საფრანგეთის საელჩოს გვერდზე ვნახე რომ ტურისტული მოტივით მოგზაურობისთვის უნდა წარვადგინო შემდეგი საბუთები
• შევსებული ანკეტა (ფრანგულად ან ინგლისურად)
• სასტუმროს ჯავშანი
• ცნობა სამუშაო ადგილიდან (სტუდენტებისათვის სასწავლებლიდან)
• ფინანსური გარანტიები : ცნობა ბანკიდან (სასტუმროს საფასურის გადახდის ქვითარი ან საბანკო ანგარიშის ბოლო 3 თვის ამონაწერი ან მესამე პირის, დამფინანსებლის ფინანსური გარანტიები)
• არასრულწლოვანებმა (18 წლამდე) უნდა წარმოადგინონ მშობლების ნებართვა და დაბადების მოწმობა, ორივე დოკუმენტი ფრანგულად ან ინგლისურად ნათარგმნი და ნოტარიალურად დამოწმებული. ნებართვაში უნდა ფიგურირებდეს მოგზაურობის ქვეყანა და თარიღები.
• საერთაშორისო პასპორტი (ძალაში მყოფი უახლოესი 6 თვის მანძილზე, გაცემული ბოლო 10 წლის განმავლობაში და უნდა შეიცავდეს 2 თავისუფალ გვერდს მაინც) + 1 ქსეროასლი (აუცილებელია ადრე მიღებული ვიზების ასლები და ძველი პასპორტი)
• პირადობის მოწმობა + 1 ქსეროასლი
• ცნობა დაზღვევის შესახებ + 1 ქსეროასლი
• ბილეთის ჯავშანი დახურული თარიღით
• 1 ფოტოსურათი 3X4
• საბუთების შესწავლის გადასახადი- 35 ევროს ექვივალენტი ლარებში (საელჩოს გაცვლითი კურსის მიხედვით)
უნდა წავიყვანო 8 წლის ბავშვიც და როდესაც ორივე მშობელი მივდივართ მაინც უნდა თანხმობა? ასევე პირადობის მოწმობებიც უნდა ვთარგმნო და იქე უნდა მივიტანო? ან უძრავი ქონების საკუტრების დამადასტურუბელი დოკუმენტები ხომ არაა საჭირო.

მოკლედ ევროპაში პირველად მიწევს და მინდა ყველაფერი სწორედ გავაკეთო. ან ხომ არ იცით ბილეთის დავჯშანს რამდენი აქვს ვადა