Solveig
ensom

        
ჯგუფი: Moderators
წერილები: 61490
წევრი No.: 8096
რეგისტრ.: 6-January 05
|
#12054545 · 28 Dec 2008, 20:12 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
koba4ever არა, არაფერს არ ყიდულობ. საემიგრაციო ბარათს ავსებ და ნახევარს ტოვებ, ნახევარს ინახავ და უკან აბარებ გამგზავრების წინ. ბარათში წერ-სად მიდიხარ, ვისთან ან რის გაკეთებასდ აპირებ, სად იცხოვრებ უკრაინაში ყოფნის პერიოდში..ეგაა სულ.
Scarecrow
| QUOTE | | გულაობდნენ კი? -საკითხავი აი ეს არის |
აგერ, ა-ნახე:
გურამ რჩეულიშვილი
ფინურ სახლში: კარპატებში
ასოცდაოთხოთახიანი ფინური სტილის ტურბაზის ერთი ოთახი ქართველებს ეკავათ. კედელზე ჩამოკიდებული საათი რიტმულად სცემდა ერთფეროვან, მჟღერ ხმაზე. ხუთი საწოლი იდგა. ერთზე ნოდარს ეძინა. ნელთბილ ღუმელზე წინდები ეყარა, ხოლო მის გვერდზე წყლით გაჟღენთილი ფეხსაცმელები ეწყო. აორთქლებული წყლისა და ოფლის სუნი, მბჟუტავი ღუმელის ბოლი ოთახში მძიმე ჰაერს აყენებდა. ბალიშები და საბნები უწესრიგოდ ეწყო საწოლებზე, ხოლო მათ ქვევით ჭუჭყიანი სარეცხით გამოტენილი ზურგჩანთები ეყარა. ნახევრად ღია კარიდან პატეფონის ხმა ისმოდა. კარის გვერდზე, მოღუნულ ლურსმნებზე, ძლივს ეტეოდა შტორმოვკები, პალტოები და ნესტიანი პირსახოცები. ღია კარში ნელა შემოიპარა ტურბაზის ბებერი, ქეციანი, გამობენტერებული კატა და მძინარე ნოდარის ფეხებთან მოიკალათა. კედლის საათზე თხელი ძეწკვით ჩამოკიდებული გირა ბოლომდე ჩამოეშვა. საათი გაჩერდა. კატამ ნელა დაიკნავლა და მეზობელ საწოლზე გადაფორთხდა. ნოდარი გულაღმა გადაბრუნდა, საწოლი გულის გამაწვრილებლად აჭრიალდა. ერთხანს იტრიალა, მერე თვალები გაახილა. ცოტა ხანს ასე იწვა, მაგრამ გამოღვიძებული უფრო შეაწუხა ოთახის მძიმე ჰაერმა და წამოდგა. მივიდა კედელთან, სინათლე აანთო და თვალები მოიფშვნიტა. დამფრთხალი კატა საწოლიდან ჩამოხტა. ნოდარმა ხელი დაავლო და სწრაფად გარეთ გაუძახა. `ვერ ვიტან კატებს!~ გაიფიქრა. ფანჯარასთან მივიდა, ჩაყინული, ორფა ჩარჩო ძლივს გამოაღო, ჰაერი ღრმად შეისუნთქა. ოცდათხუთმეტგრადუსიანმა ყინვამ მაინც თავისი გაიტანა. ოთახში უცებ აცივდა. ნოდარმა ფანჯრები ჩაკეტა, შემობრუნდა და კედლებს მიაშტერდა. კედელზე სლავური ცხოვრების ამსახველი უგემოვნო აკვარელი ეკიდა. ჭრელი, ღია ფერები და გარმონით მოცეკვავე ვაჟის ქალის ფეხებთან გაკეთებული ბუქნი რაღაც ბრიყვულ სიხარულს გამოხატავდა. `ცუდია, მაგრამ რაღაც მაინც მომწონს, ალბათ, ეს ხალხი ბედნიერია. თუმცა ვინ იცის?~ გაიფიქრა ნოდარმა და სარკეში ჩაიხედა. ნამძინარევი თვალები დასწითლებოდა და ხშირ ხვეულ თმაში ბალიშიდან გამომძვრალი ბუმბულები ჩახლართვოდა. მერე ჩამოიღო ნესტიანი პირსახოცი და დასაბანად წავიდა. დაბანილი და თმადავარცხნილი მობრუნდა და საწოლქვეშიდან ზურგჩანთა გამოათრია. თეთრი პერანგი ამოიღო და საწოლის თავზე გადაკიდა. ქვევიდან მოისმოდა რუსული ვალსების ხმა. ნოდარმა პერანგი ჩაიცვა, შარვალი გაისწორა, კედლიდან გურამის შტორმოვკა ჩამოიღო და წრიპინა კიბით ქვედა სართულში ჩავიდა. ტურისტების სასადილო ოთახში მაგიდა აელაგებინათ და ჩქარ ვალსს ტაქტგამოშვებით ცეკვავდნენ. კედელთან სასადილოს მომსახურე ადგილობრივი მცხოვრები გუცულები ისხდნენ. `რა კარგი გოგოებია,~ გაიფიქრა ნოდარმა. ის მაინც რა კარგია, ანა-მარია, სწორი, წვრილი, ენერგიული ფეხები, ოდნავ სქელი თეძოები, სავსე, თექვსმეტ-ჩვიდმეტი წლის სლავი ქალის მკერდი და ოდნავ ფართო, ცოტა გლეხური მხრები~. გუნებაში აღწერა კიდეც ნოდარმა და გუცულებთან ახლოს მივიდა. _ ამდენი ხანი რამ გაძინა? _ შეეკითხა გურამი. _ ნეტა ახლაც მძინებოდა. ანა-მარიამ სულ ამაფორიაქა. _ ეეე, მაგას ჩვენც დიდი ხანია თვალებს ვუნაბავთ. მოიცა, მე მარიკას ვაცეკვებ, შენ იმის ადგილას დაჯექი და ელაპარაკე. _ კარგი, მიდი. გურამმა მარიკა გამოიყვანა. მარიკა გაუბედავად ცეკვავდა. `ალბათ, ჩემსავით, არ იცის ცეკვა, მაგრამ მაინც ყოჩაღია, არა მორცხვობს...~ გაიფიქრა ნოდარმა. მერე ანა-მარიას მიმართა: _ Можно присесть? _ Пожалуйста, седайте, _ მიუგო იმან უკრაინულად. ნოდარი დაჯდა და ხარბად უჭვრეტდა მის პროფილს. გუცული გოგონა ხმაამოუღებლად იჯდა, ოდნავ შეშინებული, უაზრო სახით. _ თქვენ აქაური ხართ? _ შეეკითხა ნოდარი. _ დიახ. _ სწავლობთ? _ არა. _ მეც თქვენსავით მთიელი ვარ, კავკასიიდან. ასე რომ, შევეწყობით,_ ისევ ალაპარაკდა ნოდარი, _ თქვენ რას იტყვით? _ ჰო, _ თქვა ანა-მარიამ მოუხედავად და თითქოს ცოტა გაწითლდა. _ რა ჰო? _ შეეკითხა ნოდარი. რადგან პასუხი ვეღარ მიიღო, თვითონვე განაგრძო: მე გამიგია, რომ თქვენში ომის დროს იყო ყაჩაღი ოსტაპ ბენდერი. ამბობენ, თქვენ ის ძალიან გიყვარდათ. მეც მიყვარს ყაჩაღები. თქვენ რა, არ გიყვართ? _ განა ყაჩაღის სიყვარული შეიძლება? _ ცივად თქვა ანა-მარიამ. _ ჰო, მაგრამ... _ ამ დროს ცეკვა შეწყდა და სიტყვა ვეღარ დაამთავრა. _ დაბრუნდით? _ ადგილი დაუთმო მარიკას, რომელიც გურამმა მოაცილა. მერე მობრუნდა და ცივად, ოდნავ ნაწყენი წამოვიდა გასასვლელისაკენ. კარებთან გურამი წამოეწია. _ ნოდარ, აი, იმ ბიჭს ხედავ? _ რომელს? _ აი, იქ, მაღალი გუცული, აქეთ რომ იყურება, სასადილოს კართან დგას. _ ჰო, დავინახე. _ მარიკამ მითხრა, ანა-მარიას საქმრო არისო. _ ნოდარს გაეღიმა. _ ზემოთ არ მოდიხარ? _ არა, ჯერ კიდევ ცოტას ვიცეკვებ, იქნებ ბედმა გამიღიმოს. _ კარგი. მე ავალ, რამეს წავიკითხავ. ნოდარი ჭრაჭუნა კიბეს აჰყვა. ოთახში შევიდა, სინათლე აანთო და საწოლზე მოკალათებული კატა გარეთ გამოაგდო, მერე გაიხადა ტანზე, სარკეში ჩაიხედა და საბანქვეშ შეწვა.
--------------------
საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე აქტიურად მომუშავე ჰიდროაგრეგატი არის მტრის წისქვილი. © სლავა მესხი
"ქალი-დიდი ძალაა"- გვეუბნება პარტია (© კ/ფ "შეხვედრა წარსულთან")
Vita nostra brevis est, brevi finietur, venit mors velociter, rapit nos atrociter, nemini parcetur!
|