ეეემ
დაპირებული მადრიდი.
ყველაფერი რომ დავწერო რაც ვიცი მე თითები ამტკივდება და თქვენ თვალები

ამიტომ ზოგადი ინფორმაციით შემოვიფარგლები ამ ულამაზესი ქალაქის შესახებ

მაშ ასე :
მადრიდის დაარსების შესახებ მრავალი ლეგენდა არსებობს. ერთერთის თანახმად მადრიდი დააარსა მდინარე ტიგროსის ღმერთის ტობერიონის შვილმა ოკნიემ და წინასწარმეტყველმა ქალმა-მანტომ. ქალაქი მდებარეობდა მდინარე მანსანარესის სანაპიროზე. არსებობს ვერსიები თუ საიდან წარმოსდგება სახელი მადრიდი.კელტური "მაგერიტისგან"-რაც ნიშნავს "დიდი ხიდს" არაბების ბატონობისას კი ამ სიტყვამ შეიცვალა ჟღერადობა და გადავიდა უფრო არაბულ ყაიდაზე "მაჯირით". რეკონკისტის პერიოდში 1083 წელს მადრიდი დაიპყრო ალფონსო მეოთხემ. ქალაქის განვითარება და არსებობა დიდად იყო დამოკიდებული არაბებთან ურთიერთობაზე, რომლებთანაც ხან ომობდნენ და ხან კარგი მეზობლებივით ცხოვრობდნენ ერთურთის გვერდით. სანამ მეფე ფელიპე მეორემ არ ინება და 1561 წელს მადრიდი ეპანეთის დედაქალაქად არ გამოაცხადა. მეთვრამეტე საუკუნიდან ესპანეთის სამეფო ტახტი გადადის ბურბონების ხელში. ფელიპე მეხუთის მეფობისას იწყებენ ახალი სამეფო სასახლის "პალასიო რეალის" შენებას ძველი, თავისი ლაბირინთებით სახელგანთქმული "ალკასარის" სასახლის ნაცვლად.მეფე კარლოს მესამის დროს მადრიდი ნამდვილ ევროპულ დედაქალაქს დაემსგავსა.კარლოსმა მოიწვია მაშინდელ ევროპაში სახელგანთქმული არქიტექტორები: საბატინი, ვენტურა როდრიგესი, ხუან დე ვილიანუევა და სხვები.სწორედ მათი წყალობით იღებს მადრიდი ნეოკლასიკური ქალაქის შესახედაობას. 1808 წელს ქალაქი დაპყრობილი იქნა ფრანგების მიერ. 1808 წლის 2 მაისს მეფე ფერდინანდ მეორე ჩამოგდებულ იქნა.ტახტზე ნაპოლეონმა თავისი ძმა-ჟოზეფ ბონაპარტე დასვა. ამდენის ატანას ესპანელები უკვე აღარ აპირებდნენ და ქალაქში აჯანყებამ იფეთქა, რომელიც სასტიკად იქნა ჩახშობილი ფრანგი დამპყრობლების მიერ.
იხილეთ ფრანსისკო გოიას ნამუშევარი,სახელი აღარ მახსოვს მარა ვიცი რომ სწორედ ფრანგების წინააღმდეგ ჯანყის ჩახშობაა ასახული


ორი წლის შემდეგ იწყება ესპანელი ხალხის განმათავისუფლებელი ბრძოლა ფრანგების წინააღმდეგ, რომელიც გადაიზარდა 1808-1814 წლების ესპანურ რევოლუციაში. შედეგად ესპანეთის განვითარებაზე უკვე ესპანელი მეფე ფერდინანდ მეშვიდე და დედოფალი იზაბელა მეორე ზრუნავდნენ.დედოფალი იზაბელას პერიოდში ქალაქის მასშტაბები არნახულად გაიზარდა,აუცილებელი შეიქმნა, რომ დაემატებინათ კიდევ ორი კარი ქალაქისათვის, ჩვენს დრომდე მხოლოდ ტოლედოსა და ალკალას კარებებმა მოაღწიეს.
1936 წელს სამოქალაქო ომის დროს მადრიდის გასაკონტროლებლად ბრძოლა დაიწყო რესპუბლიკელებსა და ნაციონალისტ-ფალანგისტებს შორის რომელთაც ფრანცისკო ფრანკო ხელმძღვანელობდა. 1939 წელს გარნიზონმა კაპიტულაცია გამოაცხადა.მრავალი ისტორიული შენობა-ნაგებობები განადგურებულ იქნა,იწყება ახალი არქიტექტურული ნაგებობების შენება.მათ შორის ყველაზე აღსანიშნავი ტრიუმფალური თაღია.ორმოცდაათიანი წლებიდან იწყება ურთიერთობების დალაგენა ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ეკონიმიკის აღმასვლა და ტურიზმის განვითარება.ფრანკოს სიკვდილის შემდეგ 1975 წელს ხდება ბურბონთა დინასტიის რიგით უკვე მესამე რესტავრაცია ესპანეთის სამეფო ტახტზე.ამჯერად ქვეყანას სათავეში უდგება მეფე ხუან კარლოს პირველი,რომელიც დღემდე ესპანეთის მეფეა .
მადრიდში იწყება მოძრაობა,რომელიც ესპანეთში"მოვიედას" სახელწოდებითაა ცნობილი. იგი მოიცავს იმ დიდ აღმასვლას თითქმის ყველა სფეროში რამაც ესპანეთი მიიყვანა ისეთ სახელმწიფომდე როგორიც დღესაა.განვითარებული და შეძლებული.მეოცე საუკუნის მიწურულს გახსნილ იქნა ორი ახალი მუზეუმი:დედოფალ სოფიას მუზეუმი და ტისენა-ბორნემსის მუზეუმი. 2004 წლის 11 მარტს მადრიდში მოხდა ფართომასშტაბიანი ტერაქტი, (ერთდროულად აფეთქდა რამოდენიმე ვაგზლის შენობა) ამ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო ტერორისტულმა დაჯგუფება "ალ-ქაიდამ".
წარმოუდგენელია მადრიდი პრადოს მუზეუმის გარეშე.იგი დაარსა მეფე ფერდინანდ მეშვიდის მეუღლე იზაბელამ 1819 წელს.შენობა,სადაც განთავსებულია მუზეუმი მეფე კარლოს მესამის ბრძანებით დააპროექტა არქიტექტორმა ხუან დე ვილიანუევამ.
ახლადდაარსებულ მეუზეუმებს შორის აღსანიშნავია დედოფალ სოფიას მუზეუმი, სადაც განთავსებულია ძირითადად თანამედროვე მხატვართა ნამუშევრები,რომელთა შორის ყველაზე აღსანიშნავი ალბათ მაინც პაბლო პიკასოს სახელგანთქმული"გენრიკაა",ასევე აქ ინახება სალვადორ დალისა და ჟოან მიროს ქმნილებები.ტისენა-ბორნემისის მუეუმში ინახება როგორც თანამედროვე მხატვრების ასევე ძველი დიდოსტატების შედევრები. სამივე მუზეუმი ისეა განლაგებული რომ ქმნიან ერთგვას მუზეუმების სამკუთხედს.
პრადოს მუზეუმი


მადრიდის ქუჩები და მოედნები ხომ საერთოდ ხელოვნების ნიმუშებია

რამოდენიმე მათგანს შევეხები:
პლასა დე მაიორი
აშენებულ-დაპროექტებულია მეფე ფელიპე მეორეს ბრძანებითა და არქიტექტორ ხუან გომეს დე მორას პროექტით. მისი შენება გრძელდებოდა თითქმის ორ წელს შენობები ე.წ. "მადრიდული ბაროკოს" სტილშია აშენებული. სულ 136 შენობა 437 აივნით საიდანაც ხალხი თვალ-ყურს ადევნებდა სამეფო ცერემონიებს,სხვადასხვა ტურნირებს, კორიდას და "აუტო დე ფეს"(ერთგვარი რწმენის აქტი ანუ ინკვიზიციის სასამართლოს მიერ ერეტიკოსებისათვის საჯაროდ განაჩენის გამოტანის ცერემონია, რომელიც როგორც წესი სიკვდილით დასჯა იყო,ცეცხლზე წვავდნენ ანუ. გავრცელებული იყო შუა საუკუნეების ესპანეთში, პორტუგალიაში და მათ დაქვემდებარებაში მყოფ კოლონიებში) მოედნის ცენტრში მდებარეობს პირველი ჰაბსბურგი მეფის- ფიელიპე მესამეს ძეგლი. პლასა დე მაიორი მადრიდის ყველაზე ხმაურიანი და ღირსშესანიშნავი მოედანია.
მეფე ფელიპეს ძეგლი პლასა დე მაიორზე


მადრიდის მოედანი
მადრიდის მოედანი სამეფო სასახლის სიახლოვეს მდებარეობს.მოედნის ცენტრალურ ნაწილს წარმოადგენს მიგელ დე სერვანტეს საავედრას ძეგლი,რომლებიც მადრიდელებმა უძღვნეს დიდი ესპანელი მწერლის სამასი წლისთავს.(სკულპტიორები:თეოდორო ანასაგასტი და მატეო ინურია).აქვე მდებარეობს მადრიდის ცათამბჯენი Torre de Madrid რომელიც ახლა გადაქცეულია სასტუმროდ.


სამეფო სასახლე
1734 წელს მადრიდის სამეფო სასახლე ხანძარს შეეწირა, რის შედეგადაც გადაწყდა რომ აშენებულიყო ახალი სასახლე,ვერსალის მსგავსი. მშენებლობა დაიწყო იტალიელი არქიტექტორის ფილიპო იუვარის ხელმძღვანელობით,მისი სიკვდილის შემდეგ სასახლის მშენებლობა გადაიბარა ჯოვანი ბატისტა საკეტიმ.პირველი მეფე, რომელიც ამ სასახლეში ცხოვრობდა იყოო კარლოს მესამე.დღეისათვის ესამ სამეფო სასახლეში არ ცხოვრობს სამეფო ოჯახი,ის გამოიყენება სხვადასხვა შეხვედრებისა და კონფერენციების გასამართად.სასახლის კედლებს ამშვენებს ელ გრეკოს, ფრანსისკო გოიას, ბოსხისა და ველასკესის ნამუშევრები.
ვროძები ვსიო

ჩეეემი საყვარელი თემა
This post has been edited by Patrizia21 on 6 Jan 2008, 15:18