spichukaთუ შეიძლება რომ გირჩიო,
ტაილანდში 700-900 შეგიძლია იშოვო ორმხრივი ბილეთი (კარგი ბილეთი რა, ლოდინის დროც ცოტა რომ იყოს და 7 ტრანზიტი რომ არ მოგიწიოს)
ვიზა 130 დოლარი ღირს
ტურისტული პაკეტით წასვლას არ გირჩევ, მილიონჯერ უფრო ძვირი გამოვა, იმიტომ რომ ტაილანდი ძალიან იაფი ქვეყანაა, მაგრამ ნუ ეგ თქვენს სურვილებზეა დამოკიდებული.
სასტუმროც ადგილზევე რომ შეარჩიო კარგი იქნება, ძალიან ძალიან იაფად არის ოთახები, დორმები 3-8დოლარი ღირს
10-20დოლარად საკუთარ ოთახს, საკუთარი აბაზანით და საკუთარი კონდიციონერით იპოვი, ინტერნეტიც რა თქმა უნდა შედის
airbnb.com-ზე დაათვალიერე აუცილებლად.
ტუკტუკით მოძრაობას გირჩევ და არა ტაქსით, უფრო ტურისტული პონტია და ძალიან იაფია ღირს, ან მოტოციკლეტით/სკუტერებით
უბრალოდ გახსოვდეს რომ ეგვიპტელებზე ნაძირალა მოვაჭრეები არიან და ა პუნქტიდან ბ პუნქტამდე თუ 10დოლარი გითხრეს ე.ი 3ად გაგიყვანს :დდდ
რომელი ქალაქში ჩადიხარ ისე? ყველაზე მეტად ეს ქვეყანა იმიტომ მიყვარს რომ ერთდროულად ყველაზე გარყვნილი და წმინდა ადგილია.
ამიტომ შენი მოსანახულებელი ქალაქები სწორად შეარჩიე
ბტწ, თუ ფულის პრობლემა არ გაქვს, ყატარ ეარვეიზში დარეკე და ყველაფერზე კონსულტაციას გაგიწევენ- საოცარი ტურები აქვთ, საოცარი ფრენები და ძალიან კარგი მომსახურება.
ფრენაზე ლოდინი თუ 7საათს გადააცილებს დოჰაში განგათავსებენ 5 ვარსკვლავიან სასტუმროში, საუზმით და ყველაფრით free of charge
ასევე დაურეკე დიტოს, შოკ თრეველის წარმომადგენელია, მთლიანად ტურს გაგიკეთებს და მოარგებს შენს მოთხოვნებს და ბიუჯეტსაც გაგიკეთებს უფასოდ და სხვა ტურისტულებთან შედარებით ამათ დაბალი ფასები აქვთ
557 90 29 83
ვიღაცძალიან კარგად არ ვიცი, მაგრამ.. რატომაც არა?
This post has been edited by miss_pepsi on 19 Jul 2016, 15:56