faustinaდაბმული ხომ არა ხარ შე კაი ადამიანო?
ეხლა ესპანეთზე მოგიყვებით ნამდვილ ამბავს, ვისაც შეემთხვა იმან მოყვა აქ.. ესეეგი, ზუსტად არ მახსოვს, ვალენსიაში მოხდა თუ ბარსელონაში.. უფრო მე მგონი ბარსელონაში. 4 მეგობარი ბიჭი ჩავედით ბარსელონაში 1 კვირით დასასვენებლადო და ქუჩაში გაგვაჩერა პოლიციამ, ორი კაცი იყვნენ ფორმებითო.. კრიმინალური პოლიცია.. პატარა ჩხრეკა ჩაგვიტარესო და გვთხოვეს ავტომობილში ჩავმჯდარიყავითო. ჩვენც რას ვიზავდით ენა არ ვიცოდით არაფერი, რა უნდა გვეთქვა.. ვიზეი გვქონდა და ლეგალურად ვიყავითო, ჩავჯექითო. ამოგვაღებინეს ყველას საფულეები, საბუთები და დაილაგეს წინო.. აიღო ტელეფონი (რაცია) დაიწყო რეკვაო.. და ცოტა ხანში გვთხოვეს მანქანიდან გადავსულიყავითო. ჩვენც გადავედით თუ არა დაქოქეს მანქანა და წავიდნენო
ანუ არ იყვნენ პოლიციელები.. გაუჩალიჩეს რა.. ხოდა, უპოვიათ ვიღაცა ესპანურის მცოდნე ქართველი, წავედითო ნამდვილ პოლიციაში და.. იქ რა უთხრეს არ იცით? აგერ მისამართიო - და რომ მიხვალთ ნაგვის ბუნკერებთან ეყრება თქვენი საბუთები, სამწუხაროდ ფულს არ დაგიტოვებდნენო.. ერთი წელია ასე ჩალიჩობენ, დავსდევთ და ვერ ვიპოვეთ მაგათი დედა ვატირეო
დარჩნენ გაღიმებულები. გამოაგზავნინეს ფულები და კი დაბრუნდნენ უკან..
ესპანეთში მართლა წაროვიდგენდი ასეთ რამეს.. ქართული პონტია რა.. საფრანგეთში არ ხდება ასეთი რამე.. ვერც გაბედავს ვერავინ.