Georgian Rabbitმე სულ მგონია რომ აგრესია აქვთ ესპანურის მიმართ კატალუნიაში და მაგიტომ ვაჭიანურებ იქ ჩასვლას

) მე ესპანეთის ის მიყვარს, რომ ენობრივი ბარიერის არ არსებობის გამო მეც ეგრე რასაც ქვია ყველაფერს ვედები - ყველას ვესაუბრები და ისეთი ადგილები დამიჩითია ამ ჩემი ლაქლაქით რომ ეგრე სად მიაგნებ

მაგალითად მადრიდში ისეთი სტეიკ ჰაუსი მიმასწავლეს - ფანტასტიკა, მერე იქ კოლომბიელი მიმტანი გავიცანი იმან კიდე რაღაცეები მასწავლა და მოკლედ რა

ხოდა ბარსელონაში მგონია მსგავსი არაფერი იქნება და ამიტომ მირჩევია ისევ რომელიმე ესპანურ ქალაქს ვესტუმრო. კი ხალხი დიდი პლიუსია
მე მთელი ვცხოვრება სუფთა არგენტინული აქცენტით ვსაუბრობდი ესპანურს. რაღაცა ნიჭი მაქვს აქცენტების და ლათინოებში გაზრდამ ის მომიტანა, რომ არგენტინული აქცენტი ავიკიდე

ბოლო 4 წელია ინტენსიურად დავხეტიალობ ესპანეთში და ჩემდა გასაკვირად, არგენტინული აქცენტი ჩაანაცვლა ესპანურმა აქცენტმა, მაგრამ ლათინოებთან როგორც თევზი წყალში ისე ვარ

11 წლიდან მაგათთან რომ იზრდები და პირველი შეყვარებული არგენტინელი რომ გეყოლება - კულტურა გავლენას ახდენს
მექსიკური ესპანურიც ძალიან საინტერესოა. თან დავინტრიგდი ამ th=ებს როდის და სად ურთავ

))