და შესაძლებელია თუ არა უკვე, ახალი მოწმობით თურქეთში გადასვლა?
22:03:59 ხატია მოსეშვილი: გამარჯობა
22:04:50 სტუმარი: და რა ღირს ახალი მოწმობა?
22:04:53 ხატია მოსეშვილი: ახალი პირადობის მოწმობის აღება შეგიძლიათ
22:05:30 ხატია მოსეშვილი: მიუხედავად ძველის მოქმედების ვადისა
22:06:07 ხატია მოსეშვილი: ახალი პირადობის მოწმობის საფასური განისაზღვრება 30 ლარით
22:06:30 ხატია მოსეშვილი: და გაიცემა 10 სამუშაო დღეში
22:06:56 სტუმარი: რა საბუთებია ამისთვის საჭირო?
22:07:19 ხატია მოსეშვილი: მოქმედი პირადობის მოწმობა
22:07:37 ხატია მოსეშვილი: და ფოტო, რომელიც შეგიძლიათ ადგილზე გადაიღოთ
22:07:37 სტუმარი: გასაგებია და თურქეთში გადასვლა თუ არის უკვე შესაძლებელი?
22:07:55 ხატია მოსეშვილი: უახლოეს მომავალში
22:08:18 ხატია მოსეშვილი: შესაძლებლობა გექნებათ თურქეთში გადასვლის
22:08:20 სტუმარი: დიდი მადლობა.
22:08:29 ხატია მოსეშვილი: არაფერს
22:08:38 ხატია მოსეშვილი: მადლობა თქვენ