Barryგამოვუშვი, თუ სპამ ფილტრი გამორთული არ გაქვს, მოვა დაახლ. 24 საათში.
PINKYჰო, HC უფრო მომწონს მეც ვიდრე CS.
ავტოსტოპით მოგზაურის 10 წესი:
1. ყოველთვის იყავი მეგობრული - გაიღიმე და რამე, არავის გაუსწორდება დაბღვერილი სიფათით მჯდომი მუნჯის გადაყვანა.
2. იქონიე მოთმინება - თუნდაც ჰორიზონტზე მანქანის ნასახიც კი არ ჩანდეს, მოითმინე, 1 მაინც გამოივლის და ზუსტად ის აგიყვანს. თუ მოთმინება არ გყოფნის და სადმე გეჩქარება, მაშინ წადი ავტობუსით.
3. იყავი გულწრფელი თავიდანვე - ანუ ტრასაზე მდგომ მოკლეკაბიან გოგოს რომ გაუჩერებენ და ეგრევე ბუჩქებიდან +3 კაცი გადმოხტება, ტეხავს.
4. აირჩიე შედარებით კარგად განათებული ადგილი სიბნელეში და ადვილად შესამჩნევი ტანსაცმელი ჩაიცვი, რომ მძღოლმა 100 მეტრიდან მაინც შეგამჩნიოს. რამდენიმე მეტრიდან თუ დაგინახა, მერე დაჭირდება გაანალიზება - სიფათზე მოწონხარ თუ არა, რამდენად შესაძლებელია იმ ადგილას გაჩერება და ა. შ. ამასობაში კაი მანძილს გაივლის და აღარც ელოდო, რომ გააჩერებს.
5. ევროპაში ერიდეთ სწრაფმავალ შოსეებს (თუ რა ჰქვიათ?) - აქ არათუ არ გაგიჩერებენ, არამედ კაი გვარიან ჯარიმასაც კი გამოჰკრავთ ხელს. გაჩერების შანსი გაიზრდება მეორადი მნიშვნელობის მქონე გზებზე.
6. სანამ ჩაჯდები, გაარკვიე, სადამდე მიგიყვანს, ითხოვს თუ არა გადაყვანაში ფულს (განსაკ. განვითარებად ქვეყნებში, სადაც ყველა მანქანა ტაქსია, მაგრამ მოლაპარაკებაც შეიძლება) და არის თუ არა ნარკოტიკის/ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ. მრავალი მოგზაურის აზრით, ავტოსტოპით მგზავრობის N1 საფრთხე არის არა ძალადობა, არამედ - ავტოსაგზაო შემთხვევები.
7. ქალთან ერთად ყოფნა განსაკუთრებით ზრდის შანსებს. დააყენეთ

-ით და თავად უკან დაელოდეთ. გაჩერებული მანქანების გაორენობა ერთი-ორად გაიზრდება.
8. უსაფრთხოებისთვის ეცადეთ, რომ ზურგჩანთა იყოს თქვენთან რაც შეიძლება ახლოს. მნიშვნელოვანი დოკუმენტები/ფული არასოდეს შეინახოთ ჩანთაში! რა იცი, რა დროს მოგიწევს ჩანთის მიტოვება და მოკურცხვლა

9.
10.
ცხრა და ათი თქვენ დაამატეთ.