მოკლედ რა ხდება ახლა…ბევრი განსჯის შემდეგ მაინც მასზე შევჩერდი.
ამ პიროვნების შესახებ ჯერ კიდევ მეექვსე თუ მეშვიდე კლასში შევიტყე, როდესაც ინკვიზიციის პერიოდის ევროპას გავდიოდით ისტორიაში. ინფორმაცია კიდევ ძალიან ზედაპირული იყო..ესა და ეს…ამადა ამ ორდენის დამფუძნებელი და მორჩა…აღარც მახსოვდა ეს ადამიანი სიმართლე რომ ვაღიარო……ამას წინათ რომელიღაც გადაცემაში მოვკარი ყური.მივაშურე ვიკიპედიას და დიდი გაკვირვებით აღმოვაჩინე, რომ ბასკი იყო ,ხოლო როცა მის ბიოგრაფიას ჩავუღრმავდი ავღფრთოვანდი ამ ადამიანის შეუპოვრობითა და ბრძოლისუნარიანობით. ხოდა გადავწყვიტე რომ სწორედ ამ მებრძოლ წმინდანზე დამეწერა ერთი ორი სიტყვა.
ეს მებრძოლი ადამიანი კი ”იეზუიტთა ორდენის” დამფუძნებელი,მამა და პირველი გენერალი-ეგნატე ლოიოლა გახლავთ.
ყველაზე საინტერესო კი ისაა,რომ დადის ხმები, დონ მიგელ დე სერვანტესის სახელგანთქმული ნაწარმოების პერსონაჟის პროტოტიპი სწორედ რომ ეგნატეაო.

იგნასიო(ეგნატე იგნასიოს ლათინური ვარიანტია) ლოიოლა ბასკეთში დაიბადა,გიპუსკოას პროვინციაში, ლოიოლების საგვარეულო სასახლეში. აი დაბადების ზუსტი თარიღი კი ცნობილი არაა(სავარაუდოდ 1491წლის 24 დეკემბერს). ცამეტ და-ძმაში ყველაზე უმცროსი იყო. უკვე 14 წლისას არც დედა ჰყავდა და არც მამა. უფროსმა ძმამ იგი კასტილიის სამეფო სახლის ხაზინადარის-ხუან ველასკესის სასახლეში გაგზავნა.სადაც იგი პაჟად მსახურობდა. როგორც კი სრულწლოვანებას მიაღწია იგნასიო სამხედრო სამსახურში ჩაეწერა. პამპლონის ალყისას იგი მძიმედ დაშავდა…და ორი ურთულესი ოპერაციის გადატანა მოუწია. ექიმებს მასზე ხელი ჩაექნიათ უკვე და მღვდლისთვის აღსარების თქმას ურჩევდნენ. ლოიოლების მფარველი წმინდანის-წმინდა პეტრეს ხსენების დღეს იგნასიო ასეც მოიქცა და მოხდა პატარა სასწაული,მეორე დღისათვის მის სიცოცხლეს უკვე საფრთხე აღარ ემუქრებოდა. თუმცა ერთი ოპერაციის გადატანა კიდევ მოუხდა(ძვალი შეეზარდა არასწორად) . გამოჯანმრთელების პერიოდში რაინდთა თავგადასავლების წაკითხვა მოინდომა,მაგრამ ლოიოლების სასახლეში ”ქრისტეს ცხოვრებისა” და წმინდანთა ცხოვრების ერთი ტომის გარდა არაფერი არ აღმოჩნდა. აქედან დაინტერესდა ეგნატე რელიგიით.იეზუიტთა ორდენის დაარსებისკენ გზაზე მას ბევრი წინააღმდეგობის გადალახვა მოუხდა. იგი ციხეშიც კი იჯდა იმის გამო, რომ თავის სახელგანთქმულ სულიერ სავარჯიშოებს ასწავლიდა ხალხს და ადგილობრივმა სასულიერო პირებმა ერესში დასდეს ბრალი. იმისათვის რომ ჰქონოდა ხალხისთვის სწავლებისა და ქადაგების უფლება 33 წლის ასაკში პატარა ბავშვებთან ერთად იჯდა საკლასო ოთახში და სწავლობდა ლათინურს,შემდეგ იყო უნივერსიტეტები ალკალაში, სალამანკაში(სადაც ადგილობრივმა საეკლესიო სასამართლომ განიხილა მისი სულიერი სავარჯიშოები,მასში ვერაფერი იპოვა ერეტიკული და მოხსნეს ბრალი) და ბოლოს პარიზში სადაც მან მიიღო ჯერ მაგისტრის, ხოლო შემდეგ დოქტორის ხარისხი ფილოსოფიაში,ამიერიდან მას შეეძლო ესწავლებინა არა მხოლოდ პარიზში..არამედ იქ სადაც თვითონ მოესურვებოდა. პარიზში ხვდებოდა თავის თანამოაზრეებს. საფრანგეთში მათ ჩაიფიქრეს მათ ბერების ორდენის შექმნა. თუმცა ეგნატე ჯანმრთელობის გაუარესების გამო იძულებული გახდა ესპანეთში გამგზავრებულიყო,იგი ვენეციაში გაჩერდა და თავის თანამოაზრეებს ელოდა.ისინი წმინდა მიწაზე ჩასვლასა და თავიანთი ორდენის დაფუძნებას იქ გეგმავდნენ თუმცა ვენეცია-თურქეთის ომმა მათ ხელი შეუშალა და რომისკენ გზას დაადგნენ. რომის პაპ პავლე მესამესთან აუდიენციის შემდეგ პაპმა დაავალა პიერ ლეფევრსა და ლეინეზს რომ მათ რომის უნივერსიტეტში ესწავლებინათ ღვთისმეტყველება. ხალხი მათ დიდი ინტერესით უსმენდა..თუმცა არისტოკრატებმა და სასულიერო პირებმა მათ წინააღმდეგ შეკრეს პირი. საქმეს ცუდი დასასრული უჩანდა..თუმცა ეგნატემ მოახერხა შეხვედროდა რომის პაპს,რომელთან ხანგრძლივი საუბარის შემდეგაც პავლემ გადაწყვიტა მხარი დაეჭირა ლოიოლასთვის. შემდეგი ნაბიჯი უკვე იეზუიტთა ორდენის დაარსება იყო. მალევე ეგნატემ პავლე მესამეს წარუდგინა წესდება,სადაც სამ ძირითად აღქმას ემატებოდა მეოთხე-წმინდა მამის პირდაპირი მორჩილება. 1540 წლის 27 სექტემბერს პაპის ბულით “regimini militantis ecclesiae” დაარსდა იეზუიტთა ორდენი, რომლის პირველ დიდ წინამძღვრად არჩეულ იქნა ეგნატე ლოიოლა.მან მთელი თავისი დარჩენილი სიცოცხლე ამ ორდენს შეალია. იგი გარდაიცვალა 1556 წლის 31 ივლისს რომში. დაკრძალულია ალ-ჯეზუის ეკლესიაში. ითვლება გიპუსკოასა და პოეტთა მფარველად .
სიამოვნებით დავწერდი უფრო ვრცლად..მაგრამ ყველაფრის დაწერა უბრალოდ შეუძლებელია,იმის ნახევრის ნახევარიც ვერ დავწერე რაც ამ კაცს გადახდა და გადაიტანა.
This post has been edited by Patrizia21 on 12 Apr 2008, 20:53