menak
აი კიდევ ისტორია:

ფრიტაუნი. სიერა ლეონე.
მე ვიყავი ა/წ თებერვალში სულ 12 დღე გავჩერდი მაგრამ ძალიან ვისიამოვნე. საღამოს სამსახურის მერე ატალინტიკური ოკეანეს სანაპიროზე გასვლა და აფრიკულ ბუნგალოში ჰაინიკიენის მირთმევა

აფრიკაში ეს ადგილი ყველაზე მეტად მემოწონა, მიუხედავად იმისა რომ საკმაოდ დიდი გადასავლები მქონდა მოგზარობასთან მაინდ. ეხლა რაშია საქმე. აეროპორტი არის ერთ ადგილას რომელსაც ლუნგე ჰქვია და ფრიტაუნთან საკმაოდ დიდი ყურე აშორებს, გზით რომ გაყვე ალბათ 5-6 საათი გჭირდება რომ მოუარო. ამის გამო დაწესებულია ვერტმფრენი ტაქსები, რომელბიც ხალხს ლუგედან ფრიტაუნში გადაჰყავთ და პირიქით. ხოდა ჩემდა საუდუროდ მაგ დროს ზუსტად დროებით გაუქმებული იყო ვერტმფრენების ფრენა რადგან ძალიან ვერტმფრენი ჩამოვარდა (ძირითადად ძველი რუსლი მი-6 დაფრინავენ, ნასვამ რუს და უკრაინელ პილოტებთან ერთად

) ხოდა მომიწია პარომით მგზავრობა.

საედნიეროდ მანდაც ვნახე ქართველი, ხოდა მოკლედ ეს ერთერთ ბუნგალოს თავზე ქართული და ესტონური დროშები

ამბობენ ვიღაცა იყო მანქანა გაჩერდა გამოვიდა თეთრი კაციო მუხლებზე დაეცა და პირჯვარი გადაიწერა. ჩვენ ვივარაუდეთ რომ ქართველი იქნებოდა ვინმე

და ბოლოს წასვლის დრო რომ მოვიდა ისევ ჩემი ბედის ამბავი... ფრენა მქონდა დილის 5 საათზე და ბოლო პარომი მიდიოდა 6-ზე. და 10 საათი უნდა გამეტარებინა აეროპორტში... მოკლედ გამომირთლა და პარიმზე 1 ადამიანი შემხვდა ზუსტად იმ თვითმფრინავიდან წინა პოსტში რომელიცაა

რომ მოვუყევი ჩემი ამბავი ეგრევე შემომთავაზე სახლი რომელშიც ცხოვრობდა, კანადიური ქრისტიანული ორგანიზაციის სახლში ავღმოჩნდი... რა თქმა უნდა აფრიკულ სახლში...

ნუ მოკლედ მაჭამეს და დამაძინეს, მანამდე 1 ტაქსისტს შევუთანხმდით რომ ღამის 3ზე მოსულიყო რომ ეროპორტში წავეყვანე და იასნია გადაგვაგდო (AFRICAN STILE

) ხოდა წარმოიდგინეთ აბსოლუტურ სიბნელეში ღამის 3 საათზე უაცრიელ ადგილას მე და 2 ზანგი 40 წუთი ფეხით ვიარეთ აეროპორტამდე, თანაც ერთს ჩემი უდიდესი ჩემოდანი ედო თავზე (ესეც AFRICAN STILE

)... მე მაინც ყველაფერი ფეხზე მეკიდა, ბედნიერი ვიყავი სახლში რომ მოვდიოდი.......
This post has been edited by Darth Vader on 19 Jun 2007, 16:03