შვედეთი შრომითი მიგრაციის პირობები გაიოლდა
sweden.se
მსოფლიოში ეკომიკური კრიზისისა და მსობრივი განთავისუფლებების ფონზე შვედეთი შრომითი მიგრაციის პირობებს არბილებს. ეს ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მსხვილი რეფორმაა.
ამიერიდან სხვადასხვა ქვეყნის – და არა მხოლოდ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მოქალაქეებისთვის შვედეთში სამსახურის მოძებნა იოლდება. კერძოდ, უფლების აღების პროცესში საკანცელარიო პროცედურები მნიშვნელოვნად შემცირდა.
მსგავს გადაწყვეტილებას შვედეთში არაერთგვაროვნად შეხვდნენ. თუმცა მიგრაციისა და თავშესაფრის საქმეთა მინისტრს ტობიას ბილსტრემს განსხვავებული მოსაზრება აქვს.
მისი თქმით, ბევრი შვედური კომპანია კვალიფიციური კადრების ნაკლებობას უჩივის.
გარდა ამისა, სხვა მრავალი ქვეყნისგან განსხვავებით, შვედეთი მიგრაციის პოლიტიკაში ქულებისა და კვოტების პრინციპით არ სარგებლობს.
ახალი საკანონდმებლო ცვლილებების თანახმად, შვედეთში მყოფ უცხოელ სტუდენტებს არ მოუწევთ ქვეყნის დატოვება სამსახურის თაობაზე განაცხადის შეტანის მიზნით, როგორც ეს ადრე იყო.
ამასთან, შვედეთში სამუშაოს მიმღებ პირს შეუძლია იქ ოჯახთან ერთად ჩავიდეს, თანაც მის მეუღლეს შვედეთის ხელისუფლება სამუშაოს მოძებნაში დაეხმარება.
აბა ყველა ერთად წავიდეთ შვედეთში

კაი აკაი ეგრე არ ჯობია