დიდი ფიქრის და განსჯის მერე, ჩემი დაპირებული თემა

ესპანეთს აღმოსავლეთით ესაზღვრება ევროპის უდუდესი ზღვა „ხმელთაშუა ზღვა“, რომლის ფართობი დაახ. 2,5 მილიონი კმ². მიუხედავად მისი დიდი ზომისა , საკმაოდ ცოტა რაოდენობის კუნძულების პატრონია : კორსიკა(საფ.), სიცილია(იტ.), სარდინია(იტ.), კრეტა(საბრ.), მალტა, კვიპროსი და რა თქმა უნდა ბალეარის კუნძულები

ჩვენ ეხლა ამ უკანასკნელეზე ვისაუბრებთ

ბალეარის არქიპელაგი შედგება ოთხი დიდი და უმარავი პატარა კუნძულისაგან.
ესენი არიან : მენორკა, მალიორკა, იბიზა და ფორმენტერა.
ტერიტორია 4992კმ² მოსახლეობა 938 ათასი კაცი. კუნძული არის ესპანეთის შემადგენლობაში და ავტონომიის სტატუსი აქვს. დედაქალაქი არის პალმა-დე-მალიორკა. მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი კატალონიურ ენაზე საუბრობს. კუნძულის ძირითადი შემოსავალი არის ტურიზმი.

ძალიან ბევრი ლეგენდა არსებობს ამ კუნძულის ადრეულ მკვიდრებზე ...
ერთ-ერთი თქმულებით კუნძული დაპყრობილი (ან ათვისებული) იქნა როდოსელი კოლონიზატორების მიერ ტროას ომის შემდეგ.
კუნძულის მოსახლება ძაან შერეული იყო, გადმოცემებით ცნობილია რომ , მოსახლეობა შიშველი დადიოდა ან ეცვათ მხოლოდ ცხვრის ტყავის სამოსი . მხოლოდ ფინიკიელმა შეიტანეს ცოტა ცივილიზაციის მსგავსი და გამოაწყვეს ტუნიკებში (ისე რომაელების მოგონილი სამოსია). სხვა გადმოცემებით ისინი მხოლოდ ძაან ცხელ ამინდებში იყვნენ შიშვლები. ( საწყლები

)
ბალეარაის კუნძულები ხელიდან ხელში გადადიოდა კართაგენის, რომის და ფინიკიელების მიერ.
კუნძული ძაან ნაყოფიერი იყო, ყველაფერი ხარობდა ღვინისა და ზეთის ხილის გარდა. ძაან ბევრი კურდღლები ყავდათ და თავისუფლები იყვნენ შხამიანი ქვეწარმალებისგან .
რომის იმპერიის დაცემის შემდეგ კუნძული დაიპყრეს გერმანულმა ტომებმა ”ვანდალებმა” , შემდეგ ბიზანტიელებმა , მაგრამ მალევე დაკარგეს და დაუთმეს მავრებს ....
1113 და 1115 წლებს შორის ბალეარის კუნძულებზე მოაწყვეს ექსპედიცია ტოსკანიის და ლომბარდიის ფლოტებმა, მიზანი იყოო დაეარსებინათ პორტი ტორესი.
XIV საუკუნეში კუნძული დაიპყრო მეფე ჰაიმე დამპყრობელმა (არაგონმა) რაც გახდა საფუძველი მალიორკის სამეფოს დაარსების, მაგრამ 1344 წელს შეწყვიტა არსებობა.
ამის მიზეზე იყო კასტილისს დედოფლის იზაბელასი და ფერდინად II არაგონის ქორწინება.
კუნძულის ადგილიმდებარეობის გამო ხშირად ხდებოდა მეკობრეების თავდასხმები, ამიტომ შეშინებული მოსახლეობა დრო და დრო ტოვება თავიანთ ადგილს.
1802 წელს საფრანგათთან მიღწეული შეთანხმებით ბალეარის კუნძულები გადავიდა ესპანეთის ხელში.

ესპანეთის მეფის საზაფხულო რეზიდენცია
პ.ს. ეს ჩემი პირველი დიდი სტატიაა ასე რომ ძაან კრიტიკულები ნუ იქნებით
This post has been edited by MrFenix on 6 Apr 2008, 14:31