menakკი, ნამდვილად მასეა.. ტკბილად და გემრიელად, რომ დაეშვება ტაშს უკრავენ ხოლმე.. რა არის აქ საკაიფო ნეტავი?
აღნიშნავენ მშვიდობიანად დაფრენას.. ზოგი ღვინოსაც სვავს მაგ დროს.. აი ზოგი კი ბორჯომს ან ნაბეღლავს და ერთი სული აქვს დაბლა როდის ჩავა..
ხოდა.. კარგი გამარჯობა თქვენი..
ხოდა იმას გეუბნებოდით ქვე შენი ჭირიმე, სტუმრად ვარ ჩასული ესპანეთის ქალაქ ბურგოსში და ტელეფონით დარეკვა დამჭირდა და მასწავლეს, როგორ მივსულიყავი ყველაზე ახლო სატელეფონო მაღაზიაში. როგორც ჩვენთან ფოსტებში იყო ხოლმე, იღებ ყურმილს, რეკავ, საუბრობ რამდენი ხანიც გინდა და შემდეგ ფულს იხდი.
შევედი ვილაპარაკე და ინტერნეტი დამჭირდა და დავჯექი კომპიუტერთან. ვზივარ, ვაკეთებ საქმეს და მესმის ქართული და კიდევ სხვა ენაზე საუბარი (სვანური ყოფილა).. დედა კაცო, გაბრაზებული სვანი ლაპარაკობს, სვანურად რას იძახდა რა ვიცი, მაგრამ აი ქართულად კი კარგა მადილიანად იგინებოდა

შევხედე ეხლა ამ გინებაზე, ასხავს ოფლი.. მე კიდე ამიტყდა სასწაული სიცილი. ვცდილობ არ შევიმჩნიო, მაგრამ მიყურებს ეს სვანი დაბღვერილი. თან ვფიქრობ, ეხლა მე არ გამომივარდეს თქო და სცენა, რომ წარმოვიდგინე უფრო მაგრად გამეცინა.
მოკლედ გადავრჩი ასე ვთქვათ.. წავიდა სვანი. მოვრჩი მეც საქმეს, გადავიხადე ფული და წავედი სახლში. ავდივარ კიბეებზე, ვაღებ კარებს და რას ვხედავ.. ქეიფობენ.. ქეიფობენ, ღმერთმა შეარგოთ, მაგრამ ეს სვანი ზის მაგიდის თავში
ამიტყდა კიდევ უარესი სიცილი.. და ეგეთი სვანი ჯერ არ მინახია, მე რომ დამინახა გასკდა სიცილით.. ძლივს მოასულიერეს დალოცვილი.. ასე იყო ჩემი ბატონი. მერე დავჯექით, ვილაპრაკეთ აქეთ-იქით, კარგი კაცი, ტკბილი კაცი ასე გავიცანი.
This post has been edited by რუსთაველი on 9 Feb 2008, 06:03