საქართველოში ყურები მქონდა გამოჭედილი:
''ერევნელმა სომხებმა რომ სტუმრის პატივისტცემა იციან-მსოფლიოში მეორე ერი არ არსებობს ასეთიო.....''
ნუ კაროჩე-ოღონდ შენ (სტუმარმა) თავი იგრძნო კარგად-ყევლაფერ გააკეთებენო......
ჰო და ჩავედი სომხეთში ჩემს სომეხ მეგომართან სტუმრად 4 დღით (ერევანში).
საღამოს მივედი-ვახშმად გარგარი (ზაფხული იყო), კარაქი და სომხური ლავაში და პური მივირთვით ყველამ(დედამისმა,მე და ჩემმა მეგობარმა).
მეორე დილით,საუზმეზე-იგივე მივირთვით ისევ ყველამ.
საუზმის მერე გამოვედით,მთელი დღე ვიარეთ-ხან სად,ხან სად...
შუადღისით რამე ''ზაბეგალოვკაში''(მასგავ ზავეძენიაში ცხოვრებაში არ მიჭამია საჭმელი არც-ერთ ქვეყანაში
და არც ვაპირებ რომ ვჭამო) შევყავდი ჩემს მეგობარს - საჭმელი აქ ვჭამოთ და
გზა გავაგრძელოთო(ფულის ეკონომიის მიზნით)...
ჩემი შესვლა და გამოსვლა ერთი იყო......
მერე მე თვითონ ვარჩევდი ადგილებს-სად უნდა გვეჭამა საჭმელი......
ასე გავიდა 2 დღე......
მე-2-ე დღის ბოლოს ისევ იგივე(გარგარი,კარაქი და ლავაში და პური) რომ დამხვდა სახლშიიიიი-
აი,მაშინ კი ავწიე ერთი ამბავი: თუ სახლში საჭმელი არ გქონდა-რას მეპატიჟებოდი-მეთქი....
ბოდიშიოოოო, ჩევნ ვახშმად და საუზმეზე ზაფხულობით ამას ვჭამთო.....
შენ სხვა რამე გინდოდაო?
მე ვუთხარი: ხილს და კარაქს და პურს-ჩვენ დესერტად ვჭამთ-მეთქი.
მეორე დილით,"გავიხედე" და მაღაზიიდან შემოაცუნცულა ქათმის 2 გაყინული ბარკალი
(მისივე ფულით ნაყიდი....დედამისს მხოლოდ პენსია ჰქონდა და ფაქტიურად ჩემი მეგობრის ხარჯზე იყვნენ მთლიანად).
და იქ ამბავი ატყდაააააააააა.........
დედა შვილს არ აიყვანდა ხელში!
იქ დედამისმა აწია ამბავიიიიი:
"რატომ დახარჯე ამდენი ფული ქათმის ბარკალში-სახლში საჭმელი არ გვქონდაო? (

)
აქ გარგარიაო(გუშინ ვიყიდეო ახალი), იქ კარაქიაო,პურიც გვაქვს და ლავაშიცო"......

ეს ამბავი ხდება სამზარეულოში დაახლოებით 1 საათის განმავლობაში-სანამ ჩემმა მეგობარმა ის ბარკალი არ შეწვა.
და კიდევ ერთი ფაქტი:
ჩემი მეგობარი და დედამისი 100% სომეხები არიან და ორივეს რუსული სკოლა და რუსულად უნივერსიტეტი აქვთ დამთავრებული....
და ''რატომღაც'' დედამისმა ის 1 საათიანი "საქმის გარჩევა" რუსულ ენაზე მოაწყო .......
(მანამდე დედამისი მე რუსულად მერაპარაკებოდა და თავის შვილს სომხურად და ყოველთვი შენიშვნას აძლევდა დედამისს-უხერხულია,რუსულად მითხარიო)....
სანამ საწყალი ქათმის ბარკალი იწვებოდა და ის სომეხი დეიდა "საქმეს არჩევდა"-მე ბარგის ჩალაგებას მოვრჩი.
(ამ საზიზღარი სცენის შემდეგ-არანაირ სურვილი არ მქონდა იქ დავრჩენილიყავი).
და არ კაიფობთ?
ქათამი რომ შეიწვა და ორივე შემოვიდა მისაღებ ოთახში სადაც მე ვიყავი-
ამ ქალმა თავისი 32 კბილი გამოაჩინა და ისე ტკბილად დამიწყო საუბარი-თითქოს ჩემს გარდა სხვა ძვირფასი ადამიანი არ ჰყავდა ამ ქვეყანაზე.
ამხელა აფერიზზმა კინაღამ ჭკუიდან შემშალა....
(საერთოდ ავადმყოფურად ვერ ვიტან ტყიულებს და აფერიზმს)........
არაფერი არ მიჭამია-რა საჭმელი ჩამივიდოდა ყელში-იმ 1 სააათიანი რეჩის მოსმენის ჩემდეგ.
(დამადლებული არაფერი მიჭამია ცხოვრებაში და არც არაფერს ვაპირებ ვჭამო).
ჰო და გამოვიქეცი ისე რომ უკან აღარ მიმიხედია....
P.S. მე ამით იმას არ ვამბობ რომ ყველა სომეხი ასეთია-უნრალოდ მე ასეთი შემხვდა.
This post has been edited by Miria on 18 Oct 2009, 20:24