ეეე "ჩემი" ქვეყანა
* * *
ე.ი. რაც ვიცი ამ ქვეყანაზე დავწერ
პირველი და უმთავრესი რითაც ამ ქვეყანამ დამაინტერესა არის ის რომ აქ არ არსებობენ გველები (სიკვდილზე მეტად მეშინია გველების

), ლეგენდის თანახმად წმინდა პატრიკმა ყველა ქვეწარმავალი გააძევა ქვეყნიდან და დღეს ახალ ზელანდიასთან, ისლანდიასთან და გრენლანდიასთან ერთად ირლანდია ის ადგილია სადაც ქვეწარმავლები არ ბინადრობენ
ხოდა აქედან დაიწყო ირლანდიისადმი ჩემი სიყვარული
მერე აღმოვაჩინე (დაილოცოს большая советская энциклопедия) რომ ამ ქვეყანაში ბევრი სიმწვანე ყოფილა (მწვანე ჩემი საყვარელი ფერია), სურათები რომ ვნახე საერთოდ გადავირიე
ისიც აღმოვაჩინე რომ ტერიტორიაც ზუსტად საქართველხელა ქონია
ხოლო ისიც რომ ვნახე რომ მოსახლეობაც ჩვენხელაა დაახლოებით, მტკიცედ გადავწყვიტე რომ ირლანდია ჩემი ქვეყანაა

ფეხბურთში ბრაზილიის და არგენტინის ნაკრებებმა ჩემთვის უკანა პლანზე გადაინაცვლა, ვგულშემატკივრობდი ყოველთვის ირლანდიას (რაც დღემდე გრძელდება)
ამ ქექვა-ქექვაში ირლანდიური ლუდებიც ვიპოვე და აქ რომ მოვიძიე და რომ გავსინჯე (არადა მაშინ, სადღაც 15 წლის წინ თბილისში გინესის და ჰარპის დათრევა ფანტასტიკის სფეროს განეკუთვნებოდა) დავფიქრდი ჩემი პირველი სამშობლო რომელი უნდა ყოფილიყო

ირლანდიის ისტორიის კითხვისას ვხვდებოდი რომ ძალიან მსგავსი ისტორია გვქონია ამ ორ ხალხს . განსაკუთრებით მომხიბლა მე-20 საუკუნის საწყისმა წლებმა მთელი თავისი მაიკლ კოლინზებით და სისხლიანი კვირებით (Bloody Sunday) IRA-ბით და შინ Fეინებით. მერე "დაჟე" ისიც აღმოვაჩინე, რომ კელტები და იბერები ძველად პირინეის ნახევარკუნძულზე სახლობდნენ და მერე წასულან სხვადასხვა მიმართულებით, ამის დასტურად სიტყვა "ერი"-ც გამოდგება: ბასკეთში "ერი" იმავეს ნიშნავს რაც ჩვენთან - ნაციას, ხოლო ირლანდიის ადგილობრივი სახელწოდება "ეირე" ნიშნავს ხალხს, ხოდა ესეც თქვენი ნათესაური კავშირები

მერე ვნახე ფილმი შორეული ქვეყანა (ტომ კრუზი და ნიკოლ კიდმანი) სადაც ღარიბ ირლანდიელ ბიჭზე და გაქსუებული ინგლისელი მიწათმფლობელის ქალიშვილის სიყვარულზეა სიუჟეტი. ამ ფილმმა ჩემი ზემოთ განცდილი ვნებები უფრო გაამძაფრა და აანთო
ანთებულ ცეცხლზე ნავთის დასხმა იყო ჩვენთან რივერდანსის გამოჩენა (მაშინ ინტერნეტი არ არსებობდა და ტელევიზიების იმედად ვიყავი მხოლოდ), რივერდანსის კონცერტებმა კაი ხანი პირღია დამტოვა და გადამაწყვეტინა ირლანდიური ფოლკლორი მომეძებნა რადაც არ დამიჯდებოდა. კომპიუტერთან ჩახუტებამდე ეს ძიება ძალიან უშედეგო იყო (ჰა-ჰა MTV და da VH1 ან ის დალოცვილი большая советская энциклопедия), აი კომპიუტერის ინტერნეტის ძალამ და მადლმა კი უკვე საბოლოოდ გადამისროლა მწვანე კუნძულზე მთელ თავის ელფერით და სიჯიგრით. მოვიძიე უამრავი მასალა და ცნობა ამ ქვეყანაზე და საბოლოოდ და სამუდამოდ ჩაიბეჭდა ეს მწვანე, მშვიდი, წვიმიან-ნისლიანი, ჯიგრიანი ქვეყანა ჩემს გულში
ესეც დესერტად
დანარჩენი ცნობები მერე იყოს
* * *
This post has been edited by girvan_88 on 25 Apr 2011, 11:31