180 დღე შეგიძლია დარჩე ვიზის გარეშე.
ქართველების რაოდენობა არ ვიცი. ქუჩაში სულ რამდენჯერმე მოვკარი ყური ქართულ საუბარს. ძირითადად ყოფილი ავლაბრელი სომხები მეცნაურებიან. შემიძლია ვივარაუდო, რომ მუდმივად ცოტა ქართველი ბინადრობს.
ბრენდებს რაც შეეხება, კვების ობიექტებიდან KFС აღმოვაჩინე.
ტანსაცმლის ყიდვა ჯერ ვერ მოვასწარი, მაგრამ თბილისში რაც არის თითქმის ყველა ბრენდის მაღაზიაა, კიდე Tommy Hilfiger გაიჩითა, რაც თბილისში მგონი არ არის.
არის ბევრი კარგი და ძალიან კარგი რესტორანი, მაგრამ აი კლუბური ცხოვრების რა მოგახსენო, ჯერ ვერ ვიპოვე ნორმალური ადგილი. კიდევ რამოდენიმე ადგილი მირჩიეს სადაც თითქოს ნორმალურ მუსიკას უკრავენ, მაგრამ ჯერ ვერ მოვახერხე მისვლა.
ყავა მომეწონა და გარგარის არაყი. თუ მოხვდები გასინჯე.
არქიტექტურა მთლიანად კომუნისტურია. ახალს ვერაფერს აღმოაჩენ.
ბრენდებში ალბათ სომეხ გოგონებსაც გულისხმობდი

)) მაგ მხრივ ქართული ბრენდები აშკარად უფრო მრავალფეროვანია და ბევრად მომხიბვლელი ვიდრე სომხური.
საერთო ჯამში მეგობრებთან ერთად ღირს ჩამოსვლა და ნახვა. თუნდაც იმიტომ რომ იცოდე შენს მეზობლად ხალხი როგორ ცხოვრობს, რა ტრადიციები აქვთ, გვაქვს თუ არა რამე საერთო მათთან და ა.შ.
This post has been edited by KOLKHI on 25 Nov 2014, 19:48