ninucaნიდერლანდების სამეფო
საქართველოს მოქალაქე, რომელიც მიემგზავრება ჰოლანდიის სამეფოში ესაჭიროება შესაბამისი კატეგორიის ვიზა (ტურისტული,საქმიანი და ა.შ).
ვიზა გაიცემა ქ.თბილისში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს საკონსულო სამსახურის მიერ.
ნიდერლანდების სამეფოს საელჩო ასევე გასცემს ბელგიაში, ლუქსემბურგსა და ესპანეთში მოკლევადიანი ვიზიტით (90 დღემდე ვადით) გამგზავრების მსურველი საქართველოს მოქალაქეთათვის ვიზებს.
https://tbilisi.embassytools.com/საკონსულოში წარსადგენი საბუთების ზოგადი ჩამონათვალი:
-საერთაშორისო პასპორტი მოქმედი შემდეგი 6 თვის მანძილზე და მისი ასლი;
- განმცხადებლის პასპორტის მთავარი გვერდის ასლი;
- სავიზო განაცხადის ფორმა (მგზავრობის მიზნიდან გამომდინარე ივსება შესაბამისი სავიზო განაცხადის ფორმა
http://georgia.nlembassy.org/ );
-პირადობის მოწმობის ასლი;
- 2 ბიომეტრიული ფოტო გადაღებული უკანასკნელი 6 თვის მანძილზე;
- ნიდერლანდების სამეფოს მოქალაქისგან ან მუდმივი რეზიდენტი უცხოელისგან დამოწმებული მოწვევის ორიგინალი - ასლი.იმ შემთვევაში თუ მომწვევი მეუღლესთან ერთად ფლობს ქონებას, მოწვევას მეუღლეც აწერს ხელს.
-მომწვევის პასპორტის ასლი
-მომწვევის უკანასკნელი სამი თვის ხელფასის ცნობა და მისი სამუშაო ხელშეკრულების ასლი (თვიური შემოსავლის მინიმალური თანხა - 1.186,37 ევრო);
-სტუდბილეთი , თუკი განმცხადებელი სწავლობს საქართველოში;
-ცნობა სამსახურიდან ინგლისურ ენაზე;
-საბანკო ამონაწერი ბოლო სამი თვის;
-თბილისი- ამსტერდამი - თბილისის მიმართულებით სრული ბილეთის ჯავშანი;
-სასტუმროს ჯავშანი;
- განაცხადის დამუშავების საფასური : 35 ევრო
-სამგზავრო/სამედიცინო დაზღვევა სავიზო მოთხოვნის პერიოდისთვის, დაზღვევის მოქმედების ვადა უნდა იყოს 15 კალენდარული დღით მეტი (ორიგინალი და ასლი) ;
-იმ შემთხვევაში, თუ არასრულწლოვანი მიემგზავრება მხოლოდ ერთ მშობელთან ერთად, საჭიროა მეორე მშობლის თანხმობა და მათი პასპორტების ასლები, აგრეთვე ბავშვის დაბადების მოწმობა.
-ყველა ქართულენოვანი საბუთი ბარდება ინგლისურ თარგმანთნ ერთად და უნდა იყოს დამოწმებული ნოტარიუსის მიერ.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გაფრთხილებთ, რომ ზემოაღნიშნული ინფორმაცია უნდა გადამოწმდეს შესაბამის საკონსულო სამსახურთან!
მგზავრობის მიზნიდან გამომდინარე, დამატებითი დეტალური ინფორმაცია განთავსებულია საელჩოს ვებ–გვერდზე
http://georgia.nlembassy.org/ქ.თბილისში ჰოლანდიის საელჩოს კოორდინატები:
მისამართი: „შერატონ მეტეხი პალასი", თელავის ქ.20, თბილისი
ტელ: 2276200, 2276222
ელფოსტა: tbi-ca@minbuza.nl
ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ–გვერდი:
http://www.minbuza.nl/საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ვებ–გვერდი:
http://www.dutchembassy.ge/