ესე იგი რა ხდება.ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა ვიფიქრე..გადავწყვიტე ერთი ორი ტკბილი სიტყვით პიკასოც მომეხსენიებინა ამ თემაში...ამხელა ესპანელი..ამხელა კაცი გენია რათ არ უნდა იყოს ამ თემაში. დარწმუნებული ვარ ბევრი თემა გაიხსნებოდა მასზე კულტურა და ხელოვნებაში..მაგრამ მე აქაც მინდა რომ იყოს.
პირადად მე..რაღაც გარკვეული სუბიექტური და წარმოიდგინეთ ობიექტური მიზეზების გამოც სალვადორ დალის შემოქმედებას ვანიჭებ უპირატესობას და ..მაგრამ არანაირად არ ვაკნინებ ამ ადამიანის მიღწევებს და საერთოდ გენიალიზმს....არ გვიყვარს იმიტომ რომ მისი ნახატების არაფერი გვესმისო ხშირად გამიგია... ბოლოსდაბოლოს, იმას რასაც ის ხატავდა გაგება არ სჭირდება..დანახვა უნდა პირველ რიგში..ბევრ რამეს ვერც მე ვხედავ ხოლმე..მარა გამომდის ამ ბოლოს

თუ ამ ახლო მომავალში იმ გაცვლითი პროგრამით მართლაც ჩამოიტანენ პიკასოს ნამუშევრებს საქართველოში ძალიან კარგი იქნება...

….პაბლო დიეგო ხოსე ფრანსისკო დე პაულა ხუან ნეპომუკანო მარია დე ლოს რემედიოს სიპრიანო დე ლა სანტისიმა ტრინიდად კლიტო რუის ი პიკასო. იგივე პაბლო რუის ი პიკასო .მოკლედ - პაბლო პიკასო . კაცი ხელოვნება, კაცი კუბიზმი და კაცი ქალების მოყვარული.
პაბლო მალაგაში დაიბადა, დონ ხოსე რუის ბლასკოსა და დონია მარია პიკასო ი ლოპესის ოჯახში. პაბლოს შემდეგ მათ კიდევ ორი გოგონა შეეძნინათ, დოლორესი და კონსეპსიონი. პაბლოს მამა თვითონაც მხატვარი იყო და ადგილობრივ ხელოვნების სკოლაში ასწავლიდა. მრავალსულიანი ოჯახი საკმაოდ ხელმოკლედ ცხოვრობდა და როდესაც დონ ხოსემ მაღალანაზღაურებადი სამსახურის შემოთავაზება მიიღო , პიკასოები დაუყოვნებლივ ლა კორუნიაში გადაბარგდნენ. სწორედ აქ დაიწყო პაბლომ სიარული ხელოვნების სკოლაში…მაგრამ როდესაც დონ ხოსეს ბარსელონაში შესთავაზეს პროფესორობა..ოჯახი რაღათქმა უნდა ბარსელონაში გადავიდა საცხოვრებლად.
პაბლოს სახვით ხელოვნებაში პირველი გაკვეთილი მამამ ჩაუტარა..თავის პირველ ნამუშევარს-პიკაბორას იგი სიცოცხლის ბოლომდე არ იშორებდა გვერდიდან. პაბლოს ბიძამ მას ფული გაუგზავნა,რათა ესწავლა მადრიდის სან-ფერნანდოს სამეფო აკადემიაში…თუმცა იმავე წლის ზამთარში დაანება იქ სიარულს თავი,ვინაიდან პრადოში სიარული უფრო მნიშვნელოვან საქმედ მიაჩნდა, მასზე განსაკუთრებით დიდი შთაბეჭდილება ელ გრეკოს ნამუშევრებმა მოახდინეს. თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო იძულებული გახდა ბარსელონაში დაბრუნებულიყო, სადაც იგი ხშირად სტუმრობდა კაფეს Els Quatre Gats, რომელიც ადგილობრივი ხელოვანებისა და ინტელექტუალების შეკრების ადგილი იყო. ამ კაფეში გაიცნო და დაუმეგობრდა მხატვარ კასაგემასს და პოეტ საბერტესს. პიკასომ კასაგემასთან ერთად პარიზს მიაშურა, სადაც მონმარტრზე სტუდიაც კი გახსნეს.1901 წლის თებერვლის სუსხიან დღეს, საყვარელი ქალისგან უარყოფილმა კასაგემასმა, პარიზის ერთერთ კაფეში თავი მოიკლა. ეს დიდი დარტყმა აღმოჩნდა პაბლოსთვის. იგი თავის შემოქმედებაში ისევ და ისევ უბრუნდებოდა მისი სიკვდილის თემას..

კასაგემასის სიკვდილით მის შემოქმედებაში ცისფერი პერიოდი იწყება. იგი ხატავს მათხოვრებს, მეძავებს, არლეკინებს… 1904 წელს იგი საბოლოოდ დასახლდა პარიზში სადაც მან გაიცნო ფერნანდა ოლივიე, მისი მუზა და საყვარელი მრავალი წლის განმავლობაში.მათი ურთიერთობა იმდენად სერიოზული სახე მიიღო. რომ პაბლომ მას ცოლობაც კი სთხოვა, რაზეც უარი მიიღო, რადგანაც ფერნანდა უკვე გათხოვილი იყო.
პაბლო ხშირად სტუმრობდა მედრანოს ცირკს პარიზში, საიდანაც იგი იღებდა იდეებს თავისი ნამუშევრებისათვის. თანდათან მის ნახატებში ვარდისფერი იმკვიდრებს ადგილს,მისი არლეკინები და აკრობატები კი უფრო მოქნილნი,გრაციოზულები და მგრძნობიარენი ხდებოდნენ.. 1906 წელს მისი ამ ”ვარდისფერი პერიოდის ” თითქმის ყველა ნამუშევარი ამბროიზ ვოლანდმა შეიძინა. რაც იმას ნიშნავდა, რომ პიკასოს ფინანსური სიძნელეები აღარასოდეს აღარ შეაწუხებდნენ.
1907 წელს პიკასო თავის პირველ ნაბიჯებს დგავს კუბიზმში. ”ავინიონელი დიაცები” (მე რატომღაც მირჩევნია ამ სურათს ავინიონელი ლამაზმანები დავუძახო..მაგრამ ხშირად მსაყვედურობენ..არაფერი აქვთ ამ ქალებს ლამაზმანებისაო

მარა დიაცი ყურს ხვდება ცუდად და..

) პიკასომ აფრიკული კულტურის ზეგავლენით დახატა. ნამუშევარი კრიტიკოსებმა შეუბრალებლად გათელეს თავიანთი შეფასებებით და აფრიკის ეთნიკური ხელოვნების უნიჭო იმიტაციადაც მონათლეს. თუმცა იყვნენ ისეთებიც -რომლებიც აღფრთოვანდნენ პიკასოს ამ წამოწყებით, მათ შორის იყო ჟორჯ ბარკი, რომელიც შემდგომში უკვე პაბლოსთან ერთად მუშაობდა კუბიზმის განვითარებაზე.

1916 წელს ახალგაზრდა ჟან კოქტომ პიკასოს რუსული ბალეტის ხელმძღვანელი დიაგილევი გააცნო. რომელმაც პაბლოს სთხოვა მისი ბალეტის, ”პარადის” დეკორაციაზე ემუშავა, რაზეც თანხმობა მიიღო კიდეც. ამ დეკორაციაზე მუშაობისას გაიცნო პაბლომ ოლგა ხოხლოვა, რომელზეც იქორწინა კიდეც მოგვიანებით..
კუბიზმის შემდეგ პაბლო უფრო კლასიკურ საწყისებს უბრუნდება…მისი შემოქმედების ეს პერიოდი ცნობილია როგორც კლასიციზმი.
მისი შვილის, პაოლოს დაბადების შემდეგ, პაბლო არაერთხელ დაუბრუნდება დედისა და შვილის თემას.
მსოფლიო ომებმა დიდი გავლენა მოახდინეს მის შემოქმედებაზე.განსაკუთრებით აღსანიშნავი ალბათ მაინც ”გერნიკაა” (რომელსაც რატომღაც მუდამ გენრიკას ვეძახი..ასე უფრო მეადვილება..ერთხელ თუ მიეჩვიე რამეს მტრისას ესე იგი რაა

). მისი დახატვა პაბლოს პარიზის მსოფლიო გამოფენისთვის ესპანეთის მთავრობამ სთხოვა. მას თავდაპირველად ამ სურათთან დაკავშირებით სხვა გეგმები ჰქონდა , მაგრამ მას შემდეგ რაც გაიგო გერნიკაში დატრიალებული ტრაგედიის შესახებ, გადაწყვეტილება შეცვალა. გერნიკა მთელი სიმძაფრით ასახავს ამ პატარა ქალაქში დატრიალებულ საშინელებას.

1944 წელს პიკასო კომუნისტური პარტიის წევრი გახდა და ორჯერ იქნა დაჯილდოვებული სტალინის სახელობის მშვიდობის ორდენით. იგი 92 წლის ასაკში გარდაიცვალა 1978 წლის 8 აპრილს -საფრანგეთში.
აქვე დავამატებდი, რომ თავდაპირველად თავის ნამუშევრებზე პაბლო ხელს აწერდა მამის გვარით-რუის ბლასკო..მოგვიანებით კი დედის გვარი აიღო -პიკასო.

ესეც პაბლოს "სამი მუსიკოსი"

მეტი მოკლედ არ შემეძლო