Takმე ბრიუსელში ვსახლობ

მადრიდში უბრალოდ "ნამეტანს" დავძვრები

) 13 წლიდან რომ ესპანურად საუბრობ, რთულია სახლში არ იგრძნო თავი ესპანეთში ყოფნისას, ამიტომ ხშირად დავიარები

აწი ოქტომბერში წავალ, მიუზის კონცერტია 18-ში და ვერ გამოვტოვებ

)
რაც შეეხება შენს სიტუაციას:
იდეალურ ვარიანტში, 2 ღამე 3 დღეს უდრის ხომ? თუ რა თქმა უნდა ძაან ღამე არ ჩადიხართ, მასე ხომ 2 სრული დღე გამოვა. თუ 3 დღე გამოგდის - საკმარისია მადრიდის სანახავად.
სანახაობები რა არის ეხლა გითხრა - სამეფო სასახლე, საბატინის ბაღები, პრადოს მუზეუმი, ტისენ ბორნემიცას მუზეუმი, დედოფალი სოფიას მუზეუმი, სიბელესის მოედანი, ესპანეთის მოედანი, პლასა დე ორიენტე, სოლის მოედანი, სამეფო ბოტანიკური ბაღი, სან მიგელის ბაზარი, ალმუდენას კათედრალი. ეს არის მთელი ღირსშესანიშნაობები რაც მადრიდს შეუძლია შემოგთავაზოს. ჩემი აზრით მაგ სიაში შესვლა ეკუთვნის მუსეო დე ხამონს - ანუ ლორის მუზეუმს, აუცილებლად ისაუზმე ან ლანჩზე შეიარე, ეგ იგივეა თბილისში კარგ სახინკლეში ხინკალი არ ჭამო და ისე წახვიდე საქართველოდან.
კარგი ისაა, რომ ეს ადგილები სულ ახლო ახლოა ერთმანეთთან და თუ გონივრულად გაანაწილებ - ერთი მეორეს მიყოლებით მოივლი. მაგალითად:
1. დღე პირველი - სამეფო სასახლე, ალმუდენას ტაძარი, საბატინის ბაღები,პლასა დე ორიენტე, სან მიგელის ბაზარი, ესპანეთის მოედანი.
2. დღე მეორე - სოლის მოედანი, მუსეო დე ხამონი იქვეა, სიბელესის მოედანი, პრადოს ალეიას ჩამოუყვები იქედან, იქვეა ტისენ ბორნემიცას მუზეუმი, მერე ცოტა ქვემოთ ისევ მაგ ალეიაზე პრადოს მუზეუმი, პრადოს გაგრძელებაზეა სამეფო ბოტანიკური ბაღი. ზამთარში იყო ულამაზესი და ეხლა რა იქნება ხო აზრზე ვარ

მე კიდე გირჩევდი ბოტანიკური ბაღის მერე შეგევლოთ ატოჩას ტროპიკულ ბაღებში - ატოჩა არის მატარებლის დიდი სადგური და გვერდით აქვს ულამაზესი ბოტანიკური ბაღი, თუ დაგრჩა დრო შეიარე, თუ არა დიდი გულდასაწყვეტი ეგ არაა.
3. მესამე დღეს კი რავი, თუ რომელიმე ძაან მოგეწონოს ხელახლა გაუარე და ეგაა

))
თან რასაც გიწერ ეგ ყველაფერი ერთმანეთის გვერდითა და იმ თანმიმდევრობით მიდის, როგორც მე დაგიწერე. ფეხით სასიარულოდ ნამდვილად არაა შორი, დიდ დისტანციებზე არაა საუბარი. თუ დაიღალო მეტროს კარგი სისტემა აქვს მადრიდს და ევრონახევრად ჩაძვრები და ამოძვრები სადაც გინდა

სასტუმროს რაც შეეხება, გრან ვია არის მადრიდის რუსთაველი, უამრავი სასტუმროა მაგ ქუჩაზე და არაა ძვირი, მანდ აიღე და ყველაფერთან ფეხით სავალ მანძილზე იქნები. მე Hotel Rex-ში ვჩერდები ხოლმე, მაგათი ფასებიც ნახე, რემონტი გააკეთეს ბოლოს რომ ვიყავი და იმედია თავში არ აუვარდათ და ფასები არ აწიეს. კარგი სასტუმროა, შვედური მაგიდის საუზმით და ძაან კარგ ადგილას, კმაყოფილი დარჩები
This post has been edited by nanka_iuristka on 13 Jun 2012, 17:05