ვაიჰ
მეც კი ვიცი, ოღონდ ძალიან ცოტა

სერია მუი ბიენ სი ნოსოტროს პოდრიამოს აბლარ ენ ესპანიოლ ალგუნ დია. იო ესტუდიო ლა ლენგუა სოლო ტრეს მესეს, აორა ტენემოს ვაკასიონეს ი ნო კიერო ოლვიდარ aquello პექენიო ლო ქე სე.
თუ როგორ იქნება? ნუ გამასამართლებთ თუ მთლად სწორიც არაა

ახლა მოგიყვებით ქალაქ ვალენსიის შესახებ

ქალაქი კიარა ჩემი გახარებაა რასაც ქვია

ქალაქი ვალენსია
ეს არის ვალენსიას ავტონომიის დედაქალაქი, ესპანეთის სიდიდით მესამე ქალაქი.
ქალაქის ძველი, ლათინური სახელი იყო Valentia რაც ნიშნავს, სიძლიერეს, ძალას. მურების ბატონობის პერიოდში ქალაქს ეძახდნენ Balensia არაბულად. მოგვიანებით სიტყვამ ჟღერადობა შეიცვალა და ჩვენამდე მოაღწია როგორც „ვალენსიამ“. 2005 წლიდან ქალაქის მერია ქალბატონი რიტა ბარბერა ნოლია.
არქიტექტურა
`barrio del Carmen `, ასე ჰქვია უბანს სადაც განთავსებული შენობები თარიღდება რომაელებისა და არაბების ბატონობიდან. ვალენსიალების კათედრალი გოთიკური, ბაროკოსა და რომანული არქიტექტურის ნაზავს წარმოადგენს და აშენებულია მეცამეტე- მეთხუთმეტე საუკუნეებში.ასევე ქალაქში განთავსებულია გოთიკური ბაზილიკა (basilica de la virgen de los desamparados) .
სანტიაგო კალატრავამ, რომელიც მსოფლიოს ერთერთ წამყვან არქიტექტორადაა მიჩნეული ქალაქ ვალენსიაში განათავსა თავისი განთქმული Ciutat de les arts i les Ciencies(ვალენსიურად წერია და არ იფიქროთ რომ არეული ესპანურია) რომელიც მოიცავს მეცნიერების მუზეუმს IMAX სინემას და ოკეანოგრაფიის პარკს, ვალენსიას მიუზიკ პალასი ანუ პალაუ დე ლა მუზიკა ასევე არის თანამედროვე ვალენსიას ერთერთი სავიზიტო ბარათი.
ვალენსიას კათედრალი რეკონკისტას პერიოდში იწოდებოდა მთავარ ეკლესიად(Iglesia mayor) იგი განთავსებულია ძველი რომაული ქალაქის ცენტრში სადაც გადმოცემით განლაგებული იყო რომაელთა ქალღმერთ დიანას ტაძარი. გოთების ბატონობისას როგორც ჩანს მასში ტარდებოდა მსახურება მათი მთავარი ღმერთისადმი. როდესაც ელ სიდმა ვალენსია გაათავისუფლა არაბთა ბატონობისაგან ტაძარი წმინდა ღვთისმშობლის სახელობის გახდა , არაბების ბატონობის პერიოდში ძალიან შელახულიყო და შორს იდგა ვალენსიას მთავარი საკათედრო ტაძრის წოდებისგან. ეპისკოპოსმა ანდრეს დე ალბალატმა 1262 წელს დაიწყო ტაძრის განახლება, მაგრამ მან თავისი სახსრებით ბევრს ვერ გაწვდა, ეპისკოპოსმა ვიდალ დე ბლანესმა ააშენებინა კათედრალის მთავარი შესასვლელი, ხოლო ხაიმე არაგონელმა კი ტაძარს აუშენა ციხე-სიმაგრე რომელსაც „მიგელეტედ“ მოიხსენიებენ ქალაქში, ვინაიდან იგი აკურთხეს წმინდა მიქაელის(მიგელი ესპანურად) დღეს 1418 წელს. მეთხუტმეტე საუკუნეში ეკლესიისა არქიეპისკოპოს ლუის ალფონსო დე ლოს კამეროს ხელში გადადის, ეკლესიას ემატება უფრო ლამაზი გუმბათი და რაც მთავარია 1674 წელს იწყება მთავარი სამლოცველოს მშენებლობა, კედლები მოაპირკეთეს მარმარილოთი და ბრინჯაოთი. მეთვრამეტე საუკუნეში გერმანელი არქიტექტორი კონრად რუდოლფუსი აშენებს მთავარი შესასვლელის ფასადს. საუცხოო ვერცხლის რერედოები რომელიც საკურთხევლის უკან იყო განლაგებული უკვალოდ დაიკარგა( მოიპარეს) 1808 წელს ომის პერიოდში. ტაძარს ამშვენებდა ცნობილი ესპანელი მხატვრების მიერ მოხატული ფრესკები. წმინდა საკრამენტის ეკლესიის უკან განლაგებულია პატარა რენესანსული ეპოქის სამლოცველო რომელიც კალიქსტუს მესამემ ააშენებინა. მის გვერდით კი განთავსებულია“ვირხენ დე ლოს დესამპარადოს“ ცნობილი სამლოცველო.
კულტურა.
ვალენსია ცნობილია თავისი ლას ფალიასის ფესტივალით რომელიც იმართება მარტში. გააჩნია თავისი მეტრო. ჰყავს საკმაოდ წარმატებული საფეხბურთო კლუბი „ვალენსია“ რომლის ბოლოდროინდელ წარმატებებს მიეკუთვნება ჩემპიონთა ლიგის ორი ფინალი, ესპანეთის ლიგის თასი 2002 და 2004 წლებში და ამ უკანასკნელ წელს თავიანთ აქტივებს დაუმატეს უეფას თასი და თასების მფლობელთა თასი. გარკვეული პოლიტიკური ზეწოლის გამო წარსულში აკრძალული იყო ვალენსიურ ენაზე ლაპარაკიც კი რამაც თავისი დაღი დაასვა და გარკვეული ხნის განმავლობაში ამ ენაზე იმოსაუბრეს შვიათად თუ მოძებნიდით ვინმეს, თუმცა ახლა ვალენსიური გამოიყენება არამარტო ლაპარაკისას არამედ ოფიციალურ ინსტანციებშიც, ქალაქში შეიძლება შეგხვდეთ ქუჩის სახელის მიმანიშნებელი ტრაფარეტი ესპანურად რომელსაც მიწერილი იქნება იგივე ვალენსიურადაც, ასევე მეტროში სადგურების სახელები ცხადდება ესპანურად და ვალენსიურად.ვალენსია გახდა ერთადერთი ევროპული ქალაქი, რიომელმცაც 2007 წლის ივნისში უმასპინძლა ამერიკის თასს იახტინგში .
ვალენსიაში მდებარეობს ეკლესია, პატარა ბაზილიკა ფორსაკენი, რომელშიც გადმოცემით ინახება წმინდა გრაალი სანტო კალისი(ასე ეძაციან პატარა ქვის თასს რომელიც გადმოცემით ქრისტეს ეკუთვნოდა), რომელიც მოტანილ იქნა ვალენსიაში იმპერატორის მიერ მესამე საუკუნეში.
ისტორია
ქალაქ ვალენსიას სახელი ადრეულ ეპოქაში იყო Valentia ხოლო ანტიკურ ეპოქაში ქალაქი ცნობილი იყო როგორც Editania. რომაელი ისტორიკოსის, ფლორუსის ცნობით ეს ქალაქი წარმოადგენდა რომის იმპერიის სამხედრო კოლონიას, იგი დაპყრობილ იქნა რომაელების მიერ 140 წელს ჩვენს ერამდე იუნიუს ბრუტუსის მიერ, ქალაქში გააშენეს მდინარე ტურიას სანაპიროზე და დასახლდნენ ის ჯარისკაცები რომლებიც მისი თაოსნობით იბრძოიდნენ, მაგრამ მოგვიანებით ქალაქი მიწასთან იქნა გასწორებული პოპმპეუსის მიერ, ბრუტუსის სერტორიუსისადმი ერთგულების გამო. თუმცა ქალაქი მალევე თავიდან ააშენეს და პომპონიუს მელას ცნობით ვალენსია ესპანეთის ერთერთ მთავარ და მნიშვნელოვან ქალაქს წარმოადგენდა.
ქალაქი სხვადასხვა დროს ოკუპირებული იყო ვისგოთების, მურებისა და შემდეგ არაგონელების მიერ.
როდრიგო დიას ელ ვივარმა (ელ სიდი) დაიბრუნა ქალაქი 15 ივნისს 1094 წელს. ელ სიდის სიკვდილის შემდეგ ქალაქზე ბატონობა მისმა მეუღლემ, დონია ხიმენამ გადაიბარა, თუმცა მისი მმართველობა მხოლოდ ორ წელს გაგრძელდა, ქალაქს ალყა შემოარტყეს ალმორავიდებმა 1102 წელს მათ დაიპყრეს ქალაქი, ესპანეთის იმპერატორმა ალფონსომ ჯარი დაძრა ქალაქის მიმართულებით, თუმაღა ჯარი იმდენად სუსტი იყო რომ მათ ვერ გაამაგრეს ქალაქი და ვალენსია კვლავ ალმორავიდების ხელში რჩებოდა. 1238 წელს 28 სექტემბერს, მეფე ხაიმე დამპყრობელმა 50 000 არმია შეჰყარა რომელიც შემდგარი იყო არამარტო ესპანელებისაგან არამედ იტალიელების, ფრანგების, გერმანელებისა და ინგლისელებისაგან. მან დაიბრუნა ვალენსია თუმცა ხაიმე პირველი დამპყრობელი მას გააერთიანებს არაგონელთა სამეფო გვირგვინის ქვეშ შემავალ სამეფოებთან როგორც ვალენსიას სამეფოს.
პირველი დაბეჭდილი წიგნი და საერთოდაც პირველი ბეჭდვითი ორგანოები განლაგებული იყო ვალენსიაში, პირველი წიგნი, ბიბლია დაიბეჭდა ვალენსიაში დაახლოვებით 1478 წელს ბონიფაცი ფერერის დახმარებით.
სწორედ ვალენსიელმა ბანკირებმა ასესხეს დედოფალ იზაბელას ფული რათა მას დაეფინანსებინა კოლუმბის მოგზაურობა.
ბურბონების სახელმწიფოს სათავეში მოსვლის შემდეგ ქალაქმა დაკარგა უფლება რომ მათ მიერ საუკუნეების განმავლობაში მიღებული კანონთა კრებული“ფურები“ რომელიც საუკუნეების განმავლობაში მოქმედებდა ვალენსიაში გამოეყენებინათ, ბურბონებმა მათი გამოყენება აკრძალეს.
ესპანეთში ინკვიზიციის ბოლო მსხვერპლი იყო სკოლის მასწავლებელი კაეტანო რიპოლი, რომელსაც ბრალს სდებდნენ დეისტობასა და მასონობაში, იგი სიკვდილით ვალენსიაში დასაჯეს.
ესპანეთის სამოქალაქო ომის პერიოდში, ავტონომიის დედაქალაქი გადატანილი იქნა ვალენსიაში. ომის შემდგომი პერიოდი ძნელად გადაიტანეს ვალენსიელებმა, ფრანკოს რეჟიმის პერიოდში ვალენსიური ენის სწავლება და მასზე ლაპარაკიც კი სასტიკად იკრძალებოდა და ისჯებოდა.1957 წელს ქალაქს უბედურება დაატყდა თავს, მდინარე ტურია ადიდდა, შედეგი იმდენად საზარელი იყო, რომ გადაწყდა გაეჭრათ არხი და მდინარესთვის მიმართულება შეეცვალათ.
ვალენსიამ ავტონომიის სტატუსი 1982 წელს მიიღო. 2006 წლის სამ ივნისს ვალენსიის მეტროში მოხდა ინციდენტი რომელმაც 40 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, გამოძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობს, ერთერთი ვერსიად ტერორისტული აქტიც განიხილება.
* * *
იმაქს-სინემა

ესეც იგივე სიუდად დე ლოს არტეს ი სინსეას ნაწილი

ვალენსიას და ევროპის საუკეთესო გუნდი ქალაქის მერთან ერთად ქალაქის მერიის შენობაში


ვალენსიამ კოპა ამერიკას უკვე უმასპინძლა


მაკლარენ-მერსედესის საჯინობომ წელს თავიანთი ბოლიდის პრეზენტაცია ვალენსიაში მოაწყო იმავე სიუდად ლოს ატრეს ი სინსეაში

მერსედესი,ნანდო ალონსო და ვალენსია
